... (A-363), XVII ს.

1106. ტარიელ: შეჯდა: მეფისა: გამყრელი: გამომსალამე: სრულად: ლაშქართა: სდიოდა: ცრემლი: მინდორთა: სალამე: მზე: შენ: გელმისო: საომრად: და: თავი: შენ: მას: ალამე: უბრძანა: შენთვის: მტირალსა: ყოლა: არ: მიჩნდეს: სალა: მე:

1107. გაემართნეს: და: წავიდეს: დია: სპითა: და: ბარგითა: ტარიელ: ფრიდონ: ავთანდილ: თავითა: მეტად: კარგითა: კაცი: ოთხმოცი: ათასი: ჰყუა: ცხენებითა: ვარგითა: მივლენ: სამნივე: გულითა: ერთმანერთისა: მარგითა:

1108. სამ: თუე: ვლეს: ღმერთსა: მათებრი: სხუა: ნურა: ნუ: დაბადოსა: მოეგებნიან: მტერობა: ვერავინ: დაიქადოსა: მინდორსა: შიგან: სადილად: გარდაჴდეს: უდელადოსა: ვითა: მართებდათ: პურობდეს: ღვინოსა: სმიდეს: არ: დოსა:

ტარიელისაგან ინდოთა მეფისა სიკვდილის ცნობა:

1109. ქედსა: ზედა: გარდამოდგა: მეტად: დიდი: ქარავანი: კაცები: და: საჴედრები: ერთობ: იყო: შაოსანი: გარეშემო: მოეკუეცნეს: უკან: ამო: დალალანი: მეფე: ბრძანებს: მოასხითო: ჩვენ: დავჰყოვნოთ: აქა: ხანი:

1110. მოასხნეს: იგი: ვაჭარნი: და: მათი: უხუცესია: უბრძანეს: ვინ: ხართ: შავითა: რად: ტანნი: შეგიბლესია: მათ: მოაჴსენეს: სით: მოვალთ: იქ: ასრე: დანაწესია: ინდოეთს: ნისრით: მოსრულთა: გუივლია: გზა: უგრძესია:

1111. გაეხარნეს: მათ: ვაჭართა: ინდოეთით: მომავლობა: მაგრა: თავი: უმეცარ: ყუეს: არა: მისცეს: ყოლა: გრძნობა: უცხოურად: ეუბნების: მათ: ვერა: ცნეს: მათი: ცნობა: არ: ესმოდა: ინდოური: არაბულად: ყუეს: უბნობა:

1112. უბრძანეს: გვითხარ: ვაჭარნო: ამბავი: ინდოეთისა: მათ: ჰკადრეს: ზეცით: მოსრულა: ინდოეთს: რისხუა: ზენისა: დიდსა: და: წვრილსა: ყუელასა: ცრემლი: სდის: მსგავსი: წუეთისა: მუნ: შიგან: მყოფსა: ბრძენსაცა: ცნობა: აქვს: ვითა: შეთისა:

1113. თვით: მათვე: მათსა: ამბავსა: უამბობს: არის: წყლიანი: ფარსადან: მეფე: ჰინდოთა: იყო: ჴელმწიფე: სვიანი: მას: ესუა: ქალი: მნათობი: მზისაცა: უფრო: მზიანი: კბილ: მარგალიტი: ტან: ალვა: ღაწუ: ბალახშ: ყორან: თმიანი:

1114. მას: ქალსა: და: ამირბარსა: ერთმანერთი: შეუყუარდა: ამირბარმან: სიძე: მოკლა: ჴმა: მეფესა: დაუვარდა: იგი: ქალი: პატარაი: მამიდასა: გაეზარდა: ბუქთა: მისგან: მონაქროლთა: ჰინდოეთი: გარდაქარდა:

აქა ტარიელ დიდვაჭართა ინდუსტნის ამბავსა ჰკითხავს:

1115. მამიდაი: ქაჯი: იყო: გრძნეულობა: იცის: კარგა: მით: შემართა: საშინელი: მზე: ჴმელეთსა: დაუკარგა: თვითცა: მოკუდა: უბედური: მართ: საცოცხლოდ: არად: ვარგა: იგი: ქალი: დაიკარგა: ალვა: მორჩი: სხუაგან: დარგა:

1116. ცნა: ამირბარმან: წავიდა: ლომი: მის: მზისა: მძებნელად: იგიცა: წაჴდა: ჰინდოეთს: გაჴდა: მთუარე: და: მზე: ბნელად: ორნივე: წაჴდეს: პოვნაღა: მათი: არს: აწ: საგებნელად: მეფემან: ბრძანა: ჰე: ღ~თო: რად: ცეცხლსა: მომიდებ: ნელად:

1117. მეფე: გაშმაგდა: მათისა: უღონო: ქმნილი: ძებნისა: ვად: შეიცვალა: ინდოეთს: ჴმა: წინწილისა: ებნისა: ცოტასა: ხანსა: გავესძლო: დება: საჴმილთა: გზნებისა: აწ: თვითცა: მოკუდა: შეექნა: ბოლო: სრისა: და: ტკებნისა:

1118. რა: ვაჭარმან: ესე: სიტყუა: თქუა: საქმენი: გააკვლადნა: ქალმან: დიდნი: დაიკივლნა: ფიცხლა: თავსა: მოიჴადნა: ტარიელცა: დაიძახნა: დაფარულნი: გააცხადნა: ნარგისთაგან: ნაწუიმარი: ღუარი: ადგა: თოვლი: გადნა:

1119. მომკალ: ქალსა: თავ: მოჴდილსა: თუ: მზე: ვითა: ეურჩოსა: სული: ვარდსა: დავამსგავსე: თავშიშველი: ყაყაჩოსა: თვით: ბრძენიცა: მაქებარი: მისი: იჴმობს: ვირე: ბჩოსა: გავს: თუ: ტყუბი: მარგალიტი: ზის: ბროლისა: ჴარჴანჩოსა:

1120. ქალი: საბრალოდ: მამასა: ტირს: ბულბულისა: მსგავსია: თმა: გაიგლიჯა: გაყარა: ღაწვი: ცრემლითა: ავსია: ვარდი: შექნილა: ზაფრანად: ლალი: მართ: ვითა: მხავსია: მზესა: ღრუბელი: ეფარვის: ამად: ნათელი: დავსია:

1121. იხოჭს: და: იგლეჯს: ზახილით: ტირს: სიტყუა: ჴაფი: უარე: მოვჴეო: შენთვის: მამაო: შვილი: ყოველთა: უარე: სისხლი: და: წყალი: თუალთაგან: სდის: ღაწვნი: ჩამოუარე: ვერცა: გმსახურე: ასულმან: ვერცა: რა: შეგაგუარე:

1122. ჩემთუის: ბნელ: ქმნილო: მამაო: ნათელო: თუალთა: ჩემთაო: ჩემთა: რა: გაცნევს: ამბავსა: გულისა: მონაცემთაო: მზეო: რადღა: გაქვს: სინათლე: რადღა: ანათობ: თემთაო: რად: არ: დაიქეც: ქუეყანა: რადღა: მართიხარ: ზე: მთაო:

1123. ტარიელ: მოსთქუამს: გამზრდელო: ჰაი: ჰაი: რა: საქმე: მსმენია: მიკუირს: თუ: მზე: რადღა: ჰნათობს: რად: არა: დაუჩენია: მზე: მოჰკუე: ყოვლთა: სულდგმულთა: სოფელი: აღარ: შენია: ღ~თსა: მიმადლე: შემინდევ: რაცა: შენ: ჩემგან: გწყენია: