... (A-363), XVII ს.

1182. ტარიელ: რამაზ: მეფესა: უბოძა: საბოძვარია: უბრძანა: ხარკსა: მოგვცემდი: მართ: ვითა: შენი: გვარია: მან: თაყუანისცა: პირისა: ქუე: მდაბლად: დამდებარია: წავიდა: მისი: მლოცველი: არ: ომთა: მომკუეხარია:

1183. ინდოთ: მეფე: უბრძანებდა: ასმათს: მისსა: შეკდომილსა: რაცა: შენ: ჰქენ: არ: უქნია: არ: გამზრდელსა: არცა: ზრდილსა: აწ: ინდოეთს: სამეფოსა: მეშვიდესა: ერთსა: წილსა: ზედა: დაგსვამ: შენი: იყოს: გვმსახურებდი: ტკბილი: ტკბილსა:

1184. ვინცა: გწადდეს: ქმრად: შეირთე: სამეფოსა: ეპატრონე: შენიდაღმე: გვმსახურებდი: თავი: შენი: დაგვამონე: ასმათ: ფერჴნი: მოუკოცნა: შენგან: არის: ჩემი: ღონე: მონობისა: უკეთესი: რამც: ვიშოვნე: რამც: ვიქონე:

1185. ერთგან: სამთავე: ძმობილთა: დაყუნეს: ცოტანი: დღენია: თამაშობდიან: უსახო: მოუდიოდეს: ძღვენია: რა: მარგალიტი: ღარიბი: რა: უკეთესი: ცხენია: მაგრა: ავთანდილს: სურვილმან: დაღრეჯა: დააჩენია:

1186. ტარიელ: ცნა: ამა: ყმასა: ცოლისათუის: მოესურვა: უბრძანებდა: გული: შენი: გაღანამცა: მომემდურვა: აწ: ვაგლახ: მე: ჭირი: შენი: გონებამან: შვიდი: თუ: რვა: მოგშორდები: საწუთრომან: ლხინი: ასრე: დამიშურვა:

1187. კულა: ფრიდონცა: დაეთხოვა: წავიდეო: სახლსა: ჩემსა: ზედა: ზედა: დავსტკეპნიდე: დარბაზსა: და: ამა: თემსა: სამსახურსა: მიბრძანებდი: უხუცესი: ვითა: მრწემსა: შენთვის: ასრე: მომსურდების: წყაროსათვის: ვით: ირემსა:

1188. მასცა: უბოძა: ფარმანი: წა: სახლი: მოიარეო: მე: ნუ: გამწირავ: მიახლე: ადრე: მობრუნდი: გარეო: ავთანდილს: უთხრა: უშენოდ: რამცა: ვინ: გავიხარეო: რადგან: ისწრაფი: ნუ: გაგვა: მიგელის: ლომსა: მთუარეო:

1189. როსტანისთვის: წაატანა: ძღუნად: ტურფები: ჯუბაჩები: კულა: ჭურჭელი: თლილთა: თვალთა: არ: კოვზები: არ: ჩამჩები: ჩემაგიერ: მიუტანე: წადი: ნურას: მეურჩები: ავთანდილ: თქუა: არა: ვიცი: მე: უშენოდ: ვით: დავრჩები:

1190. ქალსა: ქალმან: გაუგზავნა: ყაბაჩა: და: ერთი: რიდე: რომე: ჩაცმა: დაბურვასა: ვინ: ღირს: იყო: მათგან: კიდე: ერთი: თვალი: წამღებელსა: ესე: ვერ: თქუას: ცუდად: ვზიდე ღამე: მზეებრ: გაანათლის: ჩნდის: სადაცა: შეხედვიდე:

1191. ავთანდილ: შეჯდა: წავიდა: ტარიას: გაესალამა: იგი: ორნივე: გაყრისა: დაწვნა: ცეცხლისა: ალამა: სრულად: ინდონი: მისტირან: ცრემლმან: მინდორი: დალამა: ავთანდილ: იტყუის: მამკლაო: სოფლისა: მე: სამსალამა:

1192. ერთგან: ფრიდონ: და: ავთანდილ: იარნეს: დღენი: მცირენი: გზამან: გაჰყარნა: წავიდეს: თავის: თავს: ანატირენი: კარგად: მოუჴდეს: მათ: მათნი: საქმენი: დანაპირენი: ავთანდილ: მიხვდა: არაბეთს: არ: ნახნა: ცუდნი: ჭირენი:

1193. გამოეგებნეს: არაბნი: სამეფო: დააშვენა: მან: ნახა: მზე: მისი: მირიდა: მისთა: სურვილთა: წონამან: მის: თანა: ტახტსა: დაუჯდა: ილხინა: მჭვრეტთა: ლხენამან: გააჴელმწიფა: გვირგვინი: ზეცით: მოსრული: ზენამან:

1194. მათ: სამთავე: ჴელმწიფეთა: ერთმანერთი: არა: სძულდეს: ერთმანერთსა: ნახვიდიან: საწადელნი: გაუსრულდეს: ბრძანებისა: შემცილენი: მათთა: ჴრმალთა: დავეწყლულდეს: მოიმატეს: სამეფონი: გაჴელმწიფდეს: გამორჭმულდეს:

1195. ფრიდონცა: ესვა: მოყუარედ: მათ: წინა: მიიყუანიან: ერთმანერთისა: ძალითა: მებრძოლნი: იმაჯანიან: მათთა: ურჩთა: და: შემკადრთა: მიწანი: იაკვანიან: ორგულთა: მკლავნი: შეიძრნეს: ერთგულნი: აგულვანიან:

1196. ყოვლთა: სწორად: წყალობასა: ვითა: თოვლსა: მოათოვდეს: ობოლ: ქურივნი: დაამდიდრნეს: და: გლახაკნი: არ: ითხოვდეს: ავის: მქმნელნი: დააშინნეს: კრავნი: ცხვართა: ვერა: სწოვდეს: შიგა: მათთა: საბრძანისთა: თხა: და: მგელი: ერთად: სძოვდეს:

ხვარაზმთა მეფისაგან ტარიელის ავადყოფის ცნობა და შიგა ჩამოდგომა:

1197. საწუთროო: უხანაო: სიმუხთლისა: სენი: სჭირსა: უწინ: ცათა: გაყუანილსა: ჩააგდებვე: დიდსა: ჭირსა: გააყუითლებ: ქარვის: ფერად: ლალსა: პირველ: განაჭუირსა: ყოვლი: სოფლის: მინდობილი: ნიადაგმცა: ასრე: სტირსა:

1198. ესე: ამბავი: ნარჩომი: მათ: ლომთა: მორჭმით: მგონეთა: გალექსვა: აკლდა: ხვარაზმთა: მეტად: ვერ: მოვიგონეთა: ძნელია: პოვნა: გული: ჰკართა: დავვარდი: დავეღონეთა: კულავე: ვთქუა: ლექსი: გავმერთე: მოსმენით: გაიგონეთა:

1199. აწ: გონიერნო: სიტყვანი: თქუენ: ჩემნი: შეიწყნარენით: ძველნი: ნარჩმნი: ამბავნი: ლექსად: ვთქუი: გაიხარენით: სარგის: დაურჩა: უთქმელად: მას: ესე: დავაბარენით: ლექსნი: მიქენით: ამისთვის: ენანი: მომაჴმარენით:

1200. მორჭმულია: ინდოთ: მეფე: მასზედ: მტერნი: არ: აბუქნა: მით: მტერთა: დაადნობდა: მოყუარულთა: დაუშუქნა: აწ: გაიღეთ: მეიდანსა: ბარგი: მძიმე: არ: სუბუქნა: კარავნი: და: კულა: ოთაღნი: ხატაურნი: ვინმცა: უქნა: