... (S-4997), XIX ს.

797. ასმათ თქვა ღ~თო რომელი არ ითქმი კაცთა ენითა შენ ხარ სავსება ყოველთა აღგვავსებ მზეებრ ფენითა გაქო ვით გაქო რა გაქო არ საქებელო სმენითა დიდება შენდა არ მამკალ ამათთვის ცრემლთა დენითა

798. ტარიელ იტყვის ჰე დაო მით ცრემლი აქა მდენია საწურთო ნაცულად გვატირებს რაც ოდენ გაგვიცინია ძველი წესია სოფლისა არ ახლად მოსასმინია ვაი შენი ბრალი დავ თვარე სიკვდილი ჩემი ლხინია

799. სწყუროდეს წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო ცნობილი მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს რად ვარ ცრემლითა ლტობილი უწყლობა ჰკლავს წყალი სდის არ ოდეს არ გაჴმობილი ვაი წარჴდა ვარდი პობილი ვაი მარგალიტი წყობილი

800. ავთანდილსაც მოეგონა მისი მზე და საყუარელი იტყვის ჩემო ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი შენ არ გახლავ ჩემი ჩემთვის სიცოცხლია სანანელი გითხრამცა ვით რა მჭირს რა ცეცხლი მწვავს როგორ ძნელი

801. ვარდი ამას ვით იაზრებს მზე მოშორდეს, არ დავჭკნეო ანუ ჩვენ გლახ რა გვერგების რა ჩასვენდეს გორსა მზეო გულო გიჯობს გაუმაგრდე თავი სრულად გააკლდეო ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი სულთა სრულად ნუ დალეო

802. სული დაიღეს დადუმდეს ორთავე ცეცხლი სდებოდა ასმათი შეჰყვა შევიდა მათებრვე ცეცხლი გზნებოდა დაუგო ტყავი ვეფხისა რომე კვლა მიწყივ ჰგებოდა ორნივე დასხდეს უბნობდეს რაცა მათ იამებოდა

803. მწვადი შეწვეს შეიქმნა პურობა მგზავსი ჟამისა მუნ უპურობა პურობა არს სიდიადე ჯამისა მას შეეხვეწნეს ჭამეო ძალი არ ჰქონდა ჭამისა გაცოხნის ლუკმა გასტყორცის წონა ძლივ ჩანთქის დრამისა

804. ამოა რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს მან გაუგონოს რაცა თქვას არ ცუდად წაუჴდებოდეს ცოტად ეგრეცა დაგვავსებს ცეცხლი რაზომცა ზდებოდეს დიდი ლხინია ჭირთა თქმა თუ კაცსა მოუჴდებოდეს

805. მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი იგი გმირნი იუბნეს და გააცხადეს თავისთავის მათნი ჭირნი რა გათენდა კულავ დაიწყეს საუბარნი სიტყუა ჴშირნი ერთმანეთსა გაუგონეს ფიცი პირველ დანაპირნი

806. ტარიელ ეტყჳს რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა რაცა შენ ჩემთვის გიქნია ღ~თია მზღველი ვალისა კმარა ზენაარი ზენარად არ ნაქმარია მთრუალისა არ დავიწყება მოყვრობა მოყურისა წამავალისა

807. აწ შემიწყალე ნუ დამწვავ კულავ წვითა უცხელესითა მე რომე ცეცხლი მედების არ ნაგზებია კვესითა ვერ დამშრეტ შენცა დაიწვი სოფლისა ქნისა წესითა წადი დაბრუნდი შეიქეც მუნითვე შენი მზე სითა

808. ვინ დამბადა განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად ვისცა გესმის გაიგონეთ მით გაჭრილვარ ჴელი ველად რაცა მართებს გონიერთა ერთხელ ვიყავ მეცა მქნელად აწ ნობათი ჴელობისა მამხვდომია მით ვარ ხელად

809. ავთანდილ ეტყვის რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა შენვე სთქჳ ეგე სიტყუაო კაცისა ბრძნად სწავლულისა ღ~თსამცა ვით არ შეეძლოს კულავ განკურნება წყლულისა იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ დათესულისა

810. ღ~თსამცა ესე რად ექმნა ეგეთნი დაებადენით აღარ შეგყარნა გაგყარნა ჴელი გქმნა ცრემლთა დადენით სდევს ფათერაკი მიჯნურსა გასჭვრიტეთ გაიცადენით თქვენ ერთმანერთი არ მოგხვდეს მე სულნი ამომჴადენით

811. ნეტარ მამაცი სხვა რაა არ გასძლოს რაცა ჭირია ჭირსა გადრეკა რად უნდა რა სასაუბრო პირია ნუ გეშის ღ~თი უხვია თუცა სოფელი ძვირია რაცა მიწვრთიხარ იწვართე გკადრო უწვრთელი ვირია

812. თუ რა გესმის გაიგონე ესე კმაა სწავლა სწავლად ჩემსა მზესა დავეთხოვე თქუენს წინაშე წამოსავლად მოვახსენე რადგან ჩემი შეუქმნია გული ავლად არას ვარგებ არ დავდგები სხვა ვიუბნა რაღა მრავლად

813. მან მიბრძანა მადლიერ ვარ კარგად ხარ და მამაცურად შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად მისის კითხვით წამოსრულვარ არ მთვრალ ვარ და არ მახმურად აწ შევიქცე რა უამბო რად მოხველო ჯაბან ჴდლურად

814. მაგ საუბარსა ესე სჯობს ისმინე ჩემი თხრობილი მქნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყოს ცნობილი ვერას ვერ შეიქს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭკნობილი შენ ვერას ირგებ მე მარგებ ძმა ძმისა უნდა ძმობილი

815. სადაცა გწადდეს მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა გწადდეს გულითა ბრძენითა გწადდეს ცნობითა შმაგითა მაგა ქცევითა ტურფითა ანაგებითა ნაგითა ოდენ გამაგრდი არ მოჰკუდე არ დასდნე ცეცხლთა დაგითა

816. ამის მეტსა არას გნუკევ წელიწადსა ერთსა მგზეფსა აქავ ქვაბსა მამნახვიდი მე ამბავსაა ყოვლგნით მკრეფსა ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ დროსა ამას ვარდ იეფსა ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს მართ ვითამცა ძაღლი ჰეფსა