... (A-363), XVII ს.

835. შენ: ამბავი: აქაური: მაშინ: ამად: დაგიმალე: ვერ: იტყოდა: ენა: ჩემი: თავი: ჭირთა: გავაკრძალე: გეხვეწები: საყუარელსა: შემახვეწე: შემიბრალე: ნუ: წამოვა: ძებნად: ჩემად: მიუწერე: შეცასთვალე:

836. მე: რომ: მჭირს: კმარის: ნუ: მომკლავს: ამისითავე: სწორითა: მას: მკუდარსა: ვნახავ: მოვკუდები: მე: სიკუდილითა: ორითა: ვერას: ვინ: მარგებს: დასტურად: ვიცი: არ: რამე: ჭორითა: არ: დაგმორჩილდეს: დამქოლე: შავისა: ქვისა: ყორითა:

837. გეთქვა: ნიშნისა: გაგზავნა: აწ: ესე: განამჟღავნია: მისეულთავე: რიდეთა: ნაკვეთი: გამიგზავნია: ესენი: ჩემთვის: მის: გამო: ტურფანი: სანახავნია: თუცა: ფერად: თუ: ბედისა: ჩემისა: მსგავსად: შავნია:

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყუარელთან მიწერილი:

838. აწ: საყვარელსა: მიუწერს: გულამოსკუნილი: მტირალი: მისმანვე: ცრემლმან: დაუვსის: ვის: ედებოდის: ვის: ალი: დაწერა: წიგნი: მსმენელთა: გულისა: გასაგმირალი: ვარდი: გააპის: გამოჩნდის: მუნ: ბროლი: გამომჭუირვალი:

839. ჱე: ჩემო: ესე: უსტარი: არს: ჩემგან: მონაღუაწები: ტანი: კალმად: მაქუს: კალამი: ნაღველსა: ამონაწები: მე: გული: შენი: ქაღალდად: გულსავე: ჩემსა: ვაწები: გულო: შავგულო: დაბმულო: ნუ: აეშვები: აწ: ები:

840. ხედავცა: ჩემო: სოფელი: რათა: საქმეთა: მქმნელია: რაზომცა: ნათობს: სინათლე: ჩემთვის: ეგრეცა: ბნელია: ბრძენნი: იცნობენ: სწუნობენ: მით: მათგან: საწუნელია: უშენოდ: ჩემი: სიცოცხლე: ვაიმე: რა: დიდი: ძნელია:

841. ხედავ: ჩემო: ვით: გაგუყარნა: სოფელმან: და: ჟამმან: კრულმან: ვეღარ: გნახე: საყუარელი: მხიარული: მხიარულმან: ნეტარ: რა: ქნას: უშენომან: გულმან: შენგან: დალახრულმან: გაგიცხადა: დამალული: გონებამან: დაფარულმან:

842. შენმან: მზემან: აქანამდის: შენ: ცოცხალ: არ: მეგონე: ჩემი: მეთქუა: გარდასრულდა: სიცოცხლე: და: ყოვლი: ღონე: აწ: რა: მესმა: შემოქმედი: ვადიდე: და: ღ~თსა: ვმონე: ჩემი: ყუელა: აქამდისი: ჭირი: ლხინსა: შევაწონე:

843. შენი: სიცოცხლე: მეყოფის: ჩემად: იმედად: გულისად: გულისა: ერთობ: წყლულისა: და: ასრე: დადაგულისად: მომიგონებდი: გაჴსოვდი: მე: შენთვის: დაკარგული: სად: ვზი: მზრდელად: სიყუარულისა: მის: ჩემგან: დანერგულისად:

844. სხუად: ჩემო: ჩემი: ამბავი: ჩემგან: არ: მოგეწერების: ენა: დაშურების: მოსმენით: არვისგან: დაიჯერების: ფატმან: წამგუარა: გრძნეულთა: ღ~თიმცა: მას: ეტერების: აწ: კულა: ქნა: იგი: სოფელმან: რაცა: მას: შეეფერების:

845. აწ: სოფელმან: უარესი: ჭირი: ჭირსა: დამისართა: არ: დასჯერდა: ბედი: ჩემი: მას: პატიჟთა: მრავალ: გუართა: კულაცა: მიმცა: შესაპყრობლად: ქაჯთა: ძნელად: საომართა: ბედმან: გუიყო: ყუელაკაი: ჩემო: რაცა: დაგუემართა

846. ციხეს: ვზი: ეგზომ: მაღალსა: თუალნი: ძლივ: შემოსწუდებიან: გზა: გვირაბითა: შემოვა: მცველნი: მუნ: ზედა: დგებიან: დღისით: და: ღამით: მოყმენი: ნობათსა: არ: დასცდებიან: მათთა: შემბმელთა: დაჰჴოცენ: მართ: ცეცხლად: მოედებიან:

847. ნუთუ: ესენი: გეგონნეს: სხუათა: მებრძოლთა: წესითა: ნუცა: მე: მომკლავ: ჭირითა: ამისგან: უარესითა: შენ: მკუდარსა: გნახავ: დავიწვი: ვითა: აბედი: კუესითა: მოგშორდი: დამთმე: გულითა: კლდისაცა: უმაგრესითა:

848. შენ: საყუარელო: ნუ: სჭმუნავ: ჭმუნვითა: ამისთანითა: ჩემი: სთქუა: სხუათა: მიხუდების: იგი: ალვისა: ტანითა: არამ: სიცოცხლე: უშენოდ: ვარ: აქამდისცა: ნანითა: ან: თავსა: კლდეთა: ჩავიქცევ: ანუ: მოვჰკვდები: დანითა:

849. შენმან: მზემან: უშენოსა: ვერვის: მიხუდეს: მთვარე: შენი: შენმან: მზემან: ვერვის: მიხუდეს: მოცავიდენ: სამნი: მზენი: აქა: თავსა: გარდავიქცევ: ახლოს: მახლავს: დიდნი: კლდენი: სული: ჩემი: შეივედრე: ზეცით: მომხვდენ: ნუთუ: ფრთენი:

850. ღ~თსა: შემვედრე: ნუთუ: კულა: დამჴსნა: სოფლისა: შრომასა: ცეცხლსა: წყალსა: და: მიწასა: ჰაერთა: თანა: ძრომასა: მომცეს: ფრთენი: და: ავფრინდე: მივხვდე: მას: ჩემსა: ნდომასა: დღისით: და: ღამით: ვხედვიდე: მზისა: ელვათა: კრთომასა:

851. მზე: უშენოდ: ვერ: იქნების: რადგან: შენ: ხარ: მისი: წილი: გაღანამცა: მას: იახელ: მისი: ეტლი: არ: თუ: წბილი: მუნა: გნახო: მანდვე: გსახო: განმინათლო: გული: ჩრდილი: თუ: სიცოცხლე: მწარე: მქონდა: სიკუდილიმცა: მქონდა: ტკბილი:

852. მე: სიკუდილი: აღარ: მიმძიმს: შემოგვედრებ: რადგან: სულსა: მაგრა: შენი: სიყუარული: ჩავიტანე: ჩამრჩა: გულსა: მომეგონოს: მოშორვება: მემატების: წყლული: წყლულსა: ნუცა: მტირ: და: ნუცა: მიგლოვ: ჩემო: ჩემსა: სიყუარულსა:

853. წადი: ინდოეთს: მიმართე: არგე: რა: ჩემსა: მშობელსა: მტერთაგან: შეიწრებულსა: ყოვლგნით: ჴელ: აუპყრობელსა: გულსა: ალხინე: ჩემითა: მოშორვებისა: მთმობელსა: მომიგონებდი: მტირალსა: შენთვის: ცრემლ: შეუშრობელსა: