... (A-363), XVII ს.

1143. დაიკარგენით: წახუედით: თქუენ: წელნი: მეათენია: გაჴდეს: მფრინველნი: უმეფოდ: არწივსა: მოსტყდეს: ფრთანია: ამად: შევმართენ: საქმენი: ჩემნი: საკამათენია: ადრე: გამიტყდა: სოფელი: მართ: ვითა: კაბა: თენია:

1144. შინა: წავიდეს: გარდაჴდეს: ეს: თურე: არ: ლაყაბია რამაზ: ჰყავს: ორთა: დედათა: ყელსა: მანდილი: აბია: შეშინებული: საბრალოდ: დუღდა: მართ: ვითა: ქუაბია: შეგცოდე: მომკალ: მართ: ვითა: რამცა: ვინ: მიასაბია:

1145. ვიაჯი: მომკალ: მე: ხოლე: ყუელაი: ჩემი: ბრალია: მერმე: ვაზირი: ხუთასი: მყავს: აქათ: წაუვალია: თავები: დასჭერ: ადინე: სისხლი: მართ: ვითა: წყალია: სპა: უბრალოა: ნუ: დაჰჴოც: ამად: ვტირ: გულ: მჴურვალია:

1146. ყოვლთა: მისცეს: ზენაარი: მიუყარნეს: მუჴლნი: წინა: ნუ: დაგვხოცო: მისსა: ძალსა: ვინცა: აქა: მოგაწინა: ტარიელ: დგას: დაყმუნვებით: რამაზ: წინა: მოეფინა: ღ~თი: ალხენს: შეხვეწილსა: არ: შეუნდობს: კაცი: ვინა:

1147. კაცი: ცრემლითა: შეინდობს: თუ: ცოდვა: მისთანაც: არსა: ვით: ნინეველი: ისხემდეს: თავსა: მტვერსა: და: ნაცარსა: ამით: დაესჴნეს: რისხვასა: ზეცით: მოსრულსა: ნაცარსა: წაღმავე: წაგრეხს: სოფელი: კულა: მისგან: უკუ: ნაცარსა:

1148. ბრძენმან: ვინმე: მოსწავლემან: საკითხავი: ესე: ჰპოვნე: ესეაო: მამაცისა: მეტის: მეტი: სიგულოვნე: ოდეს: მტერსა: მოერიო: ნუღარ: მოჰკლავ: დაიყოვნე: გინდეს: სრული: მამაცობა: ესე: სიტყუა: დაიჴსოვნე:

1149. ტარიელ: მოტკბა: ღმრთისავე: მსგავსად: იგ: წარმართულია: აღარ: დაგჴოცო: უბრძანა: ძლეული: შიშმან: თუ: ლია წაღმავე: წაგრეხს: საქმესა: რაცა: უკუღმა: სთულია: ნაქმარი: მრუდი: ყუელაი: აწ: ჩემგან: გამართულია:

1150. თაყუანი: სცეს: და: დალოცეს: ყოველთა: ჴმა: ერთად: იერეს: ღ~თსა: შევედრეს: ზახილით: ჴმა: მათი: გააძლიერეს: თავები: დაჴსნეს: სიკუდილსა: სიცოცხლე: ამის: მიერეს: ტარიას: ჴრმალნი: ვერ: დაძღეს: ჯერთ: ჴორცი: მოიმშიერეს:

1151. ტარიას: ჭურეტად: მოსრული: მუშთარი: ახლოს: მჭურეტია: რისხვისა: ცეცხლი: ტარიელს: სიტკბოთა: დაუშრეტია: მოვიდეს: ნახეს: რამაზის: ლაშქარი: ძლივღა: ეტია: ინდოეთს: ზეცით: სინათლე: ჩადგა: მართ: ვითა: სუეტია:

1152. ერთი: კაცი: მათ: ლაშქართა: მახარობლად: მიუვიდა: არ: დაგჴოცსო: შეგიწყალნა: ყუელაკაი: დალოცვიდა: ბუკსა: ჰკრეს: და: იხარებდეს: ყველა: ამას: მოზრახვიდა: მოვიდა: იგი: მოყმე: რომე: ერთი: ბევრსა: სრვიდა:

1153. მოეგებნიან: ტარიელს: შორი: შორ: უსალამიან: ვერ: გამოენდნენ: გარეთით: თქუეს: თუ: ღალატსა: სწადიან: შიგანთთა: დროშა: ინდოთა: მათ: იცნეს: აალამიან: არ: მოელოდეს: ტარიელს: მით: ცრემლი: დაალამიან:

1154. ტარიელ: მიდგა: უყივლა: მე: მოველ: მეფე: თქუენიო: თანა: მყავს: ჩემი: მნათობი: პირი: ელვათა: მფენიო: ჩუენ: მოგვცა: მაღლით: მაღალმან: წყალობა: მისი: ზენიო: გამოდით: თქუენი: სიშორე: არს: ჩემგან: მოუთმენიო:

1155. მაშინღა: იცნეს: ტარიელ: მათგან: მი: და: მო: სრბანია: სრულად: მჭურეტლითა: აივსო: ზღუდე: და: ბანის: ბანია: ჴმა: მაღლად: ჴმობდეს: იზახდეს: მოგვშორდეს: სალმობანია: აქამდის: რისხუა: მაღალმან: აწ: მოგუცა: წყალობანია:

1156. კარნი: გაახუნეს: გამოჩნდეს: მოიხუნეს: მათ: კლიტენია: ერთობ: ფლასითა: მოსილნი: მათ: მზეთა: ზედ: მჭურეტენია: ტირან: ორნივე: ქალ: ყმანი: ვარდისა: ბაღსა: ტენია: ზახილით: თავსა: იგლეჯენ: ყორნის: თმა: ბროლსა: ტენია:

1157. ვითა: გამზრდელსა: მართებდა: გაზრდილი: ეგრეც: ხელია: რომე: სდის: ცრემლი: თუალთაგან: კულა: ცეცხლთაგან: უფრო: ცხელია: გიშრისა: ტევრსა: მოფოცხდა: ბროლისა: საფოცხელია: თავსა: იგლეჯს: და: იზახის: ტირს: მეტად: გულ: ფიცხელია:

1158. რა: ნახნა: ხასნი: ვაზირნი: ფლასითა: დამოსილნია: კულა: დაიზახნა: ტარიელ: უფროსნი: ნაკივარნია: სისხლი: და: ცრემლი: თუალთაგან: სდის: და: მიწყობით: მილნია: მოვიდეს: ყელსა: მოეჭვდნეს: ვითა: ძმანი: და: შვილნია:

1159. დიდებულნი: მოეხუივნეს: მოუზრუნვეს: მათ: ცოლ: ქმართა: ქალი: დაბნდა: მამისათვის: ტირილიცა: ვერ: შემართა: ვარდსა: შტონი: შთმოსცვივდეს: ზე: ვერავინ: წამომართა: მუნით: კაცთა: ვერ: ვხედვიდი: გაცინებით: მოღიმართა:

1160. დედოფალი: გამოჭრილი: მოვიდოდა: მათად: ნახვად: უბრძანებდა: რად: ვინ: სტირთო: ესე: ჰქონდა: წყრომა: ზრახვად: ღმერთმან: რისხვა: მოაქცია: წყალობისა: გამოსახვად: გვმართებს: რომე: მადლი: მივსცეთ: აღარ: გვმართებს: გლოვა: ახვად:

1161. ტარიელ: ზედა: მოიჭდვნა: მხურვალთა: ცრემლთა: მდენელმან: იტყუის: თუ: ცეცხლი: დამევსო: ცხელი: აწ: დამწუა: მე: ნელმან: დადუმდი: სული: დაიღე: ჩემგან: ამისმან: მსმენელმან: თქუენი: სიცოცხლე: მალხინა: ღ~თნ: ობოლთა: მლხენელმან:

1162. ქალმან: დედასა: შესტირნა: ჰაი: ჰაი: რაღა: ვქნა: დედაო: შესამოსლითა: დაგაგდე: აწ: შაოსანსა: გხედაო: მამამან: ტახტი: დასცალა: არა: ზის: მასღა: ზედაო: დედამან: ცრემლნი: მოჰჴოცნა: ეტყუის: დადუმდი: ბედაო: