... (A-363), XVII ს.

874. ფატმან: უსენ: და: მონანი: ტირან: ცრემლისა: ღუარითა: იტყუიან: მზეო: რა: გვიყავ: დაგვწვენ: ცეცხლითა: მწველითა: რად: დაგვაბნელენ: შენისა: მოშორვებისა: ბნელითა: დამცაგვმარხენ: ჴელითა: ჩუენისა: დამმარხველითა:

დაბრუნება და წამოსვლა ავთანდილისაგან ტარიელ თანა:

875. გამოვლნა: ზღვანი: ავთანდილ: მგზავრითა: რითმე: ნავითა: პირმხიარული: აცორვებს: მართ: ოდენ: მარტო: თავითა: მას: შეყრა: ტარიელისი: უხარის: მით: ამბავითა: ჴელ: აპყრობილი: გულითა: არს: ღ~თისა: საესავითა:

876. მოწურვილ: იყო: ზაფხული: ქუეყნით: ამოსლვა: მწუანისა: ვარდის: ფურცლობის: ნიშანი: დრო: მათის: პაემანისა: ეტლის: ცვალება: მზისაგან: შეჯდომა: საროსტანისა: სულთქმნა: რა: ნახა: ყუავილი: მან: უნახავმან: ხანისა:

877. აგრგუინდა: ცა: და: ღრუბელნი: ცროდეს: ბროლისა: ცუარითა: ვარდთა: აკოცა: ბაგითა: მითვე: ვარდისა: დარითა: უბრძანა: გიჭურეტ: თვალითა: გულ: ტკბილად: შემხედვარითა: მისად: სანაცვლოდ: მოვილხენ: თქუენთანა: საუბარითა:

878. რა: მოეგონის: მოყუარე: სდინდიან: ცრემლნი: მწარენი: ტარიელისკენ: იარნა: მან: გზანი: საწყინარენი: უდაბურნი: და: უგზონი: უცხონი: რამე: არენი: სადაცა: ნახის: დაჴოცნის: ლომ: ვეფხნი: მოშამბნარენი:

879. ქუაბნი: გამოჩნდეს: იამა: იცნა: თქუა: იგი: კლდენია: სადაა: ჩემი: მოყუარე: და: ვისთვის: ცრემლი: მდენია: ღირს: ვარმცა: ვნახო: პირისპირ: უამბო: რაცა: მსმენია: არ: მოსრულ: იყოს: რაღა: ვქნა: ცუდ: ჩემი: განავლენია:

880. თუ: მოსრულა: უღონიოდ: შინა: ხანსა: არ: დაზმიდა: მინდორს: სადმე: წავიდოდა: მჴეცისაებრ: ველთა: ვლიდა: სჯობსო: შამბშამბ: წავიარო: იგონებდა: იხედვიდა: ესე: თქუა: და: მიუქცია: მინდორთაკე: წამოვიდა:

881. მიაცორვებს: და: იმღერის: მხიარულითა: გულითა: მართ: სახელდებით: უყივის: ჴმითა: მით: სიხარულითა: ცოტაი: წავლო: გამოჩნდა: მზე: სინათლითა: სრულითა: შამბისა: პირსა: ტარიელ: დგას: ჴრმლითა: მომახულითა:

882. ტარიელს: ლომი: მოეკლა: მით: ჴრმალსა: სისხლი: სცხებოდა: ყივილი: ავთანდილისი: ესმოდა: ეოცებოდა: შამბისა: პირსა: ქუეითი: დგა: ცხენი: არა: ხლებოდა: შეხედნა: იცნა: გაიქცა: მისკენ: მირბოდა: ხლტებოდა:

883. ჴრმალი: გასტყორცა: ტარიელ: მისსა: მიმართა: ძმობილსა: ყმა: ცხენისაგან: გარდიჭრა: ჰგუანდა: ეტლისა: სწრობილსა: მათ: ერთმანერთსა: აკოცეს: ჰგუანდენ: ყელ: გარდაჭდობილსა: ჴმა: შაქრისფერად: გაუჴდა: ვარდსა: ხშირ: ხშირად: პობილსა:

884. ტარიელ: მოთქუა: ტირილით: სიტყუა: ნატიფი: მჭევრები: სისხლისა: ღუარმან: შეღება: წითლად: გიშრისა: ტევრები: ალვასა: წყარო: ცრემლისა: მორწყავს: ნაკადი: ბევრები: რადგან: შენ: გნახე: რა: მგამა: პატიჟი: მჭირდეს: მე: რვები:

885. ტარიელ: ტირს: და: ავთანდილ: სიცილით: ეუბნებოდა: გაღიმდის: ძოწი: გააღის: კბილთაგან: ელვა: ჰკრთებოდა: ეტყოდა: ვცანო: ამბავი: შენ: რომე: გიამებოდა: აწ: გაახლდების: ყუავილი: ვარდი: აქამდის: ჭკნებოდა:

886. ტარიელ: უთხრა: ჰე: ძმაო: კმარის: დღეს: რაცა: მლხენია: ყოველი: ჩემი: სალხინო: მინახავს: ნახვა: შენია: სხვად: ნუ: ყოს: ღ~ნ: წყალობა: არცა: რა: მოგისმენია: კაცმანცა: სოფელს: ვით: პოვა: რაცა: რა: საქმე: ზენია:

887. რა: ტარიელ: არ: შესჯერდა: ავთანდილცა: არ: დასწყნარდა: მის: ამბვისა: დაყოვნება: ვეღარ: გასძლო: აუჩქარდა: გამოიღო: რიდე: მისი: ვინ: ბაგეთა: ვარდი: ვარდა: რა: ტარიელ: ნახა: იცნა: გამოუღო: შემოვარდა:

888. წიგნი: და: კიდე: რიდისა: იცნა: და: გაცაშალა: მან: პირსა: დაიდვა: დაეცა: ვარდმან: ფერითა: მკრთალამან: სულნი: გაიქცნეს: მოდრიკნა: თავი: გიშრისა: ტალამან: მისნი: ვერ: გასძლნეს: პატიჟნი: ვერ: ყაენ: ვერცა: სალამან:

889. ავთანდილ: უჭვრეტს: ტარიელს: უსულოდ: ქუე: მდებარესა: შეჰფრინდა: შველად: მივიდა: მას: ტკბილად: მოუბარესა: ვერა: ვერ: არგო: დამწუარსა: სრულად: ცეცხლ: მომდებარესა: მისთა: ნიშანთა: სიცოცხლე: მართ: მისი: მიებარესა:

890. პირსა: იხოკს: ღაწუთა: სისხლი: ჩასდიოდა: მისსა: მჭურეტსა: რაცა: ვქენო: არ: უქნია: არცა: შმაგსა: არცა: რეტსა: წყალი: სწრაფით: რად: დავასხი: ცეცხლსა: ძნელად: დასაშრეტსა: ჩქარად: ეცეს: ვერ: გაუძლებს: გული: ლხინსა: მეტის: მეტსა:

891. მე: მოვკალ: ჩემი: მოყვარე: რა: მმართებს: გაწბილებულსა: თავსა: ვაბრალობ: საქმესა: არ: დასმით: გაგონებულსა: ცრუ: კაცი: კარგად: ვერა: იქს: საქმესა: გაძნელებულსა: თქმულა: სიწყნარე: გმობილი: სჯობს: სიჩქარესა: ქებულსა:

892. უცნობო: ქმნილი: ტარიელ: ძეს: მსგავსად: ნატუსალისად: ავთანდილ: ადგა: გამოვლნა: შამბნი: საძებრად: წყალისად: მან: პოვა: სისხლი: ლომისა: მოაქუს: სავსებლად: ალისად: მკერდსა: დაასხა: გაჴადა: ლაჟუარდი: მსგავსად: ლალისად: