... (S-4997), XIX ს.

1046. დღესა ერთსა საღამო ჟამ ჩასლვა იყო ოდენ მზისა წავდეგ წინა დარიჯაგთა კარი მიჩნდა ხანაგისა ვიგონებდი სევდა მკვლიდა მისისავე გონებისა ვთქვი კრულია ზენაარი ყოვლისამცა მამაცისა

1047. მოვიდა სითმე ღარიბი მონა მოყვსითა სამითა მონა მონურად მოსილი სხვანი მგზავრულად სამითა სასმელ საჭმელი მოიღეს ქალაქს ნასყიდი დრამითა სმიდეს სჭამდეს და უბნობდეს სხდეს მხიარულნი ამითა

1048. მე უყურებდი უჭურეტდი თქუეს ამოდ გავიხარენით მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით არცა რა ვიცით ვინ ვინა ანუ სით მოვიარენით ხამს ერთმანერთსა ამბავი ჩვენიცა უთხრათ ბარ ენით

1049. მათ სხვათა მათი ამბავი თქუეს ვითა მგზავრთა წესია მონამან უთხრა ჱე ძმანო განგება რამე ზესია მე მარგალიტსა მოგიმკი თქვენ ქვრიმა დაგითესია ჩემი ამბავი ამბავთა თქვენთაგან უკეთესია

1050. მე ვარო მონა მეფისა მაღლისა ქაჯთა მფლობლისა მათ მიხვდა ცემა სენისა მათისა დამამჴობლისა მოგვიკვდა შემწე ქურივისა შემწყნარებელი ობლისა აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის უმჯობესად მშობლისა

1051. დულარდუხტ არის დიაცი მაგრა კლდე ვითა ლოდია ვისცა არ დაჰკოდს ყმა მისი ვერავის დაუკოდია მას უსხენ წვრილნი ძმის წულნი როსან და ერთი როდია აწ იგი ქაჯეთს ჴელმწიფედ ქვე ზის მორჭმული წოდია

1052. გვესმა ამბავი ზღვათ იქით სიკუდილი დისა მათისა შეიჭირვებდეს ვეზირნი დაშალეს ქნა ხალვათისა ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა ხმელთა მნათისა როშაქ მონაა თავადი მონისა ბევრ ათასისა

1053. როშაქ ბრძანა მოცავინ მკლავს მე ტირილსა არ დავხვდები მინდორს წავალ ვიმეკობრებ ალაფითა ავივსები შინა მოვალ შოებული ადრე ზედა მოვესწრები მეფე დისა დატირებად წავიდოდეს წაცავყვები

1054. გვითხრა მისთა ჴელისათა წავალ თანა წამომყევით წაგვიტანა მონა ასი ყუელაკაი მისგან რჩევით დღისით მზისით ვმეკობრობდით ღამეთაცა ვიყვით თევით დია ვლეწეთ ქარავანი ლარი ჩვენკენ გარდმოვდევით

1055. მინდორ მინდორ მოვდიოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა დიდი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა ვთქვით თუ მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილი ზედან ხმელსა დაბნეული მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა

1056. ზოგთა თქვეს არის ცისკარი ზოგთა თქვეს არის მთვარეო მას დარაზმულთა მივმართე ახლოსცა ვნახეთ ბარეო შორს მოუარეთ მივედით შემოვადეგით გარეო მით ნათლიდაღმე გამოხდა ხმა ჩვენი მოუბარეო

1057. გვითხრა ვინ ხართ ცხენოსანნო თქვენ სახელნი თქვენი თქვენით გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ მერიდენით ესე გვესმა მოვადეგით ალყად გარე მოვერტყენით პირმზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით

1058. უჭურიტეთ პირსა მნათობსა ელვათა მოელვარებსა მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა ძვირ ძვირად გვეუბნებოდა სიტყვასა რასმე წყნარებსა კბილთაგან შუქი შეადგის ზედა გიშრისა სარებსა

1059. კულავ ვეუბენით მას მზესა ტკბილ მოუბრითა ენითა არ მონა იყო ტყუოდა ჩვენ ესე შევიგენითა როშაქ შეატყო ქალობა გვერდსა წაუდგა ცხენითა აღარ გაუშვით დაჭირვა ვჰკადრეთ ჴელითა

1060. კვლავ ვჰკითხეთ გვითხარ მართალი საქმე შენ მზეებრ ნათლისა ვისი ხარ ვინ ხარ სით მოხვალ მანათობელი ბნელისა მან არა გვითხრა გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა რა საბრალოა გავსილი მთვარე ჩანთქმული გველისა

1061. არცა რა ცხადი ამბავი არცა რა დასამალავი არა არ გვითხრა ვინ იყო ან ვისგან ნამუხთალავი ქუშ ქუშად გვეუბნებოდა კუშტი თავისა მკრძალავი ვითა ასპიტი მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი

1062. როშაქ გვიბრძანა ნუ ჰკითხავთ აწ თურე არ სათქმელია იმისი საქმე უცხოა საამბობლადცა ძნელია ბედი მეფისა ჩვენისა არსთაგან სანატრელია მით რომე ღ~თი მას მისცემს რაც უფრო საკვირველია

1063. ესე ღ~თსა მისაგვრელად მისად ჩვენთვის მოუცდია მიუტანოთ არმაღანად დაგვიმადლებს მეტად დია თუ დავმალავთ დავმჟღავნდებით მეფე ჩვენი ამაყია პირველ მათი შეცოდება მერმე დიდი აუგია

1064. მივამოწმენით თათბირნი არ კიდე გავაკიდენით დავბრუნდით ქაჯეთს მივმართეთ მზესა წინ მოვეკიდენით არცარა ვჰკადრეთ ჴელდაჴელ არცა თუ წავეკიდენით იგი ტირს ღაწვსა გულმდუღრად ჩარცხის ცრემლისა კი დენით

1065. მე როშაქს ვჰკადრე გამიშვი კვლავ ადრე თქვენი მხლებელი აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი მან გამამიშვა აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი თანა წავიტან წაცავალ მე მათი ზედა მსწრებელი