... (A-363), XVII ს.

1027. რა: ავთანდილ: ტარიასგან: ცნა: წასვლასა: არ: დაშლიდა: არა: ჰკადრა: შეცილება: საუბარსა: ზედა: რთვიდა: ფრიდონ: კაცსა: დარჩეულსა: სათანაოდ: გარდასთვლიდა: თანა: წაჰყუა: გაღანამცა: მას: თანავე: გზასა: ვლიდა:

ტარიელისაგან ქვაბსავე მისვლა მეორედ:

1028. ამ: საქმესა: დაფარულსა: ბრძენ: დიონოს: გააცხადებს: რადგან: ღმერთი: კეთილიობს: იგ: ბოროტსა: არ: დაბადებს: ავსა: წამ: ერთ: შეამოკლებს: კარგსა: ხანგრძლად: გააკულადებს: თავსა: მისსა: უკეთესსა: უზადო: ჰყოფს: არ: აზადებს:

1029. ფრიდონისით: გაემართნეს: იგი: ლომნი: იგი: მზენი: თანა: მიჰყავს: პირი: მზისა: ქალი: მჭურეტთა: ამაზრზენი: ჰკიდავს: ბროლსა: ყორნის: ბოლო: დაწყობილი: დანათხენი: მუნ: ბალახშსა: აშვენებდა: სინატიფე: სინაზენი:

1030. იგი: მზე: უჯდა: კუბოსა: და: ეგრე: არონინებდეს: მინადირობდეს: ნადირსა: მუნ: სისხლსა: დაადინებდეს: სადაცა: დახვდის: ქუეყანა: მჭურეტელთა: მოალხინებდეს: მოეგებნიან: სძღუნობდიან: აქებდეს: არ: აგინებდეს:

1031. ამას: გავს: თუმცა: სამყაროს: მზე: უჯდა: შუა: მთუარეთა: იარნეს: დღენი: მრავალნი: ლაღთა: ბრძნად: მოუბარეთა: შიგან: მათ: დიდთა: მინდორთა: ყოვლგნით: კაც: მიუმცვდარეთა: სად: ყოფილ: იყო: ტარიელ: მიხუდეს: მის: კლდისა: არეთა:

1032. ტარიელ: ბრძანა: მე: მმართებს: დღეს: თქუენი: მასპინძელობა: მუნ: მიველ: სადა: ყოფილ: ვარ: მჭირდა: სადამდის: ხელობა: მუნ: გუიმასპინძლოს: ასმათმან: მას: უცს: ჴორცისა: ჴმელობა: მე: რომე: გიძღვნი: ტურფათა: აქოთ: ლარისა: ჭრელობა:

1033. შიგან: გარდაჴდეს: მივიდეს: დიდსა: მას: ქუაბსა: კლდეთასა: ასმათს: უც: ჴორცი: ირმისა: იქს: მასპინძლობა: კუეთასა: ამხანაგობდეს: ლაღობდეს: წასვლასა: მათ: საქმეთასა: ღ~თსა: მადლობდეს: შეცვლასა: ლხინად: ჭირისა: დღეთასა:

1034. მოიარეს: ქუაბოვანი: თამაშობდეს: მხიარულნი: პოვნეს: იგი: საჭურჭლენი: ტარიასგან: დაბეჭდულნი: ვერცა: ვისგან: დანათუალნი: ვერცა: ვისგან: შეგებულნი: არ: იყუნეს: თუ: არა: გუაქუსო: იგ: ამისთვის: გულ: ნაკლულნი:

1035. უბოძა: ტურფა: მრავალი: მათ: მათი: შესაფერები: კულა: ფრიდონისნი: აავსნა: სპა: ჰყუა: თუ: სპასალარები: აივსო: კაცი: ყუელაი: მაშინ: მათ: თანა: ნარები: მაგრა: ძეს: რომე: საჭურჭლე: გუანდა: კაც: დაუკარები:

1036. ფრიდონს: უთხრა: ვალი: შენი: ჩემგან: ძნელად: გარდიჴდების: მაგრა: თქმულა: კარგის: მქმნელი: კაცი: ბოლოდ: არ: წაჴდების: აწ: საჭურჭლე: რაზომიცა: აქა: ძეს: და: ან: იდების: აწ: წაიღე: ყუელაკაი: შენი: იყოს: ვითა: გხვდების:

1037. ფრიდონ: მდაბლად: თაყუანისცა: ჰკადრა: მადლი: მეტის: მეტი: მე: მეფეო: რად: გგონივარ: უჭკუო: და: აგრე: რეტი: მტერი: ყოვლი: ჩალად: გიჩანს: ვინმცა: იყო: ვითა: კეტი: ჩემი: ლხინი: ვინემდისა: ვირე: ვიყო: შენი: მჭურეტი:

1038. ფრიდონ: კაცნი: დააბრუნვა: მოსასხმელად: აქლემისად: სახლსა: მისსა: მისაღებლად: მის: ყოვლასა: საჭურჭლისად: აწ: მუნითგან: გაემართნეს: არაბეთად: წავლად: გზისად: ავთანდილ: არს: გალეული: შესაყრელად: მთვარე: მზისად:

1039. მიხუდეს: არაბთა: სამზღუარსა: რა: ვლეს: მრავალნი: ხანები: დახუდა: სოფლები: ციხები: ხშირ: ხშირად: თანის: თანები: მუნ: შიგა: მყოფსა: ემოსა: ტანსა: ლურჯი: და: მწვანები: ავთანდილისთვის: ყუელაი: ცრემლითა: არს: ნაბანები:

1040. ავთანდილ: იცნეს: გაისმა: ჴმა: მათგან: სიხარულისა დაიწყეს: ყოვლგნით: ლაშქართა: ქნა: მათკენ: სიარულისა თაყუანის: სცემდა: სიმრავლე: სპისა: პირ: მხიარულისა: ქალი: ნახნიან: შვენება: თქვეს: არის: მზისა: სრულისა:

1041. ტარიელ: კაცი: გაგზავნა: წინაშე: როსტან: მეფესა: შესთალა: გკადრებ: მეფეო: სურვილთა: სიიეფესა: მე: მოვალ: მეფე: ინდოთა: დარბაზსა: თქუენსა: სეფესა: გაჩვენებ: ვარდსა: კოკობსა: უფრჭუნელსა: მოუკრეფესა:

1042. მაშინ: თქუენ: ჩემი: გეწყინა: ნახვა: მიწისა: შენისა: ცდა: შეპყრობისა: ავი: ჰქმენ: შემოტეობა: ცხენისა: მე: შენთა: სპათა: ვაჩვენე: მიზეზი: რამე: წყენისა: დავჰჴოცე: მონა: მრავალი: მსახურნი: სრისა: თქუენისა:

1043. აწ: ამად: მოვალ: წინაშე: დავყარენ: ჩემნი: გზანია: შემინდოთ: რაცა: შეგცოდე: ქენით: გაწყრომისა: კმანია: ძღვენი: არა: გვაქვს: გვმოწმობენ: ფრიდონ: და: მისნი: ყმანია: ოდენ: ძღვნად: თქუენი: ავთანდილ: მე: თქუენთვის: მომიტანია:

1044. რა: მიუვიდა: მეფესა: მახარობელი: ჟამისა: ვით: გაეხარნეს: ვერ: იტყუის: ენა: ერთისა: წამისა: თინათინს: ღაწუთა: ემატა: ელვა: შუქისა: სამისა: ბროლსა: და: ლალსა: აშვენებს: მუნ: ჩრდილი: წარბ: წამწამისა:

1045. ტაბლაკსა: ჰკრეს: და: გაისმა: ხმა: მაშინ: თქარ: თქარებისა: ლაშქარნი: რბოდეს: მი: და: მო: ქნა: სწადდა: მათკენ: რებისა: დაიწყეს: მოსხმა: ცხენისა: მოღება: უნაგრებისა: შესხდა: სიმრავლე: მოყმისა: მკლავ: ფიცხელ: გულმაგრებისა: