... (A-363), XVII ს.

1046. მეფე: წავიდა: აუჩნდა: მიგებულ: მოსაგებავთა: ავთანდილ: ეტყვის: ტარიელს: სიტყუითა: დანაზებავთა: აგერა: ვხედავ: მინდორთა: მტუერითა: შენაღებავთა: ამისთვის: ვიწვი: საჴმილი: გულსა: ეცეცხლა: ენავთა:

1047. რა: [...................................................................................] [.........................................................................................] [...........................................................................................] [...........................................................................................]

1048. ისია: ჩემი: გამზრდელი: და: შენად: მოგებებულა: იქი: ვერ: მივალ: მრცხვენიან: გულსა: საჴმილი: დებულა: ჩემად: არაკად: სულდგმული: კაცი: არ: გაწბილებულა: რასაცა: მიზამთ: თქუენ: იცით: ფრიდონ: თქუენადვე: ხლებულა:

1049. ტარიელ: უთხრა: კარგსა: იქ: შენ: პატრონისა: კრძალვასა: აწ: აქა: იყავ: ნუ: მიხუალ: იქმცა: უჩემოდ: ხალვასა: მე: მივალ: უთხრობ: მეფესა: შენგან: თავისა: მალვასა: ვეჭუ: რომე: ადრე: შეგყარო: მზესა: მას: ტანად: ალვასა:

1050. მუნ: დადგა: ლომი: ავთანდილ: დაიდგა: მცირე: კარავი: ნესტან: დარეჯან: მუნვე: დგას: იგია: მჭურეტთა: მზარავი: მისთა: წამწამთა: ნიავი: ქრის: ვითა: ქარი: არავი: წავიდა: მეფე: ინდოთა: მისრული: მიუპარავი:

1051. ფრიდონ: წაჰყუა: განაღამცა: გავლეს: ველი: დიდსა: ხანსა: ცნა: მეფემან: ტარიელა: მარტო: მოვა: მოხრის: ტანსა: გარდაჴდა: და: თაყუანი: სცა: მას: უკადრსა: ლომებრ: ჯანსა: სდებს: პატივსა: ინდოთ: მეფე: მართ: მამისა: შესაგვანსა:

1052. ტარიელცა: თაყუანისცა: მივა: კოცნად: სასალამოდ: მეფე: ყელსა: აკოცებდა: მართ: ბაგისა: დასაჰამოდ: გაკუირვებით: ეუბნების: არის: მისგან: სათამამოდ: შენ: მზე: ხარო: შენი: გაყრა: არის: დღისა: შესაღამოდ:

1053. გაეკვირვა: მეფე: მისსა: თუალადობა: სიტურფესა: პირსა: უჭურეტს: გაკუირვებით: უქებს: მკლავთა: სიალფესა: კულა: ფრიდონცა: უსალამა: თაყუანისცა: მან: მეფესა: მას: მეფესა: ავთანდილის: ნახუისათვის: მოსწრაფესა:

1054. მეფე: ტარიას: ქებასა: დაჰკრთების: დაეღონების: ტარიელ: ეტყუის: მეფეო: აწ: გული: შენ: გემონების: მიკუირს: თუ: ეგრე: სიკეთე: თქუენ: ჩემი: რად: გეგონების: რათგან: ავთანდილ: შენია: სხუად: რად: ვინ: მოგეწონების:

1055. ნუ: გიკვირს: მისი: ვერ: ნახუა: და: დაყოვნება: ხანისა: მოდი: და: დავსხდეთ: მეფეო: ამოა: კორდი: მწუანისა: გკადრო: მიზეზი: მისისა: თქუენს: წინა: ვერ: მოყუანისა: ვიაჯ: რასმე: და: აწ: მმართებს: მოთხოვა: მე: ფარმანისა:

1056. დასხდეს: მეფენი: მოადგა: გარე: სიმრავლე: რაზმისა: ტარიელს: პირსა: ციმციმი: აქუს: უნათლესი: ბაზმისა: ჭურეტა: ახელებს: მჭურეტელთა: ყოფა: ქცევისა: და: ზმისა: დაუწყო: თხრობა: მეფესა: სიტყვისა: ბრძნად: ნაკაზმისა:

1057. მეფეო: თავი: მემცრობის: მე: მისად: მოსაჴსენებლად: მაგრა: მოსრული: თქუენს: წინა: ვარ: თქუენად: შემოხუეწელად თვით: იგი: იაჯს: რომელიც: ჩანს: მზეებრ: შუქთა: მფენებლად: ვინ: არის: ჩემად: სინათლედ: და: ჩემად: გამათენებლად:

1058. აწ: ამას: გკადრებთ: ორნივე: ხვეწით: და: შემუდარებით: ავთანდილ: დამდუა: წამალი: მისგან: თავისა: დადებით: დაჰვიწყდეს: რომე: პატიჟნი: სჭირდეს: ჩვენთავე: დარებით: არ: გაწყენ: გრძელი: ამბავი: არს: ჩუენგან: მიუმხვდარებით:

1059. თქუენთა: უყვარს: ერთმანერთი: ქალი: მას: და: იგი: ქალსა: მით: ვიგონებ: საბრალოსა: მტირალსა: და: ფერ: ნამკრთალსა: მუჴლ: მოყრილი: გეაჯები: ნუღარ: აწვევ: იმათ: ალსა: რომე: მისცეთ: ქალი: შენი: მკლავ: მაგარსა: გულ: ფიქალსა:

1060. ამის: მეტსა: არას: გკადრებ: არ: მოკლესა: არცა: გრძელსა: ამოიღო: ჴელ: მანდილი: მოინასკვა: იგი: ყელსა: ადგა: მუხლნი: დაუყარნა: ეაჯების: ვითა: მზრდელსა: გაუკვირდა: ყოვლსა: კაცსა: მის: ამბუისა: მომსმენელსა:

1061. რა: ტარიელ: მუჴლ: მოყრილი: ნახა: მეფე: შეუზარდა: შორს: უკუდგა: თაყუანისსცა: ქუე: მიწამდის: დაუვარდა: მოახსენა: ჴელმწიფეო: ლხინი: ყოვლი: გაუქარდა: თქუენმან: ეგრე: სიმდაბლემან: ნახუა: თქუენი: ჩამადარდა:

1062. ვით: ეგების: რაცა: გწადდეს: რომე: კაცი: არ: მოგთმინდეს: ანუ: მშურდეს: ქალი: ჩემი: საკლავად: და: ტყვედცა: გინდეს: გებრძანამცა: სახლით: თქუენით: ცრემლი: არცა: მაშინ: მდინდეს: სხუა: მისებრი: ვერა: პოვოს: ცათამდისცა: გაცაფრინდეს:

1063. მე: სიძესა: ავთანდილის: უკეთესსა: ვპოვებ: ვერა: თვით: მეფობა: ქალსა: ჩემსა: მივეც: აქვს: და: მას: ეფერა: ვარდი: ახლად: იფურჭუნების: მე: ყუავილი: დამებერა: რადმცა: ვჰკადრე: შეცილება: რასაც: ოდენ: იგი: ჯერა:

1064. თუ: შეგერთო: ერთი: მონა: თქუენთვის: არცა: მაშინ: მშურდა: ვინმცა: გკადრა: შეცილება: უშმაგომცა: ვით: მოგმდურდა: თუ: ავთანდილ: არ: მიყუარდა: ასრე: მისთვის: რად: მომსურდა: დია: ღ~თო: წინაშე: ვარ: ესე: ჩემგან: დადასტურდა:

1065. რა: ტარიელ: მეფისაგან: ესე: სიტყუა: მოისმინა: დადრკა: მდაბლად: ეთაყვანა: პირსა: ზედან: დაეფინა: კულა: როსტენცა: ეთაყუანისცა: წამოვლო: და: წადგა: წინა: ერთმანერთი: მოიმადლეს: მართ: ერთსაცა: არ: ეწყინა: