... (S-4997), XIX ს.

817. ამა დროსა გარდავსცილდე აქა ქვაბსა არ მოვიდე სცან ცოცხალი არ თურე ვარ უღონიოდ მოვჰკვე კიდე ეს ამისად ნიშნად კმარის შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ღვრიდე მაშინ გწადდეს იხარებდი გწადდეს ჭმუნვა გაადიდე

818. აწ რაცა გკადრე ამისთვის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი მოგშორდები და არ ვიცი თუ ცხენი დამცემს თუ ნავი არ უთქმელობა არ ვარგა არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი არ ვიცი ღ~თი რას მიზამს ანუ ცა მიწყივ მბუნავი

819. მან უბრძანა აღარ გაწყენ არცა სიტყვა გამიმეტდეს არ მამისმენ რაზომიცა საუბარი მიდიადდეს თუ არ მოგყვეს საყვარელი შენ მას მიჰყევ რაცა სწადდეს ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს

820. არ დაიჯერო მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა ჩემთვის ყველაი სწორია გაჭრა და გაუჭრელობა შენ რაცა გითქვამს მაგას ვიქ მრჯის რაცოდე მსჯიდეს ჴელობა უშენოდ მამხვდეს რაღა ვქნა არ დია დღეთა გრძელობა

821. საუბარი გარდასწყვიტეს დააპირეს ესე პირი ცხენსა შესხდეს მოიარეს თვითო მოკლეს ველს ნადირი შემოიქცეს აატირეს გული კვლაცა ანატირი ხვალ გაყრისა გონებამან სხვა უმატა ჭირსა ჭირი

822. ლექსთა მკითხველნო თქვენიმცა თვალი ცრემლისა მღვრელია გულმან გლახ რა ქნას უგულოდ თუ გული გულსა ელია მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკვლელია ვინცა არ იცის არ ესმის ესე დღე როგორ ძნელია

823. რა დილა გათენდა შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს ტარიელ ასმათ ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი ალამნეს სამთავე ღაწუთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს მათ ლომთა მიწყივ მჴეცქმნილთა თავნი მჴეცთანა ალამნეს

824. ქვაბი ჩავლნეს და წავიდეს ზახილით ცრემლთა მდენანი ასმათ ტირს მოთქვამს ჰე ლომნო ვისნი ვით მოგთქმენ ენანი მზემან დაგვწვა და დაგდაგნა ცისა მნათობნი ზენანი ვა ჭირნი ჩემნი ეზომნი ვაი სიცოცხლისა თმენანი

825. მათ ყმათა მუნით წასულთა იგი დღე ერთად იარეს ზღვის პირს მივიდეს მუნ დადგეს არ ხმელთა არე იარეს არ გაიყარნეს მას ღამეით კვლავ ცეცხლი გაიზიარეს ერთმანერთისა შორს ყოფა იტირეს იმგლოვიარეს

826. ტარიელს ეტყვის ავთანდილ რუ გახმა ცრემლთა დენისა რად მოიშორე შენ ფრიდონ მამცემი ამა ცხენისა მუნით იცნობის ამბავი ღონე მის მზისა მშვენისა აწ მე მუნ მივალ მასწავლე გზა ძმად ფიცისა შენისა

827. ტარიელ სიტყჳთ ასწავლის მხარსა ფრიდონის გზასასა მართ გააგონა რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა აღმოსავლითკენ წადიო პირსა იარე ზღვისასა თუ ნახო ჩემი უამბე გკითხავს ამბავსა ძმისასა

828. თხა მოკლეს და მიითრიეს ცეცხლი შექნეს ზღვისა პირსა სვეს და ჭამეს რაცა ჭამა შეჰფერობდა მათსა ჭირსა მას ღამესა ერთად იყვნეს ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა ვგმობ მუხთალსა საწუთროსა ზოგჯერ უხვსა ზოგჯერ ძვირსა

829. ცისკრად ადგეს გასაყრელად ერთმანერთსა მოეხვივნეს მაშინ მათგან ნაუბარნი დადნეს ვინცა მოისმინეს თვალთა ვითა წყაროს თვალნი ცრემლი ველთა მოადინეს დიდხანს დგანან შეჭედილნი მკერდი მკერდსა შეარკინეს

830. გაიყარნეს ტირილით და პირსა ხოკით თმათა გლეჯით ერთი აღმა ერთი დაღმა უგზო მივლენ შამბთა ეჯით ვირემ უჩნდა ერთმანერთი იძახდიან პირსა ბღნეჯით იგი ნახეს დაღრეჯილი მზე დაიღრეჯს მისის ღრეჯით

აქა წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონისას მულღაზანზარს რომ შეეყარა

831. ვაჰი სოფელო რაშიგან ხარ რას გვაბრუნვებ რა ზნე გჭირსა ყოვლიმც შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა სად წაიყვან სადაურსა სად აღუფხვრი სადათ ძირსა მაგრამ ღ~თი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა

832. ავთანდილ მისი გაყრილი ტირს ხმა მისწვდების ცათამდის იტყვის თუ ღვარი სისხლისა კულაცა მდენია კულაცა მდის აწ აგრე გაყრა ძნელია ვით მაშინ შეყრა ცათამდის კაცი არ ყუელა სწორია დიდი ძეს კაცით კაცამდის

833. ველს მაშინ მჴეცნი ძღებოდეს ცრემლითა მუნ ნატირითა ვერ დაივსებდა სახმილსა იწვის ცეცხლითა ხშირითა კულავ თინათინის გონება ავსებს უფროვე ჭირითა ბაგეთა ვარდი ანათობს ბროლი ძოწისა ძირითა

834. ვარდი ჭკნებოდა ღვრებოდა ალვისა შტო ირხეოდა ბროლი და ლალი გათლილი ლაჟვარდად გარდიქცეოდა გამაგრებოდა სიკუდილსა ამისთვის არ უმხნეოდა იტყვის თუ ბნელი რას მიკვირს რადგან დამაგდე მზეო და

835. მზესა ეტყვის მზეო გიტყვი თინათინის ღაწვთა დარად შენ მას გავ და იგი შენ გავს თქუენ ანათებთ მთა და ბარად ჴელსა მალხენს ნახვა შენი ამად გიჭვრეტ არ დამცდარად მაგრა ჩემი რად დააგდეთ გული ცივად გაუმთბარად