... (S-4997), XIX ს.

1007. ვარქვი ჩემო განღა სადმე გეჴმარების ესე გვარი მათ მონათა ჴელთა მივეც იგი ტურფა მზისა დარი ცნა მეფემან მოეგება ჰკრეს ტაბლაკსა გახდა ზარი იგი მივა თავ მოდრეკით წყნარი არას მოუბარი

1008. ზედა მოატყდა მჭვრეტელი გახდა ზათქი და ზარები ვერ იჭირვიდეს სარაგნი მუნ იყო არ სიწყნარები იგი რა ნახა მეფემან საროსა მგზავსი ნარები გაჰკრთომით უთხრა ჱე მზეო აქა ვით მოიგვარები

1009. ვით მზემან მისნი მჭვრეტელნი შექნა თვალისა მფახველად მეფემან ბრძანა გამხადა ნახული მე უნახველად ღ~თისაგან კიდე ვიცნმ იყო კაცი ამისად მსახველად მართებს ამისთა მიჯნურსა ჴელნი თუ რბოდეს ახ ველად

1010. გვერდსა დაისვა ეუბნა ტკბილითა საუბარითა მითხარო ვინ ხარ ვისი ხარ მოსრული ვისთა გვარითა მან არა გასცა პასუხი პირითა მზისა დარითა თავ მოდრეკილი დაღრეჯით ქვე ზის ცნობითა წყნარითა

1011. არ ისმენდა მეფისასა რასა გინდა უბრძანებდა სხვაგან იყო გული მისი სხვასა რასმე იგონებდა ვარდი ერთგან შეეწება მარგალიტსა არ აღებდა მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა რასამცა ვინ იაზრებდა

1012. მეფე ბრძანებს რა შევიგნათ გული ჩვენი რათ ისხნების ამ ორთა კიდეგანთა აზრი არა არ იქნების ან ვისიმე მიჯნურია სიყვარული ეგონების მისგან კიდე არვისად სცალს ვეღარცავის ეუბნების

1013. ანუ არის ბრძენი ვინმე მაღალი და მაღლად მჴედი არცა ლხინი ლხინად უჩანს არცა ჭირი ზედა ზედი ვით ზღაპარი ასრე ესმის უბედობა თუნდა ბედი სხვაგან არის სხვაგან ფრინავს გონება უც ვითა ტრედი

1014. ღ~თნ ქნას შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული მე დავახვედრო ისი მზე და მისთვის დამზადებული მან ათქმევინოს ნუთუ რა ჩვენცა ვსცნათ გაცხადებული მუნამდის მთვარე შუქ კრთომით ჯდეს მზისა მოშორვებული

1015. ჴელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა გულოვანსა უებროსა ზნედ და თვალად შვენიერსა პირსა ტანსა მაშინ ლაშქარს წასრულიყო მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა მამა მისთვის ამზადებდა მას მნათობსა დასაგვანსა

1016. მოიღეს ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა

1017. მეფემან ბრძანა მოჰკაზმეთ საწოლი უფლის წულისა დაუდგეს ტახტი ოქროსა წითლისა მაღრიბულისა ადგა თვით დიდი ჴელმწიფე პატრონი სრისა სრულისა მაზედან დასვა იგი მზე ლხინი მჭვრეტელთა გულისა

1018. უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომლად მცველად კარისა ჴელმწიფე დაჯდა ნადიმად მგზავსად მათისა გვარისა უბოძა უსენს უზომო მუქფა მის მზის დარისა სცემენ ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისა

1019. გააგრძელეს ნადიმობა სმა შეიქნა მეტად გრძელი ქალი პირ მზე ბედსა ეტყვის რა ბედი მიც ჩემი მკვლელი სადაური სად მოსრულ ვარ ვის მივხვდები ვისთვის ხელი რა ვჰქნა რა ვჰყო რა მერგების სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი

1020. კვლაცა იტყვის ნუ დავაჭკნობ შვენებასა ვარდთა ფერსა ვეცადო რას ნუთუ ღ~თნ მე მამრიოს ჩემსა მტერსა სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა რა მისჭირდეს მაშინ უნდა გონებანი გონიერსა

1021. ხადუმნი უხმნა უბრძანა ისმინეთ მოდით ცნობასა მოღორებულხართ დამცდარხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა დამცდარა თქვენიპატრონი ჩემსა თუ ლამის სძლობასა ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად გლახ იცემს ნობასა

1022. არ ვარგ ვარ თქვენად დედოფლად ჩემი გზა კიდეგანია მაშოროს ღ~მ მამაცი პირად მზე სარო ტანია სხვასა რას მნუკავთ საქმესა ჩემნი საქმენი სხვანია თქვენთანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია

1023. უცილოდ თავსა მოვიკლავ გულსა დავიცემ დანასა თქვენ დაგხოცთ თქვენი პატრონი სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა ესე სჯობს მოგცეთ საჭურჭლე მძიმე მარტყია ტანასა მე გამაპარეთ გამიშვით თვარა დავიწყებთ ნანასა

1024. შემოიხსნა მარგალიტი შემოერტყა რაცა თვალი მოიჴადა გვირგვინიცა გამჭვირვალი ერთობ ლალი მისცა უთხრა გამომიღეთ გეაჯები გულ მხურვალი მე გამიშვით ღ~თსა თქვენსა მიავალეთ თქვენი ვალი

1025. მონათა მიხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა მძიმისა დავიწყდათ შიში მეფისა ვითა ერთისა გზირისა გამოპარება დაასკვნეს მის უებროსა პირისა ნაჴეთ თუ ოქრო რასა იქს კვერთხი ეშმაკთა ძირისა

1026. რა ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა დღე სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა შესდის და გასზდის აკლია ემდურვის ეტლთა რბენასა კულავ აქა სულსა დააბამს დაუშლის აღმაფრენასა