... (A-363), XVII ს.

893. ავთანდილ: ლომსა: დაასხა: მკერდსა: მას: სისხლი: ლომისა: ტარიელ: შეჰკრთა: შეიძრა: რაზმი: ინდოთა: ტომისა: თუალნი: აახუნა: მიეცა: ძალი: ზე: წამოჯდომისა: ლურჯათ: ჩანს: შუქი: მთვარისა: მზისგან: შუქ: ნაკრთომისა:

894. ზამთარი: ვარდთა: დააზრობს: ფურცელნი: ჩამოსცვივიან: ზაფხულის: მზისა: სიახლე: დასწუავს: გუალვასა: ჩივიან: მაგრა: მას: ზედა: ბულბულნი: ტურფასა: ჴმასა: ყივიან: სიცხე: სწუავს: ყინვა: დააზრობს: წყლულნი: ორჯელვე: სტკივიან:

895. აგრევე: გული: კაცისა: მოსაგუარებლად: ძნელია: ჭირსა: და: ლხინსა: ორსავე: ზედა: მართ: ვითა: ხელია: მიწყივ: წყლულდების: საწუთრო: მისი: აროდეს: მრთელია: იგი: მიენდოს: სოფელსა: ვინცა: თავისი: მტერია:

896. ტარიელ: ნახა: ნაწერი: კულაცა: მკვლელისა: მისისა: იკითხავს: თუცა: აშეთებს: კითხუა: წიგნისა: მისისა: დაუყვის: ცრემლმან: სინათლე: ბნელად: ჩანს: შუქი: დღისისა: ავთანდილ: ადგა: დაუწყო: თხრობა: სიტყუისა: მქისისა:

897. იტყუის: თუ: ნაქმრად: არ: ვარგა: კაცისა: გასწავლილისად: აწ: რადღა: გუმართებს: ტირილი: ჴამს: დავსხდეთ: ქნად: ღიმილისა: ადეგ: წავიდეთ: საძებრად: მის: მზისა: წაჴდომილისა: ადრე: მიგიყუან: მიყუანა: არს: შენგან: მონდომილისა:

898. ვითა: გუმართებს: გახარება: პირველ: აგრე: გავიხარნეთ: მერმე: შევსხდეთ: გავემართნეთ: ქაჯეთისკენ: თავნი: ვარნეთ: ჴრმალნი: ჩვენნი: ვიწინამძღვრნეთ: მათნი: ზურგით: დავიყარნეთ: უჭირველნი: შემოვიქცეთ: იგი: მძორთა: დავადარნეთ:

899. მერმე: ტარიელ: ამბავსა: ჰკითხავს: აღარა: ბნდებოდა: შეხედნის: თუალნი: აჰმართნის: შავ: თეთრი: ელვა: ჰკრთებოდა: მართ: ვითა: ლალსა: მზისაგან: მას: ფერი: ეზარდებოდა: ვინ: ღირსა: თუმცა: წყალობით: ცა: მიწყივ: მობრუნდებოდა:

900. ავთანდილს: მადლი: უბრძანა: ქნა: უყო: საუბარისა: მე: შენი: ქება: ვითა: ვთქუა: ბრძენთაგან: საქებარისა: ვითა: ზე: მთისა: წყარომა: მომრწყე: ყუავილი: ბარისა: დამწყუიტე: დენა: ცრემლისა: ნარგისთა: ნაგუბარისა:

901. მე: ვერა: გიყო: ნაცვალსა: ღმერთი: გარდგიჴდის: ციერი: ზეგარდმო: მისით: შემოგზღოს: მუქაფა: ჩემ: მაგიერი: შესხდეს: და: შინა: წავიდეს: მათ: ლხინი: ჰქონდა: ძლიერი: აწყა: გააძღო: სოფელმან: ასმათ: აქამდის: მშიერი:

902. ქუაბისა: კარსა: ასმათი: მარტო: ზის: არ: ბარგოსანი: შეხედნა: ნახა: ტარიელ: თანა: ყმა: ჭარმაგოსანი: ორნივე: ტურფად: იმღერდეს: ვით: იადონი: ჴმოსანი: მაშინვე: [იცნა]: ავთანდილ: მოშლილი: პერანგოსანი:

903. აქამდის: მიწყივ: ენახა: ქუაბს: მისლვა: მოტირალისა: აწ: გაუკვირდა: დანახვა: სიცილით: მომღერალისა: ზარაღებული: ავარდა: ცნობა: უც: ვითა: მთვრალისა: არ: იცის: სმენა: ამბვისა: ჯერთ: მისგან: სასურვალისა:

904. მათ: რა: ნახეს: შემოჰყივლეს: სიცილით: და: კბილთა: ჩენით: ჰე: ასმათო: მოგუივიდა: მოწყალება: ღმრთისა: ზენით: ვჰპოვეთ: მთუარე: დაკარგული: რაცა: გწადდა: ეგრე: ვქენით: აწ: გავჴედით: ბედისაგან: ცეცხლთა: შრეტით: ჭირთა: ლხენით:

905. ავთანდილ: ცხენსა: გარდაჴდა: ასმათის: მოსახვეველად: მან: მიჰყო: ხელი: ალვასა: რტო: მოჰყვა: მოსარხეველად: ჴელსა: და: პირსა: აკოცებს: არის: ცრემლისა: მფრქვეველად: რა: სცანო: რა: ჰქენ: მიამბე: ვტირ: შენი: მოაჯე: ველად:

906. ავთანდილ: ასმათს: უსტარი: მისცა: მისისა: ზრდილისა: ალვისა: შტო: დამჭკნარისა: ლალისა: ფერ: მიჴდილისა: უთხრა: თუ: ნახე: ნაწერი: მის: პატიჟ: გარდაჴდილისა: მზე: მოგვეახლა: მოგვეცა: ჩვენ: მოშორვება: ჩრდილისა:

907. ასმათ: რა: ნახა: უსტარი: ცნა: მისი: დანაწერობა: გაჰკუირდა: ზარმან: აიღო: ათრთოლებს: ვითა: ხელობა: ტერფით: თხემამდის: გაუჴდა: მას: მეტი: საკუირველობა: იტყუის: რა: ვნახე: რა: მესმის: არსცა: ამისი: მრთელობა:

908. ავთანდილ: უთხრა: ნუ: გეშის: ეგე: ამბავი: მრთელია: ლხინი: მოგვეცა: მოგვშორდა: ყოველი: ჭირი: ძნელია: მზე: მოგუეახლა: უკუნი: ჩვენთუის: აღარა: ბნელია: ბოროტსა: სძლია: კეთილმან: არსება: მისი: გრძელია:

909. ჰინდოთ: მეფე: მხიარული: ასმათს: რასმე: უბრძანებდა: ერთმანერთსა: ეხუეოდეს: სიხარული: ატირებდა: ვარდსა: ზედა: ყორნის: ბოლო: ნამსა: თხელსა: აპკურებდა: კაცსა: ღმერთი: არ: გასწირავს: თუცა: კაცი: შეიგებდა:

910. ღმერთსა: მისცეს: დიდი: მადლი: თქუეს: გუიყოო: რაცა: სჯობდა: აწყა: ვცანით: უარესსა: პირი: თქუენი: არ: გაბრჭობდა: ინდოთ: მეფე: მხიარული: ჴელ: აპყრობით: ამას: ჴმობდა: ქუაბს: შევიდეს: მხიარული: ასმათ: რასმე: მასპინძლობდა:

911. ინდოთ: მეფე: მხიაული: ასმათს: რასმე: უბრძანებდა: ერთმანერთსა: ეხვეოდეს: სიხარული: ატირებდა: ვარდსა: ზედა: ყორნის: ბოლო: ყელსა: ნამსა: აპკურებდა: კაცსა: ღმერთი: არ: გასწირავს: თუცა: კაცი: შეიტყუებდა:

912. ტარიელ: უთხრა: ავთანდილს: ისმინე: სიტყუა: ასები: გიამბობ: რასმე: ამბავსა: მოამბვედ: ნუ: გენასები: მე: ოდეს: ქუაბნი: წაუხვენ: დავჴოცენ: დევთა: დასები: მას: აქათ: მათი: აქა: ძეს: საჭურჭლე: ძუირ: ნაფასები: