... (S-4997), XIX ს.

852. იგი წავიდა დაბრუნდა ყმა გზასა თავის წინასა ვისი გავს ტანი საროსა და ვისი გული რკინასა მიაცურვებს და მიუბნობს მოსთქვამს მისსავე ლხინასა ნარგისი ქუხან ცრემლსა სწვიმს ჩარცხის ბროლსა და მინასა

853. ვინც გზას ნახნის უცხონი მსახურებდიან ჰყმობდიან მოვიდოდიან საჭვრეტლად მას ზედა სტრფიალობდიან ეძნელებოდისთ გაშვება გაყრასა ძლივ დასთმობდიან გზის ყულაოზი მისციან ჰკითხის რა უამბობდიან

854. მულღაზანზარს მიეახლა ადრე დალევს გზასა გრძელსა მინდორს ნახა სპა ლაშქართა და ნადირთა ჰგვანდეს მსურელსა ყოვლგნით ალყა შემოეკრა მოსდგომოდეს გარე ველსა ისვრიდიან იზახიან მჴეცთა სჭრიან ვითა მჭელსა

855. კაცი ემთხვია მას ჰკითხა ამბავი მის ლაშქარისა უბრძანა ისი ვისია ხმა ზათქისა და ზარისა მან უთხრა ფრიდონ ჴელმწიფე მეფე მულღაზანზარისა იგი ნადირობს შეუკრავს ნაპირი ველ შამბნარისა

856. მათ ლაშქართაკენ წავიდა მით უსახოთა ქცევითა გამხიარულდა შვენება მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა მისთა შემყრელთა დააზრობს შემყრელთა დასწვავს მზე ვითა ვინც ნახოს მჭვრეტელთა აახლებს ტანი ლერწამობს ხე ვითა

857. მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა ყმამან ცხენი შეუტევა გაამაყდა არ შეშინდა შესტყორცნა და ჩამოაგდო დაეცა და სისხლი სდინდა გარდახდა და ფრთენი დასჭრნა წყნარად შეჯდა არ აქშინდა

858. იგი რა ნაჴეს მესროლნი სროლასა მოეშლებოდეს ალყა დაშალეს მოვიდეს მოეხვეოდეს ბნდებოდეს იქით და აქათ უვლიდეს ზოგნი უკანა ჰყვებოდეს ვერცა ჰკადრებდეს ვინ ხარო ვერცა რას ეუბნებოდეს

859. მინდორსა შიგან გორი დგა ფრიდონ მას ზედა დგებოდა ღირსი მას თანა სროლასა ორმოცი კაცი ხლებოდა მუნ დაემართა ავთანდილ მას თანა ყოლბი ჰყვებოდა ფრიდონს უკვირდა რა ქნესო მისთა სპათათვის წყრებოდა

860. ფრიდონ მონა გამოგზავნა წა ნახეო ისი სპანი რა ქნეს ალყა რად დაშალეს სად წადიან ვითა ბრმანი მონა ფიცხლავ მოეგება ნახა სარო მორჩი ტანი დადგა თვალნი გაურეტდა დაავიწყდეს სიტყვის თქმანი

861. ავთანდილ ცნა თუ იგია მოამბედ ჩემად რებული უთხრა რქვი შენსა პატრონსა ეს ჩემი დავედრებული ვარ უცხო ვინმე ღარიბი სამყოფთა მოშორვებული ძმად ფიცი ტარიელისა თქვენს წინა მოგზავნებული

862. მონა წავიდა ფრიდონის თხრობად ამბვისა მისისად უთხრა მზე ვნაჴე მოსრული ჩანს მანათობლად დღისისად ვაზრობ იგიცა დაშმაგდენ თუ ბრძენთა ნახონ ისი სად ვარ ძმაო ტარიელისა შეყრად ფრიდონის მქისისად

863. რა ტარიელ მოისმინა ფრიდონს ჭირი უსუბუქდა თვალთა ცრემლნი გარდმოსცვივდეს გული უფრო აუჩუქდა მონაქროლმან ვარდი დაზრა წამწამთაგან ბუქი ბუქდა შეიყვარნეს ერთმანერთი მათგან იქო არ გაუქდა

864. ფიცხლავ იგი ქედი ჩავლო ჩაეგება ფრიდონ წინა რა შეხედა და ესე თქუა თუ არ მზეაო ისი ვინა მას მეტობდა რაცა ქება მონისაგან მოესმინა ერთმანერთსა გარდაუხდეს ლხინმან ცრემლი აფრქევევინა

865. მოეხვივნეს ერთმანერთსა უცხოობით არ დარიდონ თვით უსახოდ ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ რა მჭვრეტელთა იგი ნახონ მზე მათთანა გააფლიდონ მამკალ ბაზარს სხვა მათებრივ ივაჭრონ რა ანუ ჰყიდიონ

866. ფრიდონისებრნი მოყმენი ვინმცა ვით ვინ ეგებიან მაგრა მას ახლვან ქებანი მართ მეტი არ მიხვდებიან მზე უჩინოს იქს მნათობთა რა ახლოს შეიყრებიან დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი ჰკრთებიან

867. ცხენთა შესხდეს გაემართნეს ფრიდონისსა მივლენ სრასა დაიშალა ნადირობა მოეშალნეს მჴეცთა სრვასა ავთანდილის ჭვრეტად სპანი იქი აქათ იქმან ჯრასა თქვეს ასეთი ჴორიცელი შეუქმნია რაგვარ რასა

868. ყმა ფრიდონს ეტყჳს ისწრაფი ვიცი ამბისა თხრობასა გიამბო ვინ ვარ სით მოვალ ვინადგან ლამი ცნობასა ანუ სით ვიცნობ ტარიელს ანუ რად ვიტყჳ ძმობასა იგი ძმად მიხმობს ძმა ხარო თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა

869. მე ვარ ყმა როსტან მეფისა მოყმე არაბეთს ზრდილობით დიდი სპასპეტი სახელად მიხმობენ ავთანდილობით მე დიდებულთა დიდ გვართა ზრდილი მეფეთა შვილობით საკრძალავი და უკადრი მყოფი არვისგან ცილობით

870. დღესა ერთსა მეფე შეჯდა ნადირობას გამოვიდა მინდორს ვნახეთ ტარიელი ცრემლთა ღვრიდა ველთა რწყვიდა გაგვიკვირდა გვეუცხოვა ვაწვიეთ და არ მოვიდა ჩვენ გვეწყინა არ ვიცოდით მას თუ ცეცხლი როგორ სწვიდა

871. მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და სწყრებოდა მან უჭირველად დახოცნა ომი არ მისჭირდებოდა ზოგსა მხარ თეძო დალეწა და ზოგთა სული ხდებოდა მუნღა ცნეს ეტლი მთვარისა რომე არ დაბრუნდებოდა