... (A-363), XVII ს.

913. მე: ეგრე: არა: მინახავს: მართ: ვითა: არა: მდომია: მოდი: და: გავცსნათ: შევიგნეთ: საჭურჭლე: თუ: რა: ზომია: იამა: ადგეს: ორნივე: არცა: ქუე: ასმათ: მჯდომია: დალეწეს: კარი: ორმოცი: მათგან: არ: ზედა: ომია:

914. პოვეს: საჭურჭლე: უსახო: კულა: უნახავი: თვალისა: მუნ: იდვა: რიყე: თუალისა: ჴელწმიდად: განათალისა: ჩნდის: მარგალიტი: ოდენი: ბურთისა: საბურთალისა: ვინმცა: ქნა: რიცხვი: ოქროსა: ვერვისგან: დანათვალისა:

915. იგი: სახლი: ორმოცივე: შიგან: იყო: გატენილი: პოვეს: ერთი: ზარდახანა: აბჯრისათვის: ახლად: ქნილი: მუნ: აბჯარი: ყოვლი: ფერი: ასრე: იდვა: ვითა: მწნილი: შიგან: ერთი: კიდობანი: დაბეჭდილი: არ: გაჴსნილი:

916. ზედა: ეწერა: აქა: ძეს: აბჯარი: საკუირველიო: ჯაჭუ: მუზარადი: ალმასი: ჴმალი: ბასრისა: მჭრელიო: თუ: ქაჯნი: დევთა: შეებნენ: დღე: იყოს: იგი: ძნელიო: უმისჟამისოდ: ვინც: გახსნას: არის: მეფეთა: მკვლელიო:

917. კიდობანი: გახსნეს: პოვეს: მუნ: აბჯარი: სამი: ტანი: რასაცა: ვით: შეიმოსენ: მეომარნი: სამნი: ყმანი: ჯაჭუ: ჴრმალი: მუზარადი: საბარკული: მათი: გვანი: ზურმუხტისა: ბუდებითა: იყუნეს: ვითა: ლუსკუმანი:

918. თვითომან: თვითო: ჩაიცვეს: თავის: თავს: გამოსცდიდიან: ჯაჭუ: მუზარადსა: აბჯარი: ვერა: ვერ: დაჰკიდიან: ჴრმალი: რკინისა: მოჰკრიან: ვით: ბამბის: მკედსა: სჭრიდიან: მათ: უღირს: ყოვლად: ქუეყანად: შევატყევ: არ: გაჰყიდიან:

919. თქვეს: ესე: ნიშნად: გვეყოფის: ვართო: კარგითა: ბედითა: ღმერთმან: მოგუხედნა: თუალითა: ზეგარდმო: მონახედითა: აიღეს: იგი: აბჯარი: თავის: თავისა: ქედითა: თვითო: მათ: ერთი: ფრიდონის: საძღვნობლად: შეკრეს: ღვედითა:

920. ოქროც: რამე: წაიტანეს: მარგალიტი: ღარიბები: გამოვიდეს: გამობეჭდეს: ორმოცივე: საჭურჭლები: ავთანდილ: თქვა: ამას: იქით: დავამაგრო: ჴმალთა: ნები: ამას: იქით: არსად: წავალ: რა: გათენდეს: არ: დავდგები:

ტარიელისა: და: ავთანდილისა: ფრიდონისას: წასვლა:

921. რა: გათენდა: გაემართნეს: წაიტანეს: ასმათ: თანა: ნურადინის: ქუეყანამდის: შეისვიან: მათ: უკანა: მუნ: ვაჭარმან: ოქროს: ფასად: ცხენი: მისცა: არ: უძღუანა: ავთანდილ: ყვა: ყოლაოზად: სხუამცა: ვინღა: წაიტანა:

922. იარეს: და: ზედა: შეჴდეს: ნურადინის: მეჯოგეთა: ჯოგი: ნახეს: მოეწონა: ფრიდონისთვის: იაგეთა: მუნ: ავთანდილს: ინდო: ეტყვის: გაქნევ: კარგთა: სიშმაგეთა: მოდი: ფრიდონს: ველაღობნეთ: ჯოგსა: მისსა: მოვადგეთა:

923. ჯოგი: წაუღოთ: მოსრულნი: ვესმით: ჯოგისა: წაღებად: გამოემართვის: საომრად: ველთა: სისხლისა: დაღებად: ანასდად: გვიცნობს: გაჰკრთების: გულსა: შეელმის: დაღებად: ამოა: კარგი: ლაღობა: ლაღსა: შეიქსო: ლაღებად:

924. დაუწყეს: პყრობა: ტაიჭსა: ფრიდონის: უკეთესებსა: მუნ: მეჯოგეთა: ფანოსი: შეექნა: ეკრა: კვესებსა: უყივლეს: ვინ: ხართ: მოყმენო: ვინ: იქთ: საქმესა: ზესებსა: ჯოგი: მისია: ვინ: მტერსა: ჰკრავს: ჴრმალსა: არ: აკუნესებსა:

925. მათ: მშვილდები: დაიწვადეს: მეჯოგეთა: გაეკიდნეს: მეჯოგენი: მიიზახდეს: ჴმანი: მათნი: გაადიდნეს: გვიშველეთო: გვიშველეთო: მეკობრეთა: ამოგვწყვიტნეს: ჴმა: შეიქნა: შეიყარნეს: ფრიდონს: ჰკადრეს: არ: დარიდნეს:

926. შეეკაზმა: ფრიდონ: შეჯდა: შეკაზმული: გამოვიდა: ჴმა: შეიქნა: შეიყარნეს: რაზმი: ველთა: დაჰფარვიდა: იგი: მზენი: მოეგებნეს: ვის: ზამთარი: ვერ: დაზრვრიდა: დაეხურა: ზარადები: პირსა: მათსა: უფარვიდა:

927. რა: ტარიელ: ფრიდონ: იცნა: თქუა: ვნახეო: ვინცა: მინა: მუზარადი: მოიჴადა: გაიღიმნა: გაიცინა: ფრიდონს: უთხრა: რასა: ლამი: ჩუენი: მოსულა: რას: გეწყინა: პურად: ავი: მასპინძელი: მოგუეგებვი: ომად: წინა:

928. ფრიდონ: ფიცხლა: გარდაიჭრა: დავარდა: და: თაყუანისსცა: იგინიცა: გარდაუჴდეს: მოეხუივნეს: აკოცესცა: ფრიდონ: ღ~თსა: ჴელ: აპყრობით: უსაზომო: მადლი: მისცა: დიდებულნი: აკოცებდეს: იცნობდიან: იგი: ვისცა:

929. ფრიდონ: უთხრა: რასა: სდეგით: მოგელოდი: უწინარე: მე: მზა: ვარო: სამსახური: თქუენი: რამცა: დავიზარე: გუანდა: თუცა: შეყრილ: იყუნეს: ორნი: მზენი: ერთი: მთვარე: ერთმანერთი: დააშვენეს: გაემართნეს: იქცეს: გარე:

930. ფრიდონის: სახლსა: გარდაჴდეს: ორნივე: ტურფად: გებულსა: ტარიელ: დასვა: საჯდომსა: ოქსინო: გარდაგებულსა: ახლოს: დაისვამს: ავთანდილს: მისსა: ძმად: შეფიცებულსა: მათ: უძღვნეს: იგი: აბჯარი: ფრიდონს: ჭაბუკად: ქებულსა:

931. უთხრეს: ჯერთ: ჟამად: არა: გუაქვს: სხუა: შენთვის: არმაღანიო: მაგრა: ტურფანი: მრავალნი: ქუე: სამე: გუისხენ: სხუანიო: მან: დასდვა: პირი: მიწასა: არ: დაიყოვნა: ხანიო: თქუენგან: ამისი: ბოძება: არს: თქუენი: შესაგუანიო: