... (A-363), XVII ს.

1007. ტარიელ: ფრიდონს: უბრძანა: დღე: ერთ: სიტყუები: გულისა: არს: გული: თქუენი: საჩემო: უფროსი: ძმისა: სრულისა: არ: გემუქფების: სიცოცხლე: არცა: მოცემა: სულისა: მე: თქუენგან: ვჰპოვე: მოკუდავმან: ჩემი: წამალი: წყლულისა:

1008. ავთანდილისგან: შენც: იცი: ჩემთვის: თავისა: დადება: აწ: მე: მაქუს: ნაცულად: მისისა: მოჴმარებისა: წადება: შენ: მიდი: ჰკითხე: რა: უნდა: მან: ქნას: ამისი: ცხადება: ვითა: დამივსო: საჴუმილი: ეგრე: მისიცა: კმა: დება:

1009. უთხრა: ძმაო: რა: გარდიხდის: შენგან: ჩემსა: ჭირნახულსა: ღ~თი: მოგცემს: წყალობასა: მისგან: ზეცით: შესახულსა: თუ: ვერა: ვიქ: საწადელსა: შენსა: შენთვის: გაზრახულსა: არა: ვნახავ: სახლსა: ჩემსა: არ: დარბაზსა: არცა: ხულსა:

1010. აწ: მითხარ: ჩემგან: რა: გინდა: ანუ: რით: მოგეჴმარები: ვარჩევ: წავიდეთ: არაბეთს: იყავ: ჩემიცა: მარები: ტკბილი: სიტყუითა: გავმართოთ: და: ჴრმლითა: საომარები: თუ: შენ: შენს: ცოლსა: არ: შეგრთავ: მე: ჩემსა: არ: ვექმარები:

1011. რა: ფრიდონ: უთხრა: ავთანდილს: ტარიას: მოციქულობა: მას: გაეცინნეს: გაღიმდა: შუენოდა: მხიარულობა: თქუა: თუ: მეშველი: რად: მინდა: მჭირს: არავისგან: წყლულობა: ჩემი: მზე: არცა: ქაჯთა: ჰყავს: არცა: სჭირს: ლხინ: ნაკლულობა:

1012. რა: მოვა: ჩემთვის: განგება: ზეცით: მოსრულნი: ზენანი: ღ~თი: იწადებს: მომივლენ: გულის: საჴმილთა: ლხენანი: მაშინღა: მომხუდეს: მოკუდავსა: მზისა: ელვათა: ფენანი: უმისჟამისოდ: ცუდია: ჩემგან: მიდამო: რბენანი:

1013. წადი: და: ჰკადრე: ტარიელს: პასუხი: ჩემგან: თხრობილი: მადლი: რად: უნდა: მეფეო: ხარ: რაზომცა: ლმობილი: ღ~თნ: მუნამდის: მიწა: მყოს: ვირ: მეფე: იყო: ცნობილი: ვარ: მუცლითგანვე: დედისა: თქუენად: სამონოდ: შობილი:

1014. ებრძანა: ნახვა: მწადიან: საყუარელისა: შენისა: ეგეა: მსგავსი: გულისა: ლმობიერისა: თქუენისა: მუნა: მე: ჴრმალი: არ: მიკუეთს: არცა: სივრცელე: ენისა: მიჯობს: მოლოდნა: საქმისა: მისვე: ზენისა:

1015. ესეა: ჩემი: საწადი: და: ჩემი: მოსანდომარე: ინდოეთს: გნახო: მორჭმული: საჯდომთა: ზედა: მჯდომარე: გუერდსავე: გიჯდეს: მნათობი: პირი: ელვათა: მკრთომარე: მებრძოლნი: თქუენნი: მოგესრნენ: არვინ: ჩნდეს: მუნ: მეომარე:

1016. რა: ფრიდონ: ჰკადრა: ტარიელს: ესე: სიტყუანი: ყმისანი: უბრძანა: მაგას: არა: ვიქ: ამას: არ: უნდა: მისანი: ვითა: მან: პოვნა: მიზეზი: ჩემისა: სულთა: დგმისანი: ეგრევე: მანცა: სამისოდ: ნახნეს: ძალ: გულნი: ძმისანი:

1017. მიდი: უთხარ: ჩემაგიერ: სიტყუა: ჩემგან: არ: ნათნები: მე: შენისა: გამზრდელისა: უნახავი: არ: დავდგები: ვეჭუ: მრავალი: დამეჴოცნოს: მონა: მისგან: საყუარლები: ვითხოვ: ხოლე: შენდობასა: ეგეთივე: მოვბრუნდები

1018. ესე: უთხარ: ამის: მეტსა: მოციქულობ: ნურას: ნუო: ხუალე: წასლუა: არ: დავშალო: არცა: საქმე: გავათუო: მე: არ: მიზამს: არაბთ: მეფე: რომე: სიტყუა: გავაცრუ: ამოდ: ვსთხოვო: ქალი: მისი: შევეხვეწო: შევაგუო:

1019. ავთანდილ: მივა: მუჴლ: მოყრით: ტარიას: შესახუეწელად: ფერჴთა: ეხუევის: აკოცებს: აღარ: შეხედავს: ზე: წელად: ეტყუის: კმა: რაცა: შევსცოდე: როსტანს: წლეულად: მე: წელად: კულა: ნუ: მიქ: ერდგულობისა: გამტეხლად: დაცამლეწელად:

1020. უამბო: ფრიდონ: ავთანდილს: ტარიას: მოციქულობა: არ: დადგებისო: ცუდია: შენგან: ცდისაღა: თქმულობა: მას: დაუმძიმდა: მოედვა: გულსა: ცეცხლისა: ალობა: ასრე: ჴამს: რიდი: მეფეთა: და: პატრონისა: კრძალობა:

1021. რასაცა: ლამი: არ: მოგცემს: მას: ღმრთისა: სამართალია: გამზრდელსა: ჩემსა: ვით: ვჰკადრო: მე: საქმე: სამუხთალია: მე: მისთვის: ჴელი: ვით: გავსძრა: ვინ: ჩემთვის: ფერ: ნამკრთალია: ვით: მოიჴმაროს: მონამან: პატრონსა: ზედა: ჴრმალია:

1022. ეგე: საქმე: მე: და: ჩემსა: საყუარელსა: შეგუამდურვებს: ვაი: თუ: გაწყრეს: გაგულისდეს: კუშტი: გულსა: შეაურვებს: ამბავსაცა: დამიძვირებს: ჭვრეტისათვის: მომასურვებს: შენდობასა: ჴორციელი: კაცი: ვერა: დამიურვებს:

1023. ტარიელ: უთხრა: სიცილით: მან: მზემან: შუქ: ნაფენამან: ჴელი: მოჰკიდა: ავთანდილს: ამართა: ააყენა: მან: მიყოვო: კარგი: ყუელაი: მომართებამან: შენამან: მაგრა: სჯობს: შენცა: გალხინოს: ჩემმან: შენითა: ლხენამან:

1024. დია: მძულს: მეტი: მოყურისა: შიში: კრძალვა: და: რიდობა: მძულს: გაუწყვედლად: კუშტობა: და: სულ: მძიმობა: დიდობა: თუ: მოყუარეა: გულისა: ქნას: ჩემკენ: მონაზიდობა: თვარე: მე: ჩემდა: იგ: მისდა: დია: სჯობს: კიდის: კიდობა:

1025. მე: ვიცი: გული: საშენოდ: საყუარელისა: შენისა: არ: ეწყინების: სტუმრობა: შენისა: მე: შემყრელისა: რადმცა: რა: ვჰკადრე: მეფესა: თხრობა: რასაცა: ჭრელისა: ოდენ: ნახვისა: მათისა: ნატრა: მაქვს: სანატრელისა:

1026. ამას: ოდენ: მოვახსენებ: მუდარით: და: შეპოვნებით: რომე: მოგცეს: ქალი: მისი: მან: მისითა: მოგონებით: რადგან: ბოლო: შეყრავეა: სიშორესა: ვით: ეთნებით: დააშუენეთ: ერთმანერთი: თავის: თავის: ნუ: დასჭკნებით: