... (S-4997), XIX ს.

931. ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთვლილობა “შენგან ვართ გამაგრებულნი ჩვენ ვიცით ჩვენი ფლიდობა რაცა გვაქვს იგი შენია ამას არ უნდა ცილობა რასაცა მოგვცემ გვიბოძე გვიქნია აქა ყრილობა

932. ყმამან შესთვალა ჰე ძმანო წეღანცა მოგისმენია ღ~თსა შეესმა, ნაკადი რაცა თქუენ თვალთა გდენია მან დაგარჩინნა, მე რა ვარ მე, გლახ რა მამილხენია რა გინდა მამცეთ რას ვაქნევ მე ვარ და ჩემი ცხენია

933. მე თუცა რაცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი ჩემსაცა მქონდა ურიცხვი უსახო ლარ საგებელი რას ვაქნევ თქვენსა რასგინდა ოდენ ვარ თქვენი მხლებელი სხვაგან რამე მიც სხვა საქმე თავისა წასაგებელი

934. აწე რაცა აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი რაცა ვის გინდა წაიღეთ არვისი ვიყო მლალავი ერთსა ვიაჯი მიაჯეთ სააჯო არ საკრძალავი საქმე რამე მიც თქვენშია თავისა დასამალავი

935. ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით არ თქუენსა პატრონობასა თვით თავადია ჩვენი თქვა ნუ მიჴმობთ ჭაბუკობასა მე სავაჭროსა ჩავიცვამ დავიწყებ ჩუბაჩობასა თქუენ შემინახეთ ნამუსი თქვენსა და ჩემსა ძმობასა

936. ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს მეტად დია მოვიდეს და თაყუანისცეს ჰკადრეს ჩვენი იმედია რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა იგი თქვენვე გიაჯია მას ვმსახუროთ ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია

937. მუნით წავიდეს იარეს არ თურე ხანსა ზმიდიან მიხვდეს ტაროსსა ამოსა ნიადაგ ამოდ ვლიდიან [………………………………………………………] [………………………………………………………]

938. ერთმანერთი მოიკითხეს შევიდეს და დასხდეს შინა ფატმან ხათუნს მოსვლვა მისი ეტყობოდა არ ეწყინა [……………………………………………………………] […………………………………………………………….]

939. ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე არ ყმაწვილი მაგრა მზმელი ნაკვთად კარგი შავ გრემანი პირ მსუქანი არ პირჴმელი მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული ღვინის მსმელი დია ედვა სასალუქო დასაბურავ ჩასაცმელი

940. მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა მიმღებელთა თქვეს თუ ვარგა ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს ღ~თო არ დაკარგა სვეს და ჭამეს დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარ გა

941. დილასა ლარი ყველაი უჩვენა გაახსნევინა ტურფანი სეფედ გარდასხეს ფასიცა დაათვლევინა ვაჭართა უთხრეს წაიღეთ აჰკიდა გააწევინა თქვა ვითა გინდა ვაჭრობდით ნუ გაამჟღავნებთ მე ვინა

942. ყმა ვაჭრულად იმოსების არ ჩაიცვამს არა მისსა ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა ზოგჯერ იყვის ფატმანისსა ერთგან სხდიან უბნობდიან საუბარსა არა მქისსა ფატმანს ჰკვლიდა უმისობა რამინისა ვითა ვისსა

აქა ფათმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება წიგნის მიწერა და გაგზავნა მასთანა

943. სჯობს სიშორე დიაცისა ვისგან ვითა დაითმობის გილისღებს და შეგიკვეთებს მიგინდობს და მოგენდობის მართ ანაზდად გიღალატებს გაჰკვეთეს რაცა დაესობის მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის

944. ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა სიყვარული მეტის მეტი მაემატა ცეცხლებრ სწვიდა დამალვასა ეცდებოდა მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა იტყვის რა ვქნა რა მერგების აწვიმებდა ცრემლთა ღვრიდა

945. მიღმა უთხრა ვაი თუ გასწყრეს შეჴედვაცა დამიძვირდეს თუ არა ვთქუა გავსძლებ ცეცხლი არა უფრო გამიხშირდეს ვთქვა მოვკვდე და ანუ დავრჩე ერთი რამე გამიპირდეს მას მკურნალმან როგორ ჰკურნოს თუ არ უთხრას რაცა სჭირდეს

946. დაწერა წიგნი საბრალო მის ყმისა მისართმეველი მისისა მიჯნურობისა მისთა პატიჟთა მცნეველი მისთა მსმენელთა გულისა შემძრველი შემარჴეველი უსტარი შესანახავი არ ცუდად დასახეველი

აქა წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნუროდ მიწერილი

947. ჱე მზეო ღ~თსა ვინადგან მზედ სწადდი დასაბადებლად მით შენგან მოშორვებულთა ლხინად არ ჭირთა მწადებლად ახლოს შემყრელთა დამწველად მათგან ცეცხლისა მადებლად მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩანს დასაქადებლად

948. შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი შენთვის საბრალოდ ბნდებიან ვარდი ხარ მიკვირს ბულბულნი რად არა შენზედ კრფებიან შენი შვენება ყვავილთა აჭკნობს და ჩემნიც ჭკნებიან სრულად დამწვარვარ თუ მზისა შუქნი არ მამესწრებიან