... (S-4997), XIX ს.

836. თვე ერთისა მოშორება მზისა ზამთრის გაგვამცივებს მე გლახ ორნი დამიყრიან გული ამად რად არ ივნებს მაგრა კლდესა არა შესწონს არაოდეს არ ატკივნებს წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს გაჰკვეთს ანუ გაასივნებს

837. იტყვის თუ ჩემი ჴელქმნული ღ~თო მზედაცა დარია ვინ პირი მგზავსად მთვარესა შეჰქმნა და შეცადარია უმისოდ სულდგმულობასა გული მით შეცადარია ვაი სიცოცხლისა სოფელმან აროდეს არ დამცდარია

აქა ავთანდილ ვარსკვლავთა მიმავალი ეუბნების თავის ბუნებასა

838. მიმავალი ცასა შესტირს ეუბნების ეტყჳს მზესა აჰა მზეო გიაჯები შენ უმძლევთა მძლეთა მძლესა ვინ მდაბალთა გაამაღლებ მეფობასა მისცემ სვესა მე ნუ გამყრი საყვარელსა ნუ შემიცვლი ღამედ დღესა

ამას სევდიანთა ეტლად იტყვიან

839. მოი ზუალო მამიმატე ცრემლი ცრემლსა ჭირი ჭირსა გული შავად შემიღებე სიბნელესა მიმეც ხშირსა შემოჰყარე კაეშანი ტვირთი მძიმე ვითა ვირსა მას უთხარ თუ ნუ გასწირავ შენია და შენთვის ტირსა

ამას მოწყალეთა და სნეულთა ეტლად იტყვიან

840. მოი მთვარეო შემიბრალე ვილევი და შენებრ ვმჭლდები მზე გამავსებს მზევე გამლევს ზოგჯერ ვჭლდები ზოგჯერ ვმჭლდები მას უამბენ სჯანი ჩემნი რა მჭირს ანუ როგორ ვბნდები მიდი უთხარ ნუ გამწირავ მისი ვარ და მისთვის ვჰკუდები

841. აჰა მმოწმობენ ვარსკულავნი შვიდნივე მემოწმებიან მზე ოტარიდი მუშთარი და ზვალ ჩემთვის ბნდებიან მთვარე ასპიროზ მარიხი მოვლენ და მოწმად მყვებიან მას გააგონენ რანიცა ცეცხლი უშენოდ მდებიან

842. აწ გულსა ეტყვის ვითამცა გდის ცრემლი არ გაგჴმობია რას გარგებს მოკლვა თავისა ეშმა ძმად თურე გძმობია მეც ვიცი ჩემსა ხელმქმნელსა თმად ყორნის ბოლო სთმობია მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ ლხინი რა დასათმობია

843. თუ დავრჩეო ესე მიჯობს სიცოცხლისა იტყვის თუსა ნუთუ მამხვდეს ნახვა მზისა ნუ ვიძახი მიწყივ უსა მიიმღერის ხმასა ტკბილსა არ გასწყვეტდის ცრემლთა რუსა მისსა ხმისა თანა ხმაცა ბულბულისა ჰგვანდის ბუსა

844. რა ესმოდის მღერა ყმისა სმენად მჴეცნი მოვიდიან მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან ისმენდიან გაკვირდიან რა ატირდის ატირდიან იმღერს ლექსთა საბრალოთა ღვარისაებრ ცრემლნი სდიან

845. მოვიდიან შესამკობლად ქვეყნით ყოვლნი სულიერნი ტყით ნადირნი წყალში თევზნი ზღვით ნიანგნი ცით მფრინველნი ინდო არაბ საბერძნეთით მაშრიყით და მაღრიბელნი რუსნი სპარსნი მოფრანგენი და მისრეთით მეგვიპტელნი

აქა ავთანდილისაგან ფრიდონისას მისვლა ტარიელს რომ გაეყარა

846. ყმა მტირალი სამოცდათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა შორით ნახა მენავენი მოდიოდეს შიგან ზღვასა მოიცადა ჰკითხა ვინ ხართ თქვენ ამისა გნუკევ თქმასა ეს სამეფო ვისი არის ან ჰმორჩილობს ვისსა ჴმასა

847. მათ მოახსენეს ტურფაო სახით და ანაგებითა გვეუცხოვე და გვეკეთე მით გეუბნებით ქებითა აქამდის მზღვარი თურქთაა მომზღვრე ფრიდონის მზღვრებითა ჩვენცა ვისი ვართ გიამბობთ თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა

848. ნურადინ ფრიდონ მეფეა ამა ქვეყნისა ჩვენისა მოყმე მხნე უხვი ძლიერი ფიცხლად მამხტომი ცხენისა ვნება არავის არ ძალუც მის მზისა ოდნად მშვენისა იგია ჩვენი პატრონი მგზავსი ცით შუქთა ფენისა

849. ყმამან უთხრა ძმანო ჩემნო კარგთა კაცთა გარდგეკიდე მე მეფესა თქვენსა ვეძებ მასწავლეთ თუ სით წავიდე რა ვიარო ოდეს მიხვალ ან გზასა აქვს რა სიდიდე მენავეთა უწინამძღურეს არ დააგდეს ზღვისა კიდე

850. მოახსენეს ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი მუნ დაგვხვდების მეფე ჩვენი მშვილდ ფიცხელი მახვილ ხმალი აქადაღმე ათ დღე მიხვალ ნაკვთად სარო ფერად ლალი ვაჰ რად დაგუწვენ უცხოდ უცხომ რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი

851. ყმამან უთხრა მიკვირს ძმანო რად ხართ ჩემთვის გულ მოკლულნი ანუ ეგრე ვით გეკეთნეს ზამთრის ვარდნი ფერ ნაკლულნი თქვენმცა მაშინ გენახენით ლაღნი ვდეგით არ საპყრულნი ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენით ჩვენგან სხდიან მხიარულნი