... (A-363), XVII ს.

854. რაცა: ვიჩივლე: ბედისა: ჩემისა: კმა: საჩივარად: ცან: სამართალი: მართალი: გულისა: გულსა: მივა: რად: შენთვის: მოვჰკუდები: გავჰხდები: ყორანთა: დასახივარად: ვირე: ცოცხალ: ვარ: გეყოფი: სატირლად: და: სატკივარად:

855. აჰა: ინიშნე: ნიშანი: შენეულისა: რიდისა: გარდმიკუეთია: ალამი: ჩემო: ერთისა: კიდისა: ესეღა: დაგრჩეს: სანაცვლოდ: მის: იმედისა: დიდისა: რისხვით: მობრუნდა: ჩვენზედა: ბორბალი: ცისა: შვიდისა:

856. ესე: წიგნი: საყუარელსა: მისსა: თანა: მინაწერი: რა: დაწერა: გარდაჰკუეთა: მათ: რიდეთი: წუერი: თავ: მოჴდილსა: დაუშვენდა: სისხო: სიგრძე: თმათა: ფერი: ალვისაგან: სული: მოქრის: ყორნის: ფრთათათ: მონაბერი:

857. ესე: სიტყვა: მართალია: არ: ჭრელად: და: არ: ხუასრულად: ნესტან: დარეჯ: ჰქვიან: ქალსა: ქართულადცა: კულა: სპარსულად: თავშიშველი: ყაყაჩოსა: ჰგავს: თუ: იყოს: ვარდი: სრულად: ტარიელის: გონებითა: ალვა: მჭკნარად: დანასრულად:

858. იგი: მონა: წამოვიდა: გულანშაროს: მიმავალი: წამერთ: მიჴდა: ფატმანისსა: დღე: იარა: არ: მრავალი: რა: ავთანდილს: გაუსრულდა: საქმე: მისი: სასურვალი: ჴელ: აპყრობით: ღ~თსა: მადლობს: ცნობა: სრული: არა: მთრვალი:

859. ფატმანს: უთხრა: გამისრულდა: ჟამად: საქმე: საწადელი: დიდი: შენი: მოჭირვება: ჩემგან: არის: გარდუხდელი: წავალ: დგომად: აღარა: მცალს: დრო: მოსრულა: შარშანდელი: ფიცხლა: ქაჯეთს: მოვიყიანო: მათი: მომსპობ: ამწყუედელი:

860. ხათუნმან: უთხრა: ჱე: ლომო: ცეცხლი: აწ: უფრო: ცხელდების: მოეშორვების: ნათელსა: გული: ამისთუის: ბნელდების: [.....................................................................................................] თუ: ქაჯნი: მოგესწრებიან: მუნ: მისლვა: გაგიძნელდების:

861. ყმამან: ფრიდონის: მონანი: უჴმნა: მის: თანა: ხლებულნი: უბრძანა: მკუდარნი: აქამდის: აწყა: ვართ: დაცოცხლებულნი: რაცა: გვინდოდა: მისითა: სმენითა: გაახლებულნი: ჩვენთა: მტერთანი: გიჩვენნე: წყლულნი: მით: ვაგლახებულნი:

862. მიდით: და: ფრიდონს: უამბეთ: ამბავი: არნაცქაფავი: მე: ვერა: ვნახავ: ვისწრაფი: გზა: ჩემი: არს: ნასწრაფავი: მან: გააჴაფოს: ჴმა: ჴაფი: კულა: უფრო: გასაჴაფავი: თქუენ: მოგცე: ლარი: ყუელაი: მე: ჩემი: ნაალაფავი:

863. ჩემსა: ზედა: დიდი: არის: ვალი: თქუენგან: დანადები: მადლსა: სხუაებრ: გარდავიჴდი: თუღა: ფრიდონს: შევეყრები: აწ: წაიღეთ: ყუელაკაი: მეკობრეთა: წანაღები: ამის: მეტსა: ვერას: მოგცემ: ვიცი: ამად: გეძუნწები:

864. სახლი: არ: მახლავს: არ: ძალ: მაქუს: გაცემა: საბოძვარისა: მისცა: მართ: სავსე: ხომალდი: რიცხვი: ტურფათა: ჯარისა: უბრძანა: წაიღეთ: წადით: გზა: წავლეთ: მისი: არისა: [............................................................................................] წიგნი ავთანდილისა ფრიდონის თანა:

865. დაწერა: ფრიდონ: მაღალო: სვე: სრულო: მეფეთ: მეფეო: ლომისა: მსგავსო: ძალ: გულად: მზეო: შუქმოიეფეო: მოვლენილო: და: მორჭმულო: მტერთა: სისხლისა: მჩქეფეო: უმცროსმან: ძმამან: შორიშორ: სალამი: დავიყეფეო:

866. ჭირნი: ვნახენ: და: მოცამხვდეს: ნაცვალნი: ჭირ: ნახულისა: კარგა: მოჴდომა: საქმისა: ჩემისა: გაზრახულისა: მიცნია: მართლად: ამბავი: პირისა: მზედ: სახულისა: დამარჩენელი: ლომისა: მის: ქუესკნელს: დამარხულისა:

867. იგი: მზე: ქაჯთა: მეფესა: ჰყავს: ქაჯეთს: პატიმარია: მუნ: მისლვა: მიჩანს: თამაშად: თუცა: გზა: საომარია: ნარგისთად: წვიმა: ბროლისა: წვიმს: ვარდი: ნაწვიმარია: ჯერთ: ქალსა: ქაჯნი: არ: ახლვან: მაგრა: სპა: უამარია:

868. გულ: მხიარული: ვიხარებ: ამად: არ: ცრემლი: მილდების: სადაცა: შენ: და: შენი: ძმა: ხართ: ძნელი: გაადვილდების: რაცა: მოგინდეს: უცილოდ: იქთ: იგი: არ: აგცილდების: არ: თურემ: კაცმან: დაგიდგნა: ვეჭუ: კლდეცა: გაგიცვილდების:

869. აწ: შემინდევ: ვერა: გნახე: შორს: ამისთვის: ჩაგიარე: გზა: გზა: ყოვნა: აღარა: მცალს: პატიმრადა: იგი: მთვარე: ადრე: გნახავთ: მხიარულნი: ჩვენი: ნახვა: გაიხარე: ამის: მეტი: რაღა: გკადრო: ძმასა: ძმურად: მოეჴმარე:

870. ამა: მონათა: ჩემზედა: გარდაუჴდელი: გულია: ამოდ: მსახურეს: თქუენიმცა: გული: ამათთვის: სრულია: ქება: რად: უნდა: მას: ვინცა: თქუენთანა: ხანდაზმულია: მსგავსი: ყველაი: მსგავსსა: შობს: ესე: ბრძენთაგან: თქმულია:

871. ესე: უსტარი: დაწერა: შეკრა: და: წაცახუია: მან: მისცა: ფრიდონის: მონათა: ვარდმან: და: ვითა: იამან: შესთვალა: ზეპირ: რაც: ჴამდა: სრულად: მართ: ვითა: გიამან: მათ: მარგალიტი: უჩუენის: ძოწისა: კარმან: ღიამან:

872. მოქარავნეთა: უბრძანა: საქმე: მიც: მითხარ: განაო: კარგად: მომიჴდა: მოყუსობა: მე: თქუენი: მესვიანაო: რაცა: გვინდოდა: ყუელაი: ვქენ: ღმერთმან: მაგულვანაო: აწ: აღარა: მცალს: ბადრაგა: სხვა: წაიტანეთ: თანაო:

873. მონახა: პოვა: ავთანდილ: ნავი: მისისა: მჴარისა: გამოემართა: იგი: მზე: პირითა: სავსე: მთვარისა: მაგრა: დაგდება: უმძიმდა: ფატმანის: გულ: მდუღარისა: მისთა: გამყრელთა: ნაკადი: ჩასდის: სისხლისა: ღუარისა: