... (S-4997), XIX ს.

949. ღ~თი მყავს მოწმად ვიშიშვი თქვენსა ამისა თხრობასა მაგრა რა ვირგო დღე კრულმან სრულად გავჰყრილვარ თმობასა გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა უთხრას მეწევი მეწივე თვარე მივხვდები ცნობასა

950. მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მამივიდოდეს ვცნობდე გინდოდე საკლავად ან ჩემი რა გაგივიდოდეს მუნამდის გავსძლო სულთა დგმა გული რაზომცა მტკიოდეს სიცოცხლე ანუ სიკუდილი გარდმიწყდეს ნეტარძი ოდეს

951. ფატმან ხათუნ დაწერა და გაუგზავნა წიგნი ყმისა ყმამან ასრე წაიკითხა და ვინმეა ანუ თვისი თქვა არ იცის გული ჩემი ვინ მაშიკობს ვისსა ვისი რომე მიმიჩნს სამიჯნურო რად ვამსგავსო მე მას ისი

952. თქუა ყვავი ვარდსა რას აქნევს ანუ რა მისი ფერია მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა მით ოხერია რა უთქვამს რა მოუჩმახავს რა წიგნი მოუწერია

953. ესეგვარი საძრახავი დაუძრახა გულსა შინა მერმე იტყვის ჩემგან კიდე ჩემი შემწე არავინა რასათვისცა გამოჭრილვარ მისი ძებნა რადგან მინა რათაცა ვით ვჰპოვებ მას ვიქ გულმან სხვამცა რა ისმინა

954. ისი დიაცი აქა ზის მნახავი კაცთა მრავალთა მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა ყოველგნით მავალთა მივჰყვე მიამბობს ყველასა რაზომცა ცეცხლი მწვავს ალთა ნუთუ რა მარგოს მე მისი გარდახდა ჩემი ვსცნა ვალთა

955. თქვა დიაცსა ვინცა უყვარს გაექსვის და მისცემს გულსა აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლად კრულსა [………………………………………………………..] [……………………………………………………….]

956. ვაჭრის ცოლთა მხიარულმან უმასპინძლე ამოდ დურად სმასა ზედა უმიზეზოდ შემქმნა რამე უგემურად რა შემატყვეს გაიყარა სხდომილ იყო რაცა პურად მარტო დავრჩი სევდა რამე შემომექცა გულსა მურად

957. უკმოვახვენ სარკმელნი და შევაქცივე პირი ზღვასა ვიხედვიდი ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა შორს ამიჩნდა ცოტა რამე მოცურვედა შიგან ზღვასა ფრინველად ვთქვი ანუ მჴეცად სხვას ვამზგავსე მემცა რასა

958. მე შორიდამ ვერად ვიცან მამეახლა იყო ნავი ორთა კაცთა ტანად შავთა თვით პირიცა ედგა შავი იქით აქეთ მოსდგომოდეს ახლოს უჩნდა ოდენ თავი გამოიღეს გამიკვირდეს იგი უცხო სანახავი

959. გამოზიდნეს იგი ნავი გამოიღეს ბაღსა წინა მიიხედეს მოიხედეს ვინ გვიჭვრეტსო სადა ვინა ვერა ნაჴეს სულიერი ვერცა რამან შეაშინა მე იდუმალ ვიხედვიდი სულ ღებული ვიყავ შინა

960. მით ნავიდაღმე მათ რომე გარდმოსვეს კიდობანითა ახადეს ქალი გარდმოხდა უცხოთა რათმე ტანითა თავსა რიდითა შავითა ქვეშეთ მოსილი მწვანითა მზესა სიტურფით ეყოფის იყოს მისითა გვანითა

961. რა მობრუნდა ქალი ჩემკენ შემოადგეს სხივნი კლდესა ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ხმელთა ზესა დავიწუხენ თვალნი ყოლა ვერ შევადგენ ვითა მზესა უკმოვიხარჩ კარი ჩემკენ მათი ჭვრეტა ვერა ცნესა

962. მოვიხმენ ოთხნი მონანი ჩემსა წინაშე მდგომელნი უჩვენე ხედავთ ინდოთა ტყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი ჩაეპარენით ჩადითო წყნარად ნუ ჩქარად მხლტომელნი მოგყიდონ ფასი მიეცით რისაცა იყვნენ მდომელნი

963. თუ არ მოგცენ ნუღა მისცემთ წაჰგვარეთ და დახოცენით მოიყვანეთ ისი მთვარე ჰქენით კარგად ეცადენით ჩემნი ყმანი ზედა დაღმან ჩაეპარნეს ვითა ფრენით დაევაჭრეს არ მოჰყიდეს შავნი ვნახენ მეტად წყენით

964. მე სარკმელთა გარდავადეგ რა შევიგენ არ მოჰყიდეს შეუზახენ დახოცენით დაიპყრეს და თავსა სჭრიდეს იგი ზღვასა შეასრივნეს შემოადგეს ქალსა სცვიდეს ჩავეგებე გამოვგვარე ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს

965. რა გიამბო ქება მისი რა სიტურფე რა ნაზობა ვფიცავ რომე იგი მზეა არა მართებს მზესა მზობა ვინ გაიცდის შუქთა მისთა ვინმცა ვით ქნას ნახაზობა მე თუ დამწვავს აჰა მზა ვარ არღა უნდა ამას მზობა

966. ესე სიტყვა დაასრულა ფატმან იკრნა პირსა ჴელნი ავთანდილსცა აეტირნეს გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი ერთმანერთი დაავიწყდეს მისთვის გახდნეს ვითა ხელნი ღვარმან ზედათ მონადენმან გააწყალნა ფიფქნი თხელნი

967. მოიტირეს, ყმამან უთხრა ნუღარ გასწყვედ, გაასრულე ფატმან იტყვის მივეგებე გული მისთვის ვაერდგულე გარდუკოცნე ყოვლი ასო თავი ამად მოვაძულე ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა შევეკვეთე გავესულე

968. ვჰკადრე ვინ ხარ მითხარ მზეო ანუ შვილი ვისთა ტომთა ამა ზანგთა სით მოჰყვანდი შენ პატრონი ცისა ხომთა მან პასუხი არა მითხრა მე სიტყვათა ესე ზომთა ას ნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა მისთა მონაწომთა