... (Q-779), XVIII ს.

894. ვარდი჻ ჭნებოდა჻ ღვრებოდა჻ ალვისა჻ შტო჻ ირხეოდა ბროლი჻ და჻ ლალი჻ გათლილი჻ ლაჟუარდად჻ გარდიქცეოდა გამაგრებოდა჻ სიკუდილსა჻ ამისთუის჻ არ჻ უმჴნეოდა იტყუის჻ თუ჻ ბნელი჻ რას჻ მიკუირს჻ რადგან჻ დაგაგდე჻ მზეო჻ და

895. მზესა჻ ეტყვის჻ მზეო჻ გიტყუი჻ თინათინის჻ ღაწუთა჻ დარად შენ჻ მას჻ გავ჻ და჻ იგი჻ შენ჻ გგავს჻ თქუენ჻ ანათობთ჻ მთად჻ და჻ ბარად ხელსა჻ მალხენს჻ ნახუა჻ შენი჻ ამად჻ გიჭურეტ჻ არ჻ დამცდარად მაგრა჻ ჩემი჻ რად჻ დააგდე჻ გული჻ ცივად჻ გაუმთბარად

896. თუე ერთისა჻ მოშორვება჻ მზისა჻ ზამთრის჻ გაგვამცივნებს მე჻ გლახ჻ ორნი჻ დამიყრიან჻ გული჻ ამად჻ რად჻ არ჻ ივნებს მაგრა჻ კლდესა჻ არა჻ შესწონს჻ არაოდეს჻ არ჻ ატკივნებს წყლულსა჻ დანა჻ ვერა჻ ჰკურნებს჻ გაჰკუეთს჻ ანუ჻ გაასივნებს

897. იტყუის჻ თუ჻ ჩემი჻ ხელმქმნელი჻ ღ~თო჻ მზეა჻ და჻ ცად჻ არი ვინ჻ პირი჻ მსგავასად჻ პირისა჻ შექმნა჻ და჻ შეაცადარი უმისოდ჻ სულდგმულობასა჻ გულო჻ ვით჻ შეაცადარი჻ ვაი჻ სიცოცხლისა჻ სოფელმან჻ აროდეს჻ არ჻ დამცა჻ დარი

აქა ავთანდილ ვარსკვლავთა ეუბნება თავისა ბუნებასა ზედა

ამას მეფეთა ეტლად იტყუიან჻

898. მიმავალი჻ ცასა჻ შესტირს჻ ეუბნების჻ ეტყუის჻ მზესა აჰა჻ მზეო჻ გეაჯები჻ შენ჻ უმძლესთა჻ მძლეთა჻ მძლესა ვინ჻ მდაბალთა჻ გაამაღლებ჻ მეფობასა჻ მისცემ჻ სვესა მე჻ ნუ჻ გამყრი჻ საყუარელსა჻ ნუ჻ შემიცული჻ ღამედ჻ დღესა ამას სევდიანთა ეტლად იტყვიან სოფელი მისისა იქს჻

899. მოი჻ ზოჰრაო჻ მომიმატე჻ ცრემლი჻ ცრემლსა჻ ჭირი჻ ჭირსა გული჻ შავად჻ შემიღებე჻ სიბნელესა჻ მიმეც჻ ჴშირსა შემომყარე჻ კაეშანი჻ ტუირთი჻ მძიმე჻ ვითა჻ ვირსა მას჻ უთხარ჻ თუ჻ ნუ჻ გასწირავ჻ შენია჻ და჻ შენთუის჻ ტირსა

ამას მოსამართლეთა ეტლად იტყვიან მუხთლობს სოფელი჻

900. ჰე჻ მუშთარო჻ გეაჯები჻ შენ჻ მართალსა჻ ბჭესა჻ ღ~თულსა მოდა჻ უყავ჻ სამართალი჻ გაებჭობის჻ გული჻ გულსა ნუ჻ ამრუდებ჻ უმართლესსა჻ ნუ჻ წაიწყმედ჻ ამით჻ სულსა მართალი჻ ვარ჻ გამიკითხე჻ რად჻ მაწყლულებ჻ მისთუის჻ წყლულსა

ამას მესისხლეთა ეტლად იტყუიან჻

იცოდით პატრონნო რომე მიუნდობელი და მუხთალი არის ეს სოფელი ნუ მიენდობით჻

901. მოდი჻ მარიხო჻ უწყალოდ჻ დამჭერ჻ ლახურითა჻ შენითა შეცამღებე჻ და჻ შემსუარე჻ წითლად჻ სისხლისა჻ დენითა მას჻ უთხრენ჻ ჩემნი჻ პატიჟნი჻ მას჻ გააგონენ჻ ენითა როგორ გასრულვარ჻ შენ჻ იცი჻ გულია჻ აღარს჻ ლხენითა

ამას მკურნალთა ეტლად იტყუიან კრულმცა ხარ სოფელო჻

902. მოდი჻ ზოჰალო჻ მაგრე჻ რა჻ მან჻ დამწუა჻ ცეცხლთა჻ დაგითა ვინ჻ მარგალიტსა჻ გარეშე჻ მოსცავს჻ ძოწისა჻ ბაგითა შენ჻ დააშუენებ჻ კეკლუცთა჻ დაშუენებითა჻ მაგითა ვისმე ჩემებრსა჻ დააგდებ჻ გაჰჴდი჻ ცნობითა჻ შმაგითა

ამას მწიგნობართა ეტლად იტყუიან კიდეთ გასინჯეთ სოფელი჻

903. ოთარიდო჻ შენგან჻ კიდე჻ არვის჻ მიგავს჻ საქმე჻ სხვასა მზე჻ მაბრუნვებს჻ არ჻ გამიშვებს჻ შემიყრის჻ და჻ მიმცემს჻ წუასა დაჯე჻ წერად჻ ჭირთა჻ ჩემთა჻ მელნად჻ მოგცემ჻ ცრემლთა჻ ტბასა კალმად჻ გიკუეთ჻ გაწლობილსა჻ ტანსა წურილსა჻ ვითა჻ თმასა გრისხავს შენცა და იმასაც ვინცა მოგენდოს სოფელო჻

ამას჻ მოწყალეთა და სნეულთა ეტლად იტყუიან დაუსრულიმც ღ~თი

904. მო჻ მთუარეო჻ შემიბრალე჻ ვილევი჻ და჻ შენებრ჻ ვმჭლდები მზე჻ გამავსებს჻ მზევე჻ გამლევს჻ ზოგჯერ჻ ვსხუდები჻ ზოგჯერ჻ ვწულდები მას჻ უამბენ჻ სჯანი჻ ჩემნი჻ რა჻ მჭირს჻ ანუ჻ რაგუარ჻ ვბნდები მიდი჻ უთხარ჻ ნუ჻ გასწირავ მისი჻ ვარ჻ და჻ მისთუის჻ ვკვდები

905. აჰა჻ მმოწმობენ჻ ვარსკულავნი჻ შუიდნივე჻ მემოწმებიან მზე჻ ოტარიდი჻ მუშთარი჻ და჻ ზუჰულ჻ ჩემთუის჻ ბნდებიან მთუარე჻ ასპიროზ჻ მარიხი჻ მოვლენ჻ და჻ მოწმად჻ მყუებიან მას჻ გააგონენ჻ რანიცა჻ ცეცხლი჻ უშენოდ჻ მდებიან