... (A-363), XVII ს.

1163. გარდაუკოცნა: პირი: და: ბაგეთა: ვარდი: თხელები: ვარდსა: დაუტყლეჟს: ბაგითა: გაჴდა: ალვისა: მთხელები: დარეჯანს: ეტყუის: რაღა: ვთქვი: სიტყუები: ბედით: ხელები: ჩვენს: ყოვლთა: გვმართებს: ნეტარძი: ათასი: არ: ერთხელები:

1164. რა: გარდაჴდა: მცირე: ხანი: ჟამი: იქნა: გარდასრულად: დიდებულნი: ეთაყუანნეს: ერთობილნი: ადგეს: სრულად: იგი: მზენი: მიეგებნეს: მოეხვივნეს: გულის: გულად: აკოცეს: და: მოიკითხეს: თავის: თავის: თვითეულად:

1165. ავთანდილ: და: ფრიდონ: ჰკადრეს: დედოფალსა: მიმტკივნება: ტარიელ: თქუა: დედოფალო: გაქუს: არა: მცნება: ესენია: მჴსნელნი: ჩვენნი: აწ: არა: გვცალს: გრძლად: უბნება ამათგან: გვაქვს: ჩუენ: ორთავე: სიცოცხლისა: მოპოვნება:

1166. ადგა: და: ქალაქს: შევიდა: თვით: გარდაჴდა: სრასა: მათსა: ერთსა: ბრძანებს: დედოფალი: მართ: სიტყუასა: ვითამ: ათსა: ღ~თნ: მოსრნა: მტერნი: ჩვენნი: ვერ: დაგვცემენ: ჩვენ: იგ: მათსა: ამად: შევიქ: სიხარულსა: მართ: გულისა: საკამათსა:

1167. უბრძანა: გლოვა: გახსენით: ქოსსა: წინწილასა: ჰკარითო: დიდი: ზათქი: და: ზეიმი: გავიდეს: ჩვენით: კარითო: ნახლები: თქუენი: ოქროსა: სარტყლითა: მოიკარითო: იცინოდით: და: იმღერდით: ნუ: ცრემლი: აწანწკარითო:

შინ: შესვლა: ტარიელისაგან: და: ქორწილი: მათი:

1168. დედოფალმან: მათ: ცოლქმართა: თვითო: ჴელი: დაუჭირა: ზედა: ტახტსა: მეფისასა: ერთგან: სხდომა: გაუპირა: მოიშორეს: კაეშანი: გული: მდედრი: აქვიტკირა: გლოვა: ცვალა: სიხარულად: აღარავინ: აატირა:

1169. დედოფალმან: შეიმოსა: შავი: ძაძა: აიხადა: დიდებულთა: შესამოსი: მხიარული: დაუმზადა: ყუელაკაი: დამოსა: და: საბოძვარი: უდიადა: ბრძანა: ჭირი: დავივიწყეთ: სიხარული: ადიადა:

1170. ტახტსა: ზედა: ერდგან: მსხდომი: ტარიელ: და: ცოლი: მისი: ერთმანერთსა: შეჰფერობდეს: ქალი: ყმისა: შესატყვისი: გონება: და: ანუ: ენა: გამოსთქუმიდა: მათმცა: ვისი: ვინცა: ჰგვანდა: ჴორციელი: სოფელს: შვილი: ადამისი:

1171. ტარიელს: და: ცოლსა: მისსა: მიხვდა: მისი: საწადელი შვიდი: ტახტი: საჴელმწიფო: საშვებელი: გაუცდელი: მათ: პატიჟთა: დაავიწყებს: ლხინი: ესე: აწინდელი: ყოლე: ლხინთა: ვერ: იამებს: კაცი: ჭირთა: გარდუჴდელი:

1172. თვით: ორნივე: ერთგან: მსხდომნი: ნახნეთ: მზეცა: ვერა: სჯობდეს: ბუკსა: ჰკრეს: და: მეფედ: დასუეს: ქოსნი: ჴმათა: დაატკბობდეს: მისცე: კლიტე: საჭურჭლეთა: თავთა: მათთა: მიანდობდეს: ესეაო: მეფე: ჩუენი: იზახდიან: ამას: ჴმობდეს:

1173. ავთანდილ: და: ფრიდონისთვის: ორნი: ტახტნი: დაამზადნეს: ზედა: დასხდეს: ჴელმწიფურად: დიდებანი: უდიადნეს: ღ~თნ: სხვანი: ჴორციელნი: მათებრნიღა: რა: დაბადნეს: ამბობდიან: ჭირთა: მათთა: ყუელაკასა: გაუცხადნეს:

1174. სმა: პურობა: გახარება: ქნეს: ჯალაბი: გაადიდეს: როგორიცა: ქორწილობა: ჴამს: ეგეთსა: გარდიჴდიდეს: მათ: ორთავე: თავის: თავის: ძღვენსა: სწორად: მიართმიდეს: გლახაკთათვის: საბოძვარსა: საჭურჭლესა: ერთგან: ყრიდეს:

1175. დედოფალმან: ეგრე: ბრძანა: ობოლ: ქურივნი: მოასხენით: ყუელაკაი: დაამდიდრეთ: საბოძვრითა: აავსენით: თვით: უბრაძანა: უსაზომო: რომ: არ: ითქმის: კაცთა: ენით: ულოცეთო: დღეგრძელობა: ესე: ღ~თსა: შეჰკადრენით:

1176. ტარიელ: თქუა: დედოფალო: გკადრებ: ერთსა: მოსახსენსა: შეიწყალე: რამაზ: მეფე: მიავალე: ღ~თსა: შენსა: ვნახე: მეტად: შემებრალნეს: შეუშინდა: ჴრმალსა: ჩუენსა: ღ~თი: ალხენს: მოცდომილსა: მონანულსა: ცრემლ: ნადენსა:

1177. დედოფალმან: ლმობიერად: შევუნდობო: ესე: ბრძანა: მოიყუანეს: რამაზ: მეფე: ჴელმწიფეთა: ეთაყვანა: ყოვლით: კერძო: მომღერალთა: ჴმები: გაესთანისთანა: ჭირთა: მაშინ: გარდაჴდილთა: ესე: ლხინი: შეაგვანა:

1178. ოქრო: თუალი: მარგალიტი: შვენიერი: სანახავად: ყოვლგან: იდვა: ვითა: გორი: მოდის: ველთა: მოსარწყავად: ვისცა: სწადდა: ალაფობდის: წაიღებდის: უკითხავად: მანდატური: არვის: სცემდეს: ბოლოს: ვინ: ჯდის: ანუ: თავად:

1179. ავთანდილ: და: ფრიდონისთა: სპათა: ეტყუის: მეფე: დიდი: სტუმარნი: ხართ: შოებისა: სირცხვილი: და: ნუ: გაქვთ: რიდი: თვითოს: კაცსა: თვითო: ჯორი: მარგალიტი: ანაკიდი: ესე: მისცა: საბოძვარსა: ყუელაკასა: ვერ: დავსთვლიდი:

1180. ავთანდილ: და: ფრიდონისთვის: საბოძვარსა: ვინ: დასთვალავს: ვერ: გამოსთქუამს: თავის: თავის: ენა: ამად: თავსა: კრძალავს: რაცა: იდვა: უკეთესსა: დედოფალი: არ: დამალავს: მათ: უჭვრეტდა: მჴსნელად: მათად: ტკბილად: უჭურეტს: არა: ლალავს:

1181. სრულნი: ინდონი: ავთანდილს: და: ფრიდონს: ღ~თად: ხედვიდიან: თქუენგან: გვჭირს: კარგი: ყველაი: მართ: ამას: მოიტყოდიან: ვითა: პატრონსა: სჭვრეტდიან: რაც: სწადდის: მას: იქმოდიან: სადარბაზებლად: ნიადაგ: მათ: წინა: მოვიდოდიან: