... (A-363), XVII ს.

1066. ტარიელ: ფრიდონ: გაგზავნა: მის: ყმისა: მოსაყვანელად: შესთუალა: მოდი: გიბრძანებს: იგი: შენ: ვისად: სჩანს: ელად: ჭირნი: გარდაჴდეს: მოგაკლდა: ცრემლი: ღაწვისა: მბანელად: ნუღარ: ეშიშუი: საჴუმილსა: შენი: დამწველია: ნელად:

1067. ფრიდონ: შეჯდა: გაღანაცა: მხიარული: გაექანა: ესდენ: დიდი: სიხარული: გაეხარნენ: მასგან: განა წავიდა: და: წამოუძღუა: მოიყუანა: მოჰყუა: თანა: მაგრა: ირცხვის: მეფისაგან: შუქი: ბნელად: მოევანა:

1068. მეფე: ადგა: მოეგება: ყმა: გარდაჴდა: რა: მივიდა: ხელთა: ჰქონდა: ჴელ: მანდილი: პირსა: მითა: იფარვიდა: მზე: ღრუბელსა: მოჰფარვოდა: ქუშდებოდა: ვარდსა: ზრვიდა: მაგრა: მისსა: შვენებასა: რამცა: ვითა: დაფარვიდა:

1069. მეფე: კოცნასა: ლამობდა: აღარა: ცრემლნი: სდენიან: ავთანდილ: ფეჴთა: ეხუევის: შუქნი: ქუე: დაუფენიან: უბრძანა: ადეგ: ნუ: ირცხვი: შენ: ზნენი: გამოგჩენიან: რადგან: მერჩიო: ნუ: მერცხვი: ადეგ: რასაღა: გრცხვენიან:

1070. მოეხვია: გარდაჰკოცნა: მან: პირისა: არემარე: დამივსეო: ცეცხლი: ცხელი: მაგრა: წყალი: არე: მარე: ვინ: გიშერი: დააჯოგა: და: წამწმისა: არემა: რე: გუალე: შეგყრი: ლომო: მზესა: თავი: მისკენ: არე: მარე:

1071. მეფე: ყელსა: ეხუეოდა: მას: ლომსა: და: ვითა: გმირსა: ახლოს: უზის: ეუბნების: აკოცებს: და: უჭვრეტს: პირსა: იგი: მზე: და: ჴელმწიფობა: ასრე: მიხუდა: ვითა: ღირსა: მაშინ: ლხინი: ამო: არის: რა: გარდიჴდის: კაცი: ჭირსა:

1072. ყმა: მეფესა: მოახსენებს: მიკუირს: სხუასა: რადღა: ბრძანებ: რად: არ: გინდა: ნახუა: მზისა: ანუ: რადღა: აგვიანებ: მიეგებვი: მხიარული: სახლსა: თქუენსა: მოიყუანებ: შემოიმოს: შუქთა: მისთა: ნათლად: გარე: მოივანებ:

1073. ტარიელსცა: მოახსენა: შესხდეს: ქალსა: მიეგებნეს: მათ: სამთავე: გოლიათთა: მზისა: ფერად: ღაწუნი: ღებნეს: მიხუდეს: მათსა: საწადელსა: იგი: პოვეს: რაცა: ძებნეს: ჴელი: ჰჴადეს: ჴმალთა: მათთა: არა: ცუდად: წელთა: ებნეს:

1074. მეფემან: ქალს: უსალამა: მან: შორით: გარდაჴდომილმან: დაუყუნა: თუალნი: ელვამან: მზისა: შუქთაგან: კრთომილმან: გამოეგება: აკოცა: კუბოსა: შიგან: მჯდომილმან: დაუწყო: ქება: მეფემან: მართ: ვერას: ვერ: მიჴდომილმან:

1075. ეტყუის: მზეო: ვითა: გაქო: ნათელო: და: დარიანო: შენთუის: ხელნი: გონებანი: არა: ცუდად: არიანო: მზიანო: და: მთუარიანო: ეტლად: კარგო: და: რიანო: თქუენ: საჭურეტლად: აღარ: მინდით: არ: ვარდნო: და: არ: იანო:

1076. გაჰკუირდეს: ყოვლნი: მხედველნი: მისთა: ელვათა: ფენასა: ვით: მზემან: დაყუნა: მჭურეტელთა: თუალნი: ნათლისა: ჩენასა: სითცა: გამოჩნდის: იქმოდეს: ჯარნი: მიდამო: რბენასა: მისგან: დამწვარნი: მისცნიან: გულნი: ჭურეტითა: ლხენასა

1077. შინა: წავიდეს: ყველანი: შესხდნეს: თავისა: მარებად: ჰქონდეს: შვიდნივე: მნათობნი: მის: მზისა: დასადარებად: არ: მიიხდომის: სიტურფე: არს: მათგან: მიუხუდარებად: ადრე: მივიდეს: მეფისა: სახლად: სამყოფად: არებად:

1078. შევიდეს: ნახეს: თინათინ: მჭურეტთა: მიმცემი: ჭირისა: სკიპტროსან: გვირგვინოსანსა: შვენოდა: ცმა: პორფირისა: მისრულთა: პირსა: შეადგა: ელვა: მისისა: პირისა: შევიდა: მეფე: ინდოთა: იგი: მზე: მსგავსი: გმირისა:

1079. ტარიელ: და: ცოლმან: მისმან: ქალსა: მდაბლად: უსალამეს: მოეგებნეს: აკოცეს: და: საუბარი: დააამეს: იგი: სახლი: გაანათლეს: არ: ნათელი: შეაღამეს: ბროლ: ბალახში: გააღაწუეს: და: გიშერი: აწამწამეს:

1080. თინათინ: ზედა: აწვივა: ტახტსა: მეფეთა: ზეთასა: ტარიელ: უთხრა: შენ: დაჯე: სწადიან: ბრჭესა: ბრჭეთასა: დღეს: ტახტი: შენი: შენ: გმართებს: უფროს: ყოველთა: დღეთასა: მე: ლომი: ლომთა: დაგისუა: გუერცა: შენ: მზესა: მზეთასა:

1081. ორთავე: ჴელი: მოჰკიდეს: და: დასვეს: ტახტსა: თავისასა: გვერცა: დაუსვეს: ავთანდილ: სურვილსა: მოეკლა: ვისასა: უნახავსა: და: ნახულსა: სჯობს: ყოვლსა: სანახავისასა: ნუ: ეჭუ: მიჯნურად: მათებრსა: ნუცა: თუ: რამინსა: და: ვისასა:

1082. ქალსა: შესწბა: გაუკვირდა: ავთანდილის: გვერცა: ჯდომა: ფერი: ჰკრთა: და: გაუფიცხა: შედა: გამო: გულმან: კრთომა: მეფე: ეტყუის: შვილო: ჩემო: ნუ: გაქვს: სირცხვილი: თუ: რა: ზომა: ბრძენთა: უთქუამს: სიყუარული: ბოლოდ: მისი: არ: წაჴდომა:

1083. აწ: შვილო: ღ~თნ: შენ: მოგცეს: ათას: წელ: დღეთა: გრძელობა: სვე: სვიანობა: დიდობა: კულა: ჭირთა: გარდუჴდელობა: ცამცა: ნუ: შეგცულის: მოგხუდების: თუით: მისებრივ: შეუცულელობა: თქუენით: ჴელითა: მეღირსოს: მიწათა: შემომყრელობა:

1084. მართ: მეფემან: სპათა: ბრძანა: ავთანდილის: თაყუანება: ესეაო: მეფე: თქუენი: ასრე: იქნა: ღმრთისა: ნება: დღეს: ამას: აქვს: ტახტი: ჩემი: მე: სიბერე: ვითა: სნება: ჩემად: სწორად: ჰმსახურებდით: დაიჭირეთ: ჩემი: მცნება:

1085. ლაშქარნი: და: დიდებულნი: დადრკეს: მდაბლად: ეთაყუანნეს: მორჩილ: ქმნილნი: დაგუადიდნეს: ურჩნი: მკუდართა: დაგუაგვანნეს: მოახსენეს: მიწად: ვექმნნეთ: ვინცა: მიწად: მიგვიყუანნეს: მტერთა: მკლავნი: შეაძუტნეს: გულნი: ჩვენნი: აგულვანნეს: