... (A-363), XVII ს.

932. გამოისუენეს: მას: ღამით: ფრიდონის: მასპინძლობითა: აბანოს: ბანნა: აავსო: შესამოსლისა: ძღვენობითა: დამოსნა: ტურფა: ტურფითა: ერთმანერთისა: მჯობითა: თუალ: მარგალიტნი: ღარიბი: უძღუნა: ოქროსა: გობითა:

933. ფრიდონ: თქუა: ესე: სიტყვაა: ავისა: მასპინძელისა ჰგავს: მომწყენოდეს: სტუმრობა: თქუენ: ბრძნისა: ვითა: ხელისა: მაგრა: აწ: ყოფნა: არ: ვარგა: წავლა: სჯობს: გზისა: გრძელისა: თუ: ქაჯნი: მოგვესწრებიან: საეჭვი: არს: სიძნელისა:

934. ქაჯეთს: ერთხელ: კულავ: ვყოფილვარ: ნახავთ: თქუენცა: გემაგრების: ყოვლგნით: კლდეა: გარეშემო: მტერი: ვერსით: მოადგების: თუ: იდუმალ: არ: შეუვალთ: ცხადად: შესვლა: არ: ეგების: მით: ლაშქარი: არად: გუინდა: რაზმი: მალვით: ვერ: მოგუყუების:

935. დიდთა: რას: ვაქნევთ: ლაშქართა: კარგნი: გვინდა: და: ცოტანი: სამასი: კაცი: გუეყოფის: წავიდეთ: ვით: მეოტანი: ჩვენ: ქაჯეთს: ქაჯთა: საომრად: დავაგნეთ: ჴმალთა: კოტანი: მას: ადრე: ვჰპოვებთ: რომლისა: ალვისა: მოჰკლავს: მო: ტანი:

936. იგინიცა: დაემოწმნეს: ამა: მისსა: ნაუბარსა: მუნ: დააგდეს: ქალი: ასმათ: ფრიდონ: მისცემს: საჩუქარსა: თვით: სამასსა: ცხენოსანსა: წაიტანდეს: გმირთა: დარსა: ბოლოდ: ღმერთი: არ: გასწირავს: ყოვლსა: პირველ: შენაზარსა:

937. ზღვა: გაიარეს: სამთავე: ერთგან: ძმად: შეფიცებულთა: ფრიდონ: გზა: იცის: იარეს: დღისით: და: ღამით: რებულთა: ფრიდონ: თქუა: ვახლავთ: არეთა: ჩვენ: ქაჯეთს: მიახლებულთა: აქათგან: ღამით: ვლა: გვინდა: მით: არას: გამჟღავნებულთა:

938. ამა: ფრიდონის: თათბირთა: სამნივე: ერთგან: ზმიდიან: რა: გაუთენდის: დადგიან: და: ღამით: ფიცხლა: ვლიდიან: მივიდეს: აჩნდა: ქალაქი: მცველთა: ვერ: დასთვლიდიან: გარე: კლდე: იყო: გუშაგთა: ჯარვით: ჴმა: გაადიდიან:

939. მგრგვლივ: ყოვლგნით: შეუვალი: არსით: იყო: ყოლე: პირი: სამთა: კართა: ცხრა: ათასი: მოყმე: სცუიდა: ზედა: გმირი: შუა: ციხე: ამართული: კლდე: კეკლუცი: არ: დუხჭირი: გვირაბითა: შესავალი: აჴურეტილი: ვითა: სტვირი:

940. გუირაბის: კარსა: ჭაბუკი: ათი: ათასი: მცველია: მათ: ლომთა: ნახეს: ქალაქი: ღამე: ჩანს: მუნ: ნათელია: თქუეს: ვითათბიროთ: ვითა: ვთქუათ: აწ: გამორჩევა: ძნელია: ასი: ათასსა: აჯობებს: თუ: გამორჩევით: მქმნელია:

თათბირი ნურადინ ფრიდონისა:

941. ფრიდონ: თქუა: ვიტყვი: სიტყვასა: ვეჭუ: ჩემი: არ: დამცდარია: ჩუენ: ცოტანი: ვართ: ქალაქი: დიდთაგან: საომარია: პირისპირ: ომი: არ: ძალ: გუაქვს: არ: ჟამი: საკუეხარია: ათას: დღეს: ვერსით: შევუვალთ: თუ: ზედ: დაგვიჴრჩნენ: კარია:

942. ჩემსა: სიმცროსსა: გამზრდელნი: სამუშაითოდ: მზრდიდიან: მასწავლნეს: მათი: საქმენი: მახლტუნებდიან: მწურთიდიან: ასრე: გავიდა: საბელსა: რომ: თვალნი: ვერ: მომკიდიან: ვინცა: მიცნობდის: ყმაწვილნი: იგიცა: ინატრიდიან:

943. აწ: ვინცა: ვიცით: უკეთუ: შეტყორცა: საგდებელისა: მან: ერთსა: ბურჯსა: გარდვაცვათ: წუერი: საბლისა: გრძელისა: მაზედა: გავლა: ადვილად: მიჩანს: მართ: ვითა: ველისა: თქუენ: ჭირად: გეყოს: შიგანთა: პოვნა: კაცისა: მრთელისა:

944. აბჯრითა: გავლა: არად: მიჩს: ჭირად: გატანა: ფარისა: შიგან: ჩავხტები: კისკასად: ვეცემი: მსგავსად: ქარისა: ლაშქართა: დავჴოც: გავახვამ: ნახოთ: გაღება: კარისა: თქუენცა: მოდით: მსწრაფლად: სადაცა: გესმას: ზრიალი: ზარისა:

თათბირი ავთანდილისა:

945. ავთანდილ: უთხრა: ჰე: ფრიდონ: მოყუასნი: ვერ: გიჩივიან: ლომთა: მკლავთაგან: იმედი: გაქუს: არა: წყლულნი: გტკივიან: სთათბირობ: ძნელთა: საქმესა: მტერთა: ივაგლახივიან: მაგრა: თუ: გვესმის: გუშაგნი: რა: ახლო: ახლო: ყივიან:

946. რა: გახვიდოდე: გუშაგთა: ესმას: აბჯრისა: ჩხერება: გიგრძნობენ: თოკსა: მოჰკუეთენ: ამისი: ჴამს: დაჯერება: წაგიჴდეს: ცუდად: ყუელაი: დაგრჩეს: ცუდიღა: ფერება: ეგე: თათბირი: არ: ვარგა: სხუაებრ: ვქნათ: თავის: ტერება:

947. სჯობს: დადეგით: დამალულნი: თქუენ: ადგილსა: იდუმალსა: ისი: კაცნი: არ: იჭირვენ: მგზავრსა: ქალაქს: შემავალსა: სავაჭროდა: შევეკაზმი: ვიქ: საქმესა: მე: მუხთალსა: ერთსა: ჯორსა: გარდავჰკიდებ: მუზარადსა: ჯაჭუსა: ჴრმალსა:

948. სამთავე: შესულა: არ: ვარგა: თუ: გვიგრძნან: არს: სათუები: მე: მარტო: შევალ: ვაჭრულად: და: კარგად: შევეტყუები: მალვით: ჩავიცვამ: აბჯარსა: გავჩნდები: გავეცრუები: ღმერთმან: ქნას: უხუად: ვადინო: შიგნით: სისხლისა: რუები:

949. შიგანთა: მცველთა: მოვიცლი: მე: უნახავად: ჭირისად: თქუენ: გარეთ: კართა: ეცენით: ყოველნი: მსგავსად: გმირისად: კლიტეთა: დავლეწ: გავახუამ: ნახოთ: გაღება: კარისად: თურა: სხუა: გვიჯბს: თქუენ: ბრძანეთ: ვარ: მრჩევლად: ამა: პირისად: