... (A-363), XVII ს.

988. ზღუათა: მეფე: მოაჴსენებს: ჴელმწიფეო: ლომო: ქუელო: მოახლეთა: სიცოცხლეო: ვერ: მჭვრეტელთა: შორით: მკლუელო: მსგავსი: თქუენი: რამცა: მეძღვნა: შვენიერო: სანახველო: რა: მოგშორდე: რა: მერგების: საჭურეტელად: სასურველო:

989. ტარელ: ფატმანს: უბრძანა: მე: თავი: შენი: მიდია: დავ: გული: შენი: ჩემზედა: გარდაუხდელი: დიდია: აწ: რაცა: ქაჯთა: საჭურჭლე: ქაჯეთით: ამიკიდია: მომიცემია: წაიღე: არ: კიდე: მომიყიდია:

990. ფატმან: ხათუნ: თაყუანისსცა: ჰკადრებს: მადლსა: მეტის: მეტსა: მე: მეფეო: შენი: ნახვა: მიდებს: ცეცხლსა: დაუშრეტსა: რა: მოგშორდე: რა: ვიქნები: მე: დამაგდებ: ვითა: რეტსა: ახ: ნეტარძი: მოახლეთა: ვაგლახ: თქუენსა: ვერა: მჭურეტსა:

991. ზღუათა: მეფესა: ეტყუიან: ორნივე: შუქთა: მაფენი: კბილნი: ბროლნი: და: ბაგენი: სადაფთა: მოსადაფენი: უთქვენოდ: მყოფსა: არ: გვინდა: ნიშანნი: საჩანგდაფენი: მაგრა: გაგვიშუენ: ჟამია: წავიდეთ: ვართ: მოსწრაფენი:

992. შენ: იყავ: ჩვენი: მშობელი: ჩვენგან: ღ~თად: საესავიო: მაგრა: ამასცა: ვიაჯით: გვიბოძოთ: ერთი: ნავიო: მეფემან: ბრძანა: არა: მშურს: სამიწოდ: თქუენად: თავიო: რადგან: ისწრაფი: რა: გკადრო: წა: გიწინამძღურდეს: მკლავიო:

993. მეფემან: ნავი: ხომალდი: მოჰკაზმა: ზღუისა: კიდესა: გამოემართა: ტარიელ: გამყრელნი: ცრემლსა: ღურიდესა: თავსა: იცემდეს: იგლეჯდეს: თმა: წვერსა: გაიყრიდესა: ფატმანის: ცრემლთა: შედენით: თვით: ზღუაცა: გაადიდესა:

994. თუცა: მე: მათი: დაჴოცა: მტკივის: და: სატკივარია: მაგრა: მათ: მიხუდა: უკვდავი: მუნ: დიდი: საჩუქარია: ესე: თქუა: ნელად: ატირდა: ცრემლი: მიწასა: გარია: ნარგისთათ: იძურის: ბორიო: ვარდსა: სძრავს: იანვარია:

995. მუნ: ატირდეს: ყუელაკანი: რა: ტირილად: იგი: ნახეს: დადუმდეს: და: მოახსენეს: რადგან: ბრძენთა: მზეებრ: გსახეს: რაცა: ვისცა: დაჰკლებოდა: მათ: ტირილით: სულთქმით: ახეს: თქუენთა: მჭურეტთა: მღერა: ჰმართებს: რასათუისმცა: ივაგლახეს:

996. ვინ: ღირსა: თქუენგან: ეგზომსა: ტირილსა: შეჭირვებასა: თქუენთვის: სიკვდილი: დია: სჯობს: მიწათა: ზედა: რებასა: კულა: ფრიდონ: ჰკადრა: მეფესა: ნურათ: იქთ: გამწარებასა: ღ~თიმცა: მუქფად: მოგიზღავს: ათასსა: გახარებასა:

997. ავთანდილცა: მიუმტკივნა: იტყუის: დიდსა: სიმძიმილსა: მათ: შეასხეს: ქება: უთხრეს: თავნი: მივსცნეთ: აწ: ღიმილსა: რადგან: მიხუდა: დაკარგული: ლომი: მზესა: წაჴდომილსა: აღარა: ვსტირთ: სატირალსა: აღარ: დავსდებთ: თუალთა: მილსა:

998. მივიდეს: სადა: ქალაქი: დიდი: მულღაზანზარია: სცემდეს: ბუკსა: და: ტაბლაკსა: გაჰჴდა: ზათქი: და: ზარია: დაბდაბისა: და: ქოსისა: ჴმა: ტურფად: შენათხზარია: მოატყდეს: მოქალაქენი: დააგდეს: მუნ: ბაზარია:

999. შუკათათ: მოდგნეს: ვაჭარნი: ყოვლგნით: მჭურეტელთა: ჯარია: შორს: უარებდეს: სარანგნი: ჴელთა: აქუს: მათ: აბჯარია: მათად: საჭურეტლად: მიშუება: მუნ: მათგან: ნააჯარია: რბოდეს: მჭვრეტელნი: ყოველგნი: არ: მათი: ნახვა: მწარია:

1000. გადაჴდეს: და: ფრიდონისსა: სრა: ნახეს: მოსაწონები: გამოეგება: მრავალი: ოქროს: სარტყლითა: მონები: ფერჴთა: საფენლად: ოქსინო: მართ: მათგან: არს: ნაქონები: თავსა: აყრიდეს: ოქროსა: ხუეტს: ჯარი: მუნ: ნარონები:

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან:

1001. მათ: ქალ: ყმათათვის: საჯდომი: დაედგა: თეთრძოწეული: წითელ: ყუითლითა: თუალითა: ზედა: კეკლუცად: ფრქვეული: ავთანდილისთვის: ყუითელი: და: შავი: ერთგან: რეული: მოვიდეს: დასხდა: მჭურეტელი: ვცან: მათი: სულ: დალეული:

1002. მგოსანნი: მოდგეს: ისმოდა: ჴმა: სიმღერისა: ტკბილისა: ქორწილი: ქნეს: და: გამრავლდა: ძღუნობა: ლალისა: თლილისა: ფრიდონის: პურად: კარგისა: არ: მასპინძლისა: წბილისა: მას: მზესა: შვენის: ღიმილი: ჩენა: თეთრისა: კბილისა:

1003. მოიღეს: ძღვენი: უსახო: ფრიდონის: არ: ალქატისა: ცხრა: მარგალიტი: სიდიდით: მართ: ვითა: კუერცხი: ბატისა: კულა: ერთი: თუალი: სამსგავსო: მზისა: შუქ: მონამატისა: მას: წინა: ღამით: ძალ: ედვის: მხატვარსა: ხატვა: ხატისა:

1004. კულა: უძღუნა: თვითო: ფარღული: გარდასაყრელი: ყელისა: მრგულად: დათლილისა: თუალისა: იაგუნდისა: მრთელისა: კულა: მოაქუს: ერთი: ტაბაკი: მძლედ: საჭირავი: ჴელისა: ავთანდილისთვის: ლომისა: ძღვენი: ფრიდონის: ქველისა:

1005. იგი: ტაბაკი: სავსეა: მარგალიტითა: სხვილითა: ავთანდილს: უძღვნა: ყველაი: არა: სიტყუითა: წბილითა: აივსო: სახლი: სტავრითა: და: ოქსინოთა: ლბილითა: ტარიელ: მადლი: უბრძანა: ლაღმან: სიტყუითა: ტკბილითა:

1006. ფრიდონისგან: უსაზომო: ქორწილია: დღესა: რვასა: ყოვლთა: დღეთა: მიართმიდეს: უფასოსა: ძღვენსა: მზასა: დღე: და: ღამე: არ: გასწყუედდის: ჩანგ: ჩაღანა: ტკბილსა: ჴმასა: აჰა: მიხუდეს: შესაფერნი: ყმა: ქალსა: და: ქალი: ყმასა: