... (A-363), XVII ს.

1124. მაშინ: გაჴდეს: ყველაკანი: მტირალად: და: ცრემლთა: მღურელად: დიდი: ხანი: მოიტირეს: თავის: თავის: გასაყრელად: ავთანდილ: და: ფრიდონ: ტირან: გულ: სადაგნი: არ: თუ: ჭრელად: მაგრა: ექმნეს: სულსა: მღებელ: კათოლიკოს: მაწყუერელად:

1125. ზე: ადგეს: და: მოახსენეს: ჱე: მნათობნო: ცისა: მზენო: გული: რათმე: დაიწყნარეთ: ჰქენით: რაცა: მოგახსენო: იგი: ღ~თნ: გაამაღლა: ვითა: ორბი: მისნო: ფრთენო: აქ: ყოფნა: არას: გუმართებს: აღარა: გუცალს: გლოვად: ჩუენო:

1126. მადლი: უბრძანეს: აწუივნეს: ქუე: დასხეს: ზე: ადგომილნი: მუნვე: დგეს: იგი: ვაჭარნი: პირსა: ფერ: უკურთომილნი: გაკუირვებულნი: საბრალოდ: მართ: ვერას: ვერ: მიხდომილნი: უბრძანა: ძმაო: რა: გიკუირს: ჩუენ: იგი: ვართ: წაჴდომილნი:

1127. კულა: უბრძანებდეს: გვიამბეთ: ამბავი: დანარჩომია: მათ: მოახსენეს: პატრონო: ინდოეთს: დიდი: ომია: მოსულა: ხათა: ლაშქარი: ქალაქსა: შემოსდგომია: რამაზ: არს: ვინმე: ჴელმწიფე: მათად: პატრონად: მჯდომია:

1128. ჯერთ: დედოფალი: ცოცხალა: მკუდართაგან: უფრო: მკუდარია: იბრძვის: ლაშქარი: ინდოთა: თუც: იმედ: გარდამწყდარია: გარეთ: ციხენი: წაუხმან: ყუელაი: გარდამჴდარია: მზეო: თქუენ: შუქნი: მიჰფინეთ: ჰაი: რა: ავი: დარია:

1129. მუნა: მყოფსა: ყუელაკასა: შეეკერა: ჩუენცა: შავი: რამაზს: წინა: გამოვედით: მისრულად: ვთქუით: ჩვენი: თავი: მეფე: ჩვენი: დიდი: არის: მათ: ეწადა: ჩუენი: ზავი: გამოგვიშვა: წაედითო: არა: გვიყო: ყოლა: ავი:

1130. რა: ტარიელს: ესე: ესმა: მეტად: ფიცხლად: აიყარა: ეჯი: სამდღე: წასავალი: ერთსა: დღესა: წაიარა: დროშა: მისი: აიმართა: წინა: არა: მოიფარა: აწ: ნახე: თუ: გოლიათი: გული: ვითა: ამაგარა:

აქა ინდოეთს მისვლა ტარიელისაგან და ხატაელთ დამორჩილება:

1131. ინდოეთს: ზედა: წაადგა: მუნ: მთა: და: დიდი: ქედია: აჩნდა: ლაშქარი: უსახო: ესაკუირველა: ჰე: დია: ტარიელ: ბრძანა: მოყმენო: აწ: თქუენგან: რა: იმედია: ადრე: მოვიცლი: ჩემთაგან: ღ~თი: და: ჩემი: ბედია:

1132. ამა: ლაშქართა: უნახავს: კულავ: ჴრმალთა: ჩემითა: კუეთანი: ერთხელ: შემებნეს: დავჴოცენ: შევქნენ: აბჯართა: ფეთანი: ავთანდილ: ჰკადრა: რად: უნდა: თქუენი: სიტყუათა: მძლეთანი: მართ: ვითა: მტუერთა: წავიხუამთ: მიხვდეს: ფერჴითა: ცუეთანი:

1133. დაეკაზმნეს: საომარად: გაამაყდეს: გაჩაუქდეს: ცხენთა: შესხდეს: უკეთესთა: საჴედარნი: ასუბუქდეს: ერთმანერთსა: აჯობინეს: მჭურეტელთაგან: არ: გაუქდეს: იგი: ქედი: ჩაიქროლეს: ბუქისაცა: უფრო: ბუქდეს:

1134. წინ: მავალნი: დარაჯათა: მათთა: ზედა: გარდეკიდნეს: ტარიასთა: გააქცივნეს: მიეწივნეს: ჩამოჰყრიდნეს: მოაგებნეს: მჴარ: დაკრულნი: მათ: წინაშე: მოასხმიდნეს: აიზიდნეს: ვისნი: ხართო: ჰკითხეს: ხანსა: არ: დაზმიდნეს:

1135. მათ: მოახსენეს: მეფეო: ჩუენ: ცუდად: დაღორებულნი: რამაზის: ჴელმწიფისანი: აქა: დარაჯად: რებულნი: უბრძანა: წადით: რეგუენნო: თქუენ: ჩვენგან: გაფიცხებულნი: აცნობეთ: თქუენსა: პატრონსა: მოვლენ: გულითა: ქებულნი:

1136. უთხარით: ბრძანებს: ტარიელ: მეფე: ლაღი: და: ჯანია: იგი: ჴელმწიფე: მაღალი: მებრძოლთა: მემაჯანია: ჩემსა: ამბავსა: გაცნევენ: შენნივე: დარაჯანია: შიში: ვერ: იჴსნის: სიკუდილსა: ცუდნიღა: დაღრეჯანია:

1137. დია: დიდთა: დამაჯნება: უშმაგომან: ვით: გააგო: ინდოეთსა: ვით: მოადეგ: შმაგთაგანცა: უფრო: შმაგო: აჰა: მოვალ: იგი: ცეცხლი: რომე: სრულად: ამოგდაგო: ჴრმალი: ჩემი: მოლესული: შენზედავე: დავაბლაგო:

1138. აწ: დაემზადე: მოპარვა: მე: თქუენი: არა: მწადიან: შემები: რაზმი: გარდმაწყევ: წინასვე: გამიცხადიან: პირ: ბოზო: ჩემი: მორევნა: რა: დია: დაგიქადიან: მე: ჩაბალახათ: გაჴმარნე: რაც: მუზარადი: გბადიან

1139. დარაჯანი: წავიდეს: და: ერთმანერთსა: მიუსწრობდეს: რამაზს: უთხრეს: ყუელაკაი: დამალვასა: ვერა: სთმობდეს: მოვიდაო: ინდოთ: მეფე: ლაშქარნიცა: კარგნი: ჰყმობდეს: ვინცა: ვითა: გარდეხვეწოს: იგი: ერთი: ორთა: სჯობდეს:

1140. ინდოთა: დროშა: ტარიელს: აქუს: და: ალამი: უბია: დროშა: არაბთა: მეფისა: მასსა: თანავე: ჰყუდია: არაბთა: იცის: ყუელამან: მათი: აბჯარი: შუბია: ფრიდონ: მზე: მოყმე: რომელმან: შექნა: სისხლისა: გუბია:

1141. ცოტაი: წავლეს: გამოჩნდა: ხუთასი: ცხენოსანანი: შეტევებასა: ლამობდეს: ყმანი: არაბთა: თანანი: ტარიელ: გაწყრა: ნუ: იქთო: მისცნა: საქმისა: ნანანი: მოვიდეს: აჩნდა: უაბჯროდ: არცა: თუ: ჰქონდა: დანანი:

1142. ცხენთა: ფერჴთა: მოეხვია: მუხლმოყრილი: შეეხვეწა: მოახსენა: შემიხუეწე: მისსა: ძალსა: ვინცა: გხვეწა: ნუ: მაცოცხლებ: ნუ: დამარჩენ: და: წამიღონ: მკუდარი: მე: წა: გული: თქუენი: სასაკუთრო: ბედმან: ასრე: დამილეწა: