... (A-363), XVII ს.

1. ყოვლთა: ჰკადრეს: თუცა: ყოფა: ჩუენ: უმისოდ: გვეარმისცა: უშენოსა: საჯდომი: და: ტახტი: მისი: ვისმცა: მისცა: განაღამცა: გმორჩილობდით: თუ: გვიბრძანო: რაცა: ვისცა: იგი: მონა: აპატრონეს: ყუელაკამან: თაყუანისსცა:

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასლვა:

2. ამ: საქმესა: მემოწმების: დიონოსი: ბრძენი: ეზროს: საბრალოა: ოდეს: ვარდი: დაეთრთვილოს: დაცაეზროს: ვის: ბადახში: არა: ჰგვანდეს: და: ლერწამი: ტანად: ეზროს: იგი: სადმე: გაღარიბდეს: სამყოფთაგან: იაბეზროს:

3. მივიდოდა: მიუბნობდა: პირსა: მზესა: ანათებდა: თინათინის: გონება: ჰკლავს: სხვათა: შუქსა: დაივსებდა: [......]: ტირს: და: ღმერთსა: მადლობს: შემხედველთა: ადუღებდა: იტყვის: ნახეთ: ეს: სოფელი: ბედსა: მისსა: უჩვენებდა

4. ავთანდილ: იგი: მინდორი: ოთხ: ახმით: გარდაიარა: დააგდო: მზღვარი: არაბთა: სხუათ: მზღვართა: არე: იარა: მაგრა: მის: მზისა: გაყრამან: სიცოცხლე: გაუზიარა: თქუა: თუ: მე: მასმცა: ვიახლე: აწ: ცხელსა: ცრემლსა: ვღური: არა:

5. ახალმან: ფიფქმან: დათოვა: ვარდი: დათრთვილა: დანასა: მოუნდის: გულსა: დაცემა: ზოგჯერ: მიმართის: დანასა: თქუის: ჭირი: ჩემი: სოფელმან: ოთხმოცდაათი: ანასა: მოვშორდი: ლხინსა: ყუელასა: ჩანგსა: ბარბითსა: და: ნასა:

6. მოეგონის: მისი: მკვლელი: შეეყარის: ჴორცთა: თრთოლა: დახუდის: მხეცი: ფიცხლად: მოკლის: არ: შეზარდის: მათგან: ყოლა: შენგან: კიდე: მზეო: ჩემი: შეუძლია: ვისმცა: ბრძოლა: მოვძულდი: და: გამომაგდე: ოჴრად: დამრჩეს: სპათა: ყოლა: გამოგდე: ასე: წერია:

7. საყვარელი: მოეგონის: გაუახლდის: ცეცხლი: ალთა: ჰე: სოფელო: შეგებრალდე: ნუ: სჯი: ბედსა: შესაწყალთა: შემოქმედო: მიმაბრუნვე: რომელი: სცნობ: იდუმალთა: ესე: თქუა: და: სისხლის: ცრემლი: გამოსეტყუა: მელნის: თვალთა:

8. ვარდი: აწ: მისი: გაყრილი: უფრო: და: უფრო: ჭკნებოდა: გულსა: უთხრის: თუ: დასთმეო: ამად: არ: დია: ბნდებოდა: უცხო: უცხოთა: ადგილთა: საძებრად: იარებოდა: მგზავრთა: ჰკითხევდის: ამბავთა: მათ: თანა: ემოყურებოდა:

9. იგი: პირად: მსგავსი: მზისა: სრულად: მოვლის: ზედა: ჴმელთა: ქუეყანათა: უნახავთა: ოჴერთა: და: კაცრიელთა: არ: დააგდებს: უნახავად: წყალთა: კლდეთა: ტყეთა: ველთა: მაღრიბს: ჰკითხავს: მაშრიყელთა: ჰრომს: ჩინელთა: მაჩინელთა:

10. მუნ: ეძებს: ცრემლით: მტირალი: ზდის: ზღვათა: შესართავისად: უჩნდის: ქუეყანა: ტახტად: და: მკლავი: სადებლად: თავისად: თქუის: საყუარელო: მოგშორდი: გული: შენ: დაგრჩა: ავისად: შენთვის: სიკვდილი: მეყოფის: ლხინად: ჩემისა: თავისად:

11. ყოვლი: პირი: ქუეყანისა: მოვლო: სრულად: მოიარა: ასრე: რომე: ცასა: ქუეშე: არ: დაურჩა: არ: იარა: მაგრა: იგი: მის: ამბისა: მსმენელსაცა: ვერ: მიმხუდარა: ამაშიგან: წელიწადი: სამი: სამ: თვედ: მიიყარა:

12. მიხუდა: რასმე: ქუეყანასა: უგემურსა: მეტად: მქისსა: თვე: ერთ: კაცსა: ვერა: ნახავს: ვერას: შვილსა: ადამისსა: იგი: ჭირი: არ: უნახავს: არ: რამინს: და: არცა: ვისსა: დღე: და: ღამე: იგონებდა: საყუარელსა: მასვე: მისსა:

13. მას: მიხუდა: წევრი: სადგურად: მაღლისა: მთისა: დიდისა: გამოჩნდა: მუნით: მინდორი: სავალი: დღისა: შვიდისა: მის: მთისა: ძირსა: წყალი: დის: არად: სანდომი: ჴიდისა: ორგნითვე: ტყესა: შეეკრა: ნაპირი: წყლისა: კიდისა:

14. ზედ: წაადგა: შეექცევის: დროთა: დღეთა: ანგარიშობს: თვენი: ესხნეს: ორანიღაა: ამად: სულთქუამს: არა: იშობს: ვაი: თუ: საქმე: გამიმჟღავნდეს: კულა: ამისთვის: გულმოშიშობს: ავსა: კარგად: ვერვინ: შესცვლის: თავსა: ახლად: ვერვინ: იშობს:

15. საგონებელი: შეექნა: დადგა: საქმისა: მრჩეველად: თქუა: თუ: დავბრუნდე: ეზომი: ხანი: რად: დავყავ: მე: ველად: ჩემსა: რა: ვჰკადრო: მნათობსა: ვიყავ: რად: დღეთა: მლეველად: მისი: ვერა: ვცნა: ჭორადცა: ვარ: ვისთა: გზათა: მკულეველად:

16. თუ: არ: დავბრუნდე: საძებრად: დავჰყუნე: სხუანიცა: ხანანი: რომელსა: ვეძებ: ვერა: ვსცნე: ამბავნი: მე: მისთანანი: დრო: გარდაუწყდეს: შერმადინს: მიხუდეს: ღაწვისა: ბანანი: მივიდეს: ჰკადროს: მეფესა: საქმენი: დასაგვანანი:

17. უამბოს: ჩემი: სიკუდილი: თვით: ჩემგან: დავედრებული: მათ: შექმნან: გლოვა: ტირილი: ქნან: საქმე: გამწარებული: მერმე: მივიდე: ცოცოხალი: მე: სხუაგან: სადმე: რებული: ამას: იგონებს: ტირილით: გონება: შეიწრებული:

18. იტყუის: ღ~თო: სამართალნი: შენნი: ჩემთვის: რად: ამრუდენ: მე: ეზომი: სიარულნი: კიდე: რად: გლახ: გამიცუდენ: გულით: ჩემით: სიხარულნი: აღფხურენ: ჭირნი: დააბუდენ: დღეთა: ჩემთა: ცრემლნი: ჩემნი: ვერათოდეს: დავიყუდენ:

19. კულაცა: იტყუის: დათმობა: სჯობს: და: თავსავე: ეუბნების: დღეთა: მეტად: ნუ: მოჰკუდები: გული: ჩემი: ნუ: დადნების: უღთოდ: ვერას: ვერ: მოვაწევ: ცრემლი: ცუდად: მედინების: განგებასა: ვერვინ: შესცულის: არ: საქნელი: არ: იქნების: