... (S-4997), XIX ს.

1027. რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი ერთმან ტანსა აიხადა მისცა მისი ჩასაცმელი სხვანი კარნი გამოარნეს იჯარვოდა დარბაზს მსმელი დარჩა მთვარე გველისაგან გავსებული ჩაუნთქმელი

1028. მონანიცა გარდეხვეწნეს გაიპარნეს მასვე თანა ქალმან კარსა დამირეკა ფატმანობა ჩემი ბრძანა გაველ ვიცან მოვეხვივე გამიკვირდა მეცა განა შინა ყოლა არ შემომყვა რად მაწვეო შემანანა

1029. მიბრძანა თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა ვეღარ დამმალავ გამიშვი ფიცხლად გამგზავნე ცხენითა სადამდის სცნობდეს ჴელმწიფე კაცთა მამწევდეს რბენითა

1030. შევე ფიცხლად საჯინიბოს ავხსენ ცხენი უკეთესი შეუკაზმე ზედან შევსვი მხიარული არა მოკვნესი ჰგვანდა ოდეს ლომსა შეჯდეს მზე მნათობთა უკეთესი წახდა ჩემი ჭირნახული ვერ მოვიმკი რაცა ვსთესი

1031. დღე მიიყარა ხმა გახდა მოვიდა მისი მდევარი მოიცვეს შინა ქალაქი შეიქნა მოსაწევარი მე მკითხეს უთხარ თუ ჰპოვოთ მუნ სახლსა სადა მე ვარი მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღვევარი

1032. მონახეს ვერა შეიგნეს შეიქცეს დაწბილებულნი მას აქათ იგლოვს ჴელმწიფე და ყოვლნი მისნი ხლებულნი დახედენ დარბაზის ერთა შევლენ ისფრითა ღებულნი მზე მოგვეშორა მას აქათ ჩვენ ვართ სინათლე კლებულნი

1033. მის მთვარისა სადაობა კვლავ გიამბო საქმე კულაცი აწ უწინა ესე გითხრა რას მექადდა ისი კაცი მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი იგი იყო ჩემი ვაცი კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი

1034. მით არ ვჯერ ვარ ქმარსა ჩემსა მჭლე არის და თვალად ნასი იგი კაცი ჩაშნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი არ მაცვია თუცა ფლასი ახ ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტა ერთი თასი

1035. ესე ამბავი მასთანა ვთქჳ დიაცურად ჴელურად ჩემსავე მოსლვა მის მზისა და გაპარება მელურად გამჟღავნებასა მექადდა არ მოყვარულად მტერულად აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ იშ თავი ვიჴსენ მე სრულად

1036. დამექადის რაზომჯერცა წავიკიდნით თავის წინა ოდეს მეხმე არ მეგონა მე იმისი ყოფა შინა მოსრულ იყო მოსლვა ეთქხა შენცა მოხველ შემეშინა ამად გკადრე ნუ მოხვალო მოგაგებე მონა წინა

1037. აღარ დაბრუნდით მოხვედით შუქნი თქვენ ჩემთვის არენით შეიყარენით ორნივე ჩემზედან დაიჯარენით ამად შევშინდი ღონენი ვეღარა მოვაგვარენით იმას გლახ ჩემი სიკუდილი გულითა სწადდა არ ენით

1038. თუმცა ისი არ მოგეკლა მისრულიყო დარბაზს მითა შემასმენდა ჯავრიანი გული ედვა ცეცხლებრ წვითა მეფე მწყრალი გარდასწმენდდა სახლსა ჩემსა გარდაგვითა შვილთა ღ~თო დამაჭმევდა დამქოლვიდა მერმე ქვითა

1039. მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს მადლსა გკადრებდე მე რასა რომელმან დამხსენ მშვიდობით ამა გველისა მზერასა აწ ამას იქით ვნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა აღარ ვიშიშვი სიკვდილისა ჰაი ჰაი ჩავიჭერ რასა

1040. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის წიგნსაცა აგრე სწერია მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგანც უფრო მტერია არ მიენდობის გულითა თუ კაცი მეცნიერია ნუღარ იშიშვი იმისგან აწ იგი მკუდართა ფერია

1041. იგივე მითხარ მას აქათ ქალი გაგზავნე შენ ოდეს რაცაღა გეცნას ამბავი ანუ რა მისი გსმენოდეს კვლავ იტყვის ფატმან ტირილით და თვალთა ცრემლი სდენოდეს წახდესო შუქი რომელი მზისაებრ ველთა ჰფენოდეს

1042. აწ მოგახსენო ამბავი წაყვანა მისი ვისაგან რაცა მას აქეთ მსმენია მნახველთა კაცებისაგან ყველას წრილად მოგახსენებ გულიცა მედვას ქვისაგან თქვენცა სცნობთ მისსა ამბავსა თუ გარჯილობა გზისაგან

აქა ამბავი ნესტან დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა ფატმანისაგან მბობა ავთანდილთანა

1043. ჰე საწუთროო სიცრუვითა თავი სატანას ადარე შენი ვერავინ ვერა ცნას შენი სიმუხთლე სად არე პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ სად არე მით ვხედავ ბოლოდ სოფელსა ოხრად ჩანს ყოვლი სადარე

1044. ფატმან იტყვის მამეშორა მზე მნათობი სრულად ხმელთა სიცოცხლე და სულდგმულობა მონაგები ჩემთა ჴელთა მას უკანით გაუწყვეტლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა ვერ გავახმე წყარო ცრემლთა თვალთა ჩემთა გარდმომღვრელთა

1045. ფატმან თქვა შვილნი მამძულდა ვჯდი უგულოსა გულითა მას ვიგონებდი მღვიძარე რა მიმეძინის ლულითა უსენ გამტეხი ფიცისა მიჩანს უსჯულოთა სჯულითა ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა