... (S-4997), XIX ს.

911. ლომო და მზეო ესეა მიზეზი ჩვენ აქა დგომისა დაბრუნდეთ გვეცემის ზიანი ას საზომისა შევიდეთ ვაი თუ დაგვხოცნენ ძალი არა გვაქვს ომისა ვერ ვდგევართ ვერცა წავსულვართ ღონე წაგუსულია რჩომისა

912. ყმამან უთხრა ვინცა სჭმუნავს ცუდია და ცუდათ სცთების რაცა მოვა საქმე ზენა მამავალიარ აგვცთების მე მივინდობ სისხლთა თქვენსა შემოვისხამ დაცამწვთების ვინცა გებრძვის ჴრმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვთების

913. მოქარავნენი აივსნენ სიხარულითა დიდითა თქვეს ყმა ვინმეა ჭაბუკი არ ჩვენებრვე რიდითა აქვს თავისაგან იმედი ვიყვნეთ გულითა მშვიდითა შევიდეს ჩასხდეს ხომალდსა გამართეს ზღვისა კიდითა

914. სიამოვნისა დარითა იარეს არ სიძნელითა მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა მის ნახავს ნავთა სალეწლად სახნისი ჰგია ძელითა

915. კიოდეს და მოდიოდეს იზახდეს და ბუკსა ჰკრესა შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა ყმამან უთხრა ნუ იშიშვით თქვენ ამათსა სიალფესა ანუ დავხოც ამ ყველასა ან სიკვდილი ჩემი დღეს ა

916. უგანგებოდ ვერას მიზმენ შეცამებნენ ხმელთა სპანი განგებაა არ დავრჩები ლახვარნია ჩემთვის მზანი ვერ მიხსნიან ვერ ციხენი ვერ მოყვასნი ვერცა ძმანი ვინცა იცის ესე ასრე ჩემებრვეა გულოვანი

917. თქვენ ვაჭარნი ჯაბანნი ხართ ომისაცა უმეცარნი შორს ისრითა არ დაგხოცნენ ჩაიხრჩენით თანა კარნი მარტო მნახეთ ვით შევიბა ვით ვიხმარნე ლომნი მკლავნი მეკობრესა ნავისანი სისხლნი ნაჴეთ მონაღვარნი

918. ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა მას ჴელთა კეტი რკინისა ჰქონდა ხელითა ცალითა ნავისა თავსა გულითა წადგა შიშ შეუალითა ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა მტერნი დახოცნა ხმალითა

919. კიოდეს იგი ლაშქარნი ჴმა მათი არ გასწყდებოდა აძგერეს ძელი რომელსა ზედა საჴნისი ჰგებოდა მას ვერა ავნეს ლომ გულსა ვინ ახლოს მოუდგებოდა ყმა ნავის თავსა უშიშრად წვე დგა არ თურე კრთებოდა

920. ძელი მოსტეხა ავთანდილ დარჩა ნავ დაულეწელი შეშინდეს იგი ლაშქარნი გზა ძებნეს გარდსახვეწელი ვეღარ გარდესწრნეს გარდუხტა მტერთა მი და მო მლეწელი არ დარჩა კაცი ცოცხალი მუნ მისგან დაუფრეწელი

921. მათ ლაშქართა გულ უშიშრად ასრე ხოცდა ვითა თხასა ზოგნი ნავსა შეანარცხის ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა ერთმანერთსა შემოსტყორცის გაურევნის ტვინი თმასა დამალულნი მკვდართა შუა იმალვიან მალვენ ჴმასა

922. გაუმარჯვდა ომი მათი ვითა სწადდა გულსა მისსა ზოგთა ჰკადრეს ზენაარი ნუ დაგვხოცო შენსა სჯულსა არ დახოცნა დაიმონა დარჩომოდა რაცა წყლულსა მართლად იტყვის მოციქული შიში შეიქს სიყვარულსა

923. კაცო ძალსა ნუ იკვეხი ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრუალი არას გარგებს ძლიერება თუ არ შეგწევს ღ~თისა ძალი დიდთა ხეთა მოერევის მცირე დასწვავს ნაბერწკალი ღ~თი გფარავს სწორად გაჰკვეთს შეშა ვის ჰკრა თუნდა ხმალი

924. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ნახნა ნავი ნავსა შეატყუბნა ქარავანსა დაუზახნა უსამ ნახა მხიარულმან გაეხარნეს არ იახნა ჰკადრეს ხოტბა ქებად მისად სასახავნი დიდნი სახნა

925. ავთანდილის მაქებელთა ათასიმცა ენა უნდა ვერცა მათ თქვეს ნაომრობა როგორ ტურფად დაუშვენდა ქარავანმან იზრიალა თქვეს უფალო მადლი შენდა მზემან შუქნი შემოგვადგნა ღამე ბნელი გაგვითენდა

926. მოეგებნეს, აკოცებდეს თავსა პირსა ფერჴთა ჴელსა ჰკადრეს ქება უსაზომო მას ტურფასა საქებელსა მისი ჭვრეტა გააშმაგებს კაცსა ბრძენსა ვითა ჴელსა შენგან დავრჩით ჩვენ ყველანი ფათერაკსა ეზომ ძნელსა

927. ყმამან უთხრა მადლი ღ~თსა შემოქმედსა არსთა მხედსა ვისგან ძალნი ზეციერნი გააგებენ აქა ქნადსა იგი იქმნას ყუელაკასა იდუმალსა ზოგსა ცხადსა ხამს ყოვლისა დაჯერება ბრძენი ჯერა მოწევნადსა

928. ღ~თნ სულსა ეგოდენსა თქუენ გათნივა სისხლი თქვენი მე გლახ რა ვარ მიწა ცუდი თავით ჩემით რამცა ვჰქენი აწ დავხოცენ მტერნი თქუენნი გავასრულე რაცა ვთქვენი ნავი სრულად საქონლითა მამიღია ვითა ძღვენი

929. ამოა კარგსა მოყმესა რა ომი გამარჯვებოდეს ამხანაგთათვის ეჯობნოს ვინცა მას თანა ხლებოდეს მიულოცვიდენ აქებდენ მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს შვენოდეს დაკოდილობა ცოტაი რამე ვნებოდეს

930. იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ნახეს არ ახვალეს მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დათვალეს მათსა ნავსა გარდმოიღეს ნავი სრულად გარდმოსცალეს დალეწეს და ზოგნი დაწვეს შეშა დრამად არ გაცვალეს