... (A-363), XVII ს.

თათბირი ტარიელისა:

950. ტარიელ: უთხრა: მე: თქუენი: ვცან: გმირთა: მეტი: გმირობა: თქუენსა: ძალგულსა: თქუენივე: ჰგავს: თათბირობა: პირობა: ვიცი: გწადს: ომი: ფიცხელი: არ: ცუდი: ჴრმალთა: ღირობა: კაციმცა: მაშინ: თქუენ: გახლავს: რა: ომმან: ქნას: გაჭირობა:

951. მაგრა: თქვენით: ჩემთვისცა: საქმისა: რასმე: რჩევითა: ჴმა: ესმას: ჩემსა: ხელ: მქმნელსა: ზედა: გარდმოდგეს: მზე: ვითა: თქუენ: გქონდეს: ომი: ფიცხელი: უომრად: მნახოს: მე: ვითა: ესე: მე: დამსვრის: ნუ: უბნობთ: სიტყვითა: თქუენ: სათნევითა:

952. მაგა: თათბირსა: ესე: სჯობს: ვქმნათ: ჩემი: მონახსენები: გავიყოთ: კაცი: ასასი: რა: ღამე: ჩნდეს: ნათენები: სამთავე: სამგნით: მივმართოთ: ფიცხლად: დავსწკიპოთ: ცხენები: მოგუეგებვიან: ვემცრობით: ჩუენ: ჴრმალსა: მივსცემთ: მძლედ: ნები:

953. ფიცხლად: შევებნეთ: შევსჯარნეთ: ვერ: მოგვასწრებენ: კარებსა: სამთაგან: ერთი: შეუვალთ: სხუა: გარეთ: ვსცემდეთ: გარებსა: [...............................................................................................................] ჴელი: კვლა: ვჰხადოთ: აბჯარსა: მას: ჩუენგან: მძლედ: ნაჴმარებსა:

954. ფრიდონ: უთხრა: შემიგიან: გამიგია: ვიცი: მე: რა: მაგა: ცხენსა: ჩემეულსა: წამოასწრობს: კარსა: ვერა: ოდეს: გიძღუენ: არ: მგონდა: ქაჯეთს: გვინდა: ქაჯთა: მზერა: თუარა: ყოლა: არ: გიძღვნიდი: ჩემი: გითხრა: სიძუნწე: რა:

955. ფრიდონ: ლაღი: ამხაანგობს: საუბართა: ესოდენთა: ამაზედან: გაიცინნეს: მათ: წყლიანთა: სიტყუა: ბრძენთა: ერთმანეთსა: ელაღობნეს: ლაღობათა: მათთა: მშუენთა: გარდაჰჴდეს: და: დაეკაზმნეს: უკეთესთა: შესხდეს: ცხენთა:

956. კულა: ერთმანერთსა: მიუგეს: სიტყუები: არ: პირმკუახები: დაასკვნეს: იგი: თათბირი: ტარიას: განაზრახები: გაიყვეს: კაცი: ას: ასი: ყუელაი: გმირთა: სახები: ცხენებსა: შესხდეს: აიღეს: მათ: მათი: ჩაბალახები:

957. იგი: ჭაბუკნი: შუქითა: ვნახენ: მზისაცა: მეტითა: მათ: სამთა: შვიდნი: მნათობნი: ჰფარვენ: ნათლისა: სვეტითა: ტარიელ: შავსა: ზედა: ზის: ტანითა: მით: წერწეტითა: დალივნეს: მტერნი: ომითა: ვითა: მჭვრეტელნი: ჭვრეტითა:

958. თუცა: ფრიდონ: და: ავთანდილ: სიკეთე: მიუწდომნია: მაგრა: ტარიას: შემბმელნი: არვისგან: მოსანდომნია: მზე: მნათობთაცა: დაჰფარავს: არცაღა: ნათლად: ჴომნია: აწ: იყურებდით: მსმენელნო: გესმნენ: ფიცხელი: ომნია:

959. სამთავე: სამად: გაიყვეს: თითომან: თითო: კარები: თანა: ჰყვა: კაცი: სამასი: ყუელაი: გმირთა: დარები: მას: ღამით: უყუეს: სადარნო: უცრუო: ანაჩქარები: გათენდა: გაჩნდეს: მიმართეს: თავის: თავ: ჰქონდა: ფარები:

960. პირველ: ამოდ: მიდიოდეს: მგზავრთა: რათმე: მაგიერად: მათ: შიგანთა: ვერა: უგრძნეს: ვერცა: დახუდეს: გულხმიერად: გულსა: შიში: არა: ჰქონდა: ამოდ: დგეს: და: ნებიერად: მიდგეს: გარე: მუზარადნი: დაიხურეს: ჟამიერად:

961. ანაზდად: ცხენი: გაქუსლეს: მათრაჴმან: შექნა: წრიალი: რა: ნახნეს: კარნი: გაუღეს: ქალაქმან: შექმნა: ზრიალი: სამთავე: სამგნით: მიმართეს: თავსა: მით: უყვეს: რიალი: იკრეს: ნობსა: და: დაბდაბსა: შეიქნა: ბუკთა: ტკრციალი:

962. მაშინ: ქაჯეთს: მოიწია: უსაზომო: რისხუა: ღმრთისა: კრონოს: წყრომით: შემხედუელმან: მოიშორვა: სიტკბო: მზისა: მათვე: რისხვით: გარდუბრუნდა: ბორბალი: და: სიმგრგვლე: ცისა: ველნი: მკუდართა: ვერ: იტევდა: გადიადდა: ჯარი: მკუდრისა:

963. კაცსა: უკრავად: დაბნედდის: ჴმა: ტარიელის: ჴაფისა: აბჯარსა: ფრეწდის: გაცუდდა: სიმაგრე: ჯავშან: ქაფისა: სამგნითვე: კართა: შესჯარნეს: ჭირი: არ: ნახეს: კაფისა: რა: ქალაქს: შეჰჴდეს: შეიქმნა: სიხარკე: ციხეს: სწრაფისა:

964. ერთმანცა: არა: იცოდა: ვერა: ცნეს: ტარიერისა: ციხესა: კარსა: მიმართეს: რიდი: არ: ჰქონდა: მტერისა: მუნ: ნახეს: რიყე: აბჯრისა: ნალეწი: ჴრმალთა: წუერისა: ათი: ათასი: ნობათი: უსულო: მსგავსი: მტუერისა:

965. ციხისა: მცველნი: ყველაი: იდვა: მართ: ვითა: სნეული: თავით: ფერჴამდი: დაჭრილი: აბჯარი: მუნ: დახეული: ციხისა: კარნი: გახმულნი: კართა: ნალეწი: სრეული: ცნეს: ნაქმრად: ტარიელისად: საქმე: არს: თქუეს: მისეული:

966. გზანი: დახვდეს: შეკაფულნი: შევიდეს: და: გაძვრეს: ჴურელსა: ნახეს: მზისა: შესაყრელად: გამოეშვა: მთვარე: გუელსა: მუზარადი: მოეჴადა: შვენის: აკვრა: თმისა: ლელსა: მკერდი: მკერდსა: შეეწება: გარდაეჭდო: ყელი: ყელსა:

967. ეხვეოდეს: ერთმანერთსა: აკოცეს: და: ცრემლნი: ღუარნეს: ამას: გუანდეს: ოდეს: ერთგან: მუშთარ: ზუალ: შეიყარნეს: მზე: რა: ვარდთა: შემოადგეს: დაშვენდენ: და: შუქნი: არნენ: აქანამდის: ჭირ: ნახულთა: ამას: იქით: გაიხარნეს:

968. მათ: ერთმანერთსა: აკოცეს: დგანან: ყელ: გარდაჭდობილნი: კულა: შეეწებნეს: ჴშირ: ჴშირად: ვარდნი: ბაგეთა: პობილნი: აწ: ესენიცა: გავიდეს: შეკრბეს: სამნივე: ძმობილნი: მას: მზესა: მისცეს: სალამი: წადგეს: მართ: ვითა: ჴმობილნი: