... (A-363), XVII ს.

969. მზე: მოეგება: პირითა: ტურფითა: მოცინარითა: აკოცა: მისთა: მეშველთა: ლაღმან: ცნობითა: წყნარითა: მათ: მდაბლად: მადლი: უბრძანა: სიტყუითა: მით: ნარნარითა: ორივე: ერთგან: უბნობდეს: ტურფითა: საუბარითა:

970. ტარიელსცა: უსალამეს: მას: ალვისა: მორჩსა: ვით: ხეს: მიულოცეს: გამარჯუება: ერთმანერთი: მოკითხეს: არა: სჭირდა: არ: ინანეს: რომ: აბჯარი: არ: გაითხეს: თავნი: მათნი: გაალომეს: მათი: მბრძოლი: იშვლეს: ითხეს:

971. სამასისა: კაცისაგან: ასსამოცი: შეჰყოლოდა: ფრიდონს: უმძიმს: სპათა: მისთა: მაგრა: ცალ: კერძ: უხაროდა: მონახეს: და: არ: აცოცხლეს: რაცა: მბრძოლი: დარჩომოდა: რომე: პოვნეს: საჭურჭლენი: აწმცა: თუალვით: ვით: ითქმოდა:

972. მოკრიფეს: ჯორი: აქლემი: რაცა: ვით: პოვეს: მალები: სამიათასსა: აჰკიდეს: მარგალიტი: და: თუალები: თუალი: ყუელაი: დათლილი: იაგუნდი: და: ლალები: იგი: მზე: შესუეს: კუბოსა: არს: მათგან: განაკრძალები:

973. სამოცი: კაცი: დააგდეს: ქაჯეთს: ციხისა: მცველია: წამოიყუანეს: იგი: მზე: მათიღა: წაგურა: ძნელია: ზღუათა: ქალაქსა: დამართეს: თუცა: გზა: მუნით: გრძელია: თქუეს: ფატმან: ვნახოთ: მუქაფა: გუაც: მისი: გარდუჴდელია:

ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისვლა ნესტან დარეჯანითურთ:

974. ზღუათა: მეფესა: წინაშე: გაგზავნა: მახარობელი: შესთვალა: მოვალ: ტარიელ: მტერთა: მძლე: მოსრვით: მსპობელი: ქაჯეთით: მომყავს: ჩემი: მზე: ჩემი: ლახუართა: მსობელი: მწადიან: გნახნე: პატივით: ვითა: მამა: და: მშობელი:

975. აწ: მე: მაქუს: ქაჯთა: ქუეყანა: და: მათი: დანადებია: მეფეო: კარგი: ყუელაი: მე: თქუენგან: წამკიდებია: ფატმანს: უხსნია: ჩემი: მზე: სდედებია: და: სდებია: ამისად: ნაცვლად: რა: გიძღუნა: მძულს: ცუდი: ნაქადებია:

976. მოდი: გვნახენ: გავიარდეთ: ქუეყანასა: შენსა: ვირე: სრულად: ქაჯთა: სამეფოსა: გიძღვნი: ჩემგან: შეიწირე: კაცნი: შენნი: შეაყენენ: ციხე: მაგრად: დაიჭირე: მე: ვისწრაფი: ვერა: გნახავ: შენ: წამოდი: ჩემ: კერძ: ირე:

977. თქუენ: უბრძანე: ჩემაგიერ: უსენს: ქმარსა: ფატმანისსა: გამოგზავნოს: იამების: ნახუა: მისი: ჴსნილსა: მისსა: მისგან: კიდე: ინატრიდა: ჭურეტასამცა: სხუადმცა: ვისსა: ვინ: მზესაცა: უნათლეა: ასრე: ვითა: ბროლი: ფისსა:

978. რა: კაცი: ტარიელისა: ესტუმრა: ზღუათა: მფლობელსა წესია: გული: გაკრთების: ამბავსა: გასაკრთომელსა მისცა: მადლი: და: დიდება: ღ~თსა: მართლისა: მბრჭობელსა: მაშინვე: შეჯდა: არ: უნდა: მისულა: სხუასაღა: მჴმობელსა:

979. ბარგი: აჰკიდა: გააგო: ქნა: ქორწილისა: მათისა: მას: მიაქუს: რიცხვი: ტურფათა: არს: სიდიადე: სათისა: ფატმან: ჰყავს: თანა: იარა: სავალი: დღისა: ათისა: უხარის: ნახუა: ლომისა: და: მზისა: ჴმელთა: მნათისა:

980. შორს: გაეგებნეს: სამნივე: დიდსა: მეფესა: ზღვათასა: გარდაჴდეს: მდაბლად: აკოცეს: გარესწყდეს: ჯარსა: სპათასა: შეასხეს: ქება: ტარიელს: მან: მადლი: გაუათასა: ქალი: რა: ნახეს: სტრფიალობს: შუქსა: მას: ბროლ: ბაკმათასა:

981. ფატმან: ხათუნს: მისსა: მჭურეტსა: ედებოდა: ცეცხლი: ნელი: მოეხუია: გარდუკოცნა: ჴელი: ფერხი: პირი: ყელი: იტყუის: ღ~თო: რა: გმსახურო: განმინათლდა: რადგან: ბნელი: ვსცან: სიმოკლე: ბოროტისა: კეთილია: შენი: გრძელი:

982. ქალი: ფატმანს: ეხუეოდა: ტკბილად: იტყუის: არ: გამწყრალი: ღ~თნ: გული: განმინათლა: გახეთქილი: გაცამწკრალი: აწ: აგრე: ვარ: გავსებული: წინას: ვიყავ: ვითა: მცხრალი: მზემან: შუქნი: შემომადგნა: ვარდივით: ვჩან: არდამზრალი:

983. ზღუათა: მეფე: გარდაიჴდის: მუნ: ქორწილსა: მეტად: დიდსა: ქაჯეთიცა: დაუმადლა: არ: გაუშვა: დღესა: შუიდსა: უხუად: გასცემს: საბოძვარსა: საჭურჭლესა: ანაკიდსა: პერპერასა: დაპანტულსა: ზედა: ცვეთენ: ვითა: ჴიდსა:

984. მუნ: იდვის: გორი: ლარისა: სტავრისა: და: ატლასისა: ტარიელს: უძღუნა: გვირგვინი: ვერ: დანადები: ფასისა: იაგუნდისა: მრთელისა: ყუითლისა: მეტად: ხასისა: კულა: ერთი: ტახტი: ოქროსი: წითლისა: მართ: ახლითა:

985. ნესტან: დარეჯანს: ყაბაჩა: უძღუნა: შემკული: თუალითა: იაგუნდითა: წითლითა: ბადახშითა: და: ლალითა: დასხდეს: ორნივე: ქალყმანი: პირითა: ელვა: მკრთალითა: მათნი: მჭურეტელნი: დაიწვნეს: ცეცხლითა: მართ: ახალითა:

986. ავთანდილს: და: ფრიდონს: უძღუნა: უსაზომო: დიდი: ძღუენი: ძუირფასისა: უნაგირი: უკეთესი: თვითო: ცხენი: თვითო: კაბა: თუალიანი: უცხო: ფერთა: შუქთა: მფენი: მოაჴსენა: მადლი: რა: ვთქვათ: სვიანმცაა: დავლა: თქუენი:

987. ტარიელ: მადლსა: გარდიჴდის: ტურფა: სიტყუითა: ენითა: დიდად: ვიამე: მეფეო: პირველ: ნახვითა: თქუენითა: მერმე: აგუავსენ: მრავლითა: ტურფა: ფერითა: ძღვენითა: ვიცი: შორიშორ: არჩავლა: ჩუენ: თქუენი: კარგად: ვქენითა: