... (A-363), XVII ს.

1086. არაბთა: მეფე: მასპინძლობს: იქს: ოდენ: არიფობასა: ზოგჯერ: მათ: ახლავს: ზოგჯერ: მათ: არ: იჴმობს: ჴელმწიფობასა: გასცემს: და: უქებს: ყოველნი: უხობა: იეფობასა: ფრიდონ: ზის: ახლოს: ავთანდილს: ჩუეული: ვით: მეფობასა:

1087. მეფესა: ქმრითურთ: პატივი: ჰქონდა: ინდოთა: ქალისა: სიყუარული: და: ჩუქება: ვით: სიძისა: და: სძალისა: რომე: სძღუნა: არა: ეგების: თქუმა: არცა: ნაათალისა: თვითო: სკიპტრა: და: პორფირი: და: გვირგვინები: თუალისა:

1088. კულა: უძღუნა: ძღუენი: ორთავე: მსგავსი: მათისა: ბედისა: ათასი: თუალი: ნაშობი: რომანულისა: დედისა: კულა: მარგალიტი: ათასი: მართ: ვითა: კუერცხი: ტრედისა: ათასი: ცხენი: ტაიჭი: სიდიდით: მსგავსი: ქედისა:

1089. ფრიდონს: უძღუნა: ცხრა: ტაბაკი: მარგალიტი: თავ: შედგმული: ცხრა: ტაიჭი: ძვირფასისა: უნაგრითა: შეკაზმული: ჰინდოთ: მეფე: თაყუანისცემს: ლაღი: ბრძენი: არ: მახმული: მადლი: ჰკადრა: ფხიზელურად: თუცა: იყო: ღვინო: სმული:

1090. რას: ვაგრძელებდე: გარდაჴდეს: დღენი: ერთისა: თვისანი: თამაშობდიან: არ: იყუნეს: ყოლა: გაყრანი: სმისანი: ტარიელს: სძღვნიან: უცხონი: თუალნი: ლალისა: ქუისანი: მათ: ყოვლთა: მათნი: ელვანი: ჰფარვენ: მართ: ვითა: მზისანი:

1091. ტარიელ: ჰგუანდის: ვარდსა: და: იყუის: ფიფქისა: მთოელად: ავთანდილ: როსტანს: წინაშე: გაგზავნა: დასათხოელად: შესთვალა: შენი: სიახლე: კმა: ჩემად: ლხინად: ყოველად: მტერთა: აქუს: ჩემი: სამეფო: ვიცი: მუნ: შიგან: მძოელად:

1092. უცებნი: მოსრნის: მცოდნელთა: ცოდნამან: ჴელოვნებამან: ვეჭუ: მოქცეს: თქუენცა: დაღრეჯა: ჩემმან: რასაცა: ვნებამან: წავიდე: ავი: არ: მიყოს: მე: აქა: დაყოვნებამან: ადრე: კულა: გნახნე: მორჭმულნი: ინებოს: ღმთისა: ნებამან:

1093. როსტევანს: ეთქუა: მეფეო: რად: ხართ: რასაცა: რიდითა: რაცა: გიჯობდეს: იქმოდით: გასჭვრეტდით: გაიცდიდითა: ავთანდილ: თანა: წამოგყუეს: წადით: ლაშქრითა: დიდითა: თქუენთა: მტერთა: და: ორგულთა: დაჰფრეწდით: დაცასჭრიდითა:

1094. ავთანდილ: უთხრა: ტარიელს: ესე: სიტყუები: ორები: მან: უთხრა: გაე: ნუ: უბნობ: შეცევ: ბროლისა: ყორები: ახალ: შეყრილსა: მთუარესა: მზეო: ვით: მოეშორები: ავთანდილ: უთხრა: მაგითა: შენგან: არ: მოვიღორები:

1095. რა: დია: გინდა: დამაგდო: წახვიდე: ჩემად: მზრახავად: ცოლი: უყუარსო: გამწირა: იყო: ამისად: მსახავად: მე: დავრჩე: შენი: გაყრილი: თავისა: მე: ვაგლახავად: კაცსა: მოყურისა: გაწირვა: ახ: მოუჴდების: ახ: ავად:

1096. ტარიელს: უგავს: სიცილი: ბროლისა: ვარდთათ: ფრქუევასა: უბრძანა: ვიტყუი: უშენოდ: შენისა: უფრო: მე: ვასა: რადგან: გწადიან: წამომყევ: დამწამებ: ნურას: თნევასა: ავთანდილ: ბრძანებს: ლაშქართა: ყოვლგნით: მის: თანა: წუევსა:

1097. შეყარნა: სპანი: არაბეთს: აღარა: ხანსა: ზმულია: კაცი: ოთხმოცი: ათასი: ყუელაი: დაკაზმულია: კაცსა: და: ცხენსა: ემოსა: აბჯარი: ხორაზმულია: არაბთა: მეფე: მათითა: გაყრითა: ნაღველჭმულია:

1098. ერთმანერთისა: გაყრილნი: ქალნი: ორნივე: დობილნი: ერთმანერთისა: დად: ფიცნი: სიტყუისა: გამონდობილნი: მკერდითა: მკერდსა: შეკრულნი: ყელისა: გარდაჭდობილნი: ტიროდეს: მათთა: მჭურეტელთა: გულნიცა: ესხნეს: წდობილნი:

1099. მთვარე: ცისკრისა: ნიავსა: რა: თანა: შეესწოროსა: ორნივე: სწორად: ნათობენ: მოშორდეს: მოეშოროსა: არ: თუ: იგინი: მოშორდეს: მართ: ცამან: მოაშოროსა: მათად: საჭურეტლად: მჭურეტელმან: ჴამს: თავი: იქედ: გოროსა:

1100. მათთავე: სახედ: რომელსა: ესენი: დაუბადიან: იგივე: გაჰყრის: სიშორე: ართუ: ნებითა: სწადიან: ვარდსა: სწებვენ: და: აპობენ: ტირან: და: ცრემლნი: ჩასდიან: მათთა: გამყრელთა: ყუელთა: სიცოცხლე: არ: იქადიან:

1101. ნესტან: დარეჯან: თქუა: ნეტამც: ყოლე: არ: შემოგცნებოდი: მზისა: გამყრელი: გაყრითა: აწ: ასრე: არ: დავდნებოდი: ამბავსა: სცნეუდი: მაცნეუდი: წიგნითა: მეუბნებოდი: ვითა: მე: შენთვის: დამწვარვარ: აგრე: შენ: ჩემთვის: სდნდებოდი:

1102. თინათინ: უთხრა: ჰე: მზეო: შენთა: მჭურეტელთა: ლხინებო: რადმცა: გაგწირე: თუ: ვითა: გაყრასა: მოვითმინებო: ღ~თისაგან: დღეთა: თხოვისა: ნაცვლად: სიკუდილი: ვინებო: აგრემცა: მივი: რაზომსა: მე: ცრემლსა: დავიდინებო:

1103. კულა: აკოცეს: ერთმანერთსა: გაიყარნეს: იგი: ქალნი: ქუე: დამდგომმან: წამავალსა: ვერ: მოსწყვიტნა: ყოლა: თვალნი: იგი: იჭურეტს: უკუღმავე: ედებოდეს: ამით: ალნი: რომე: მწადდეს: ვერ: დავსწერენ: მე: სიტყუანი: ნაათალნი:

1104. როსტან: მათითა: გაყრითა: ხელთაგან: უფრო: ხელდების: ათასჯერ: ვაგლახსა: იტყუია: არ: სულთქმა: უერთხელდების: ცხელი: სდის: წყარო: ცრემლისა: მართ: ვითა: ქუაბი: ცხელდების: ტარიელ: არის: დაღრეჯით: ფიფქი: ნასდების: თხელდების:

1105. ტარიელს: ვარდსა: დაუტყლეჟს: მეფე: ხუევნით: და: კოცებით: იტყუის: თუ: თქუენი: სიახლე: მიჩნს: აქამდისცა: ოცებით: რადგან: მოგშორდი: დავრჩები: პატიჟთა: გაასოცებით: შენგან: მოგვეცა: სიცოცხლე: შენგანვე: დავიჴოცებით: