... (Q-779), XVIII ს.

817. ვარდსა჻ ჰკითხეს჻ ეგზომ჻ ტურფა჻ რამა჻ შეგქმნა჻ ტანად჻ პირად მიკუირს჻ რად჻ ხარ჻ ეკლიანი჻ პოვნა჻ შენი჻ რადა჻ ჭირად მან჻ თქუა჻ ტკბილსა჻ მწარე჻ ჰპოებს჻ სჯობს჻ იქნების჻ რაცა჻ ძუირად ოდეს჻ ტურფა჻ გაიეფდეს჻ არღარა჻ ღირს჻ არცა჻ ჩირად

818. რადგან჻ ვარდი჻ ამას჻ იტყუის჻ უსულო჻ და჻ უასაკო მაშა჻ ლხინსა჻ ვინ჻ მოიმკის჻ პირველ჻ ჭირთა჻ უმუშაკო უბოროტო჻ ვის჻ ასმია჻ რაცა჻ საქმე჻ საეშმაკო რად჻ ემდურვი჻ საწუთროსა჻ რა჻ უქმნია჻ უარაკო

819. ისმინე჻ ჩემი჻ თხრობილი჻ შეჯე჻ წავიდეთ჻ ნებასა ნუ჻ მიჰყოლიხარ჻ თავისა჻ თათბირსა჻ გაგონებასა რაცა჻ არ჻ გწადდეს჻ იგი჻ ქენ჻ ნუ჻ სდევ჻ წადილთა჻ ნებასა჻ ასრე჻ არ჻ სჯობდეს჻ არ჻ გეტყუი჻ რად჻ მეჭუ჻ რასაცა჻ თნებასა

820. მან჻ უთხრა჻ ძმაო჻ რა჻ გითხრა჻ ძვრაცა჻ არ჻ ძალმიც჻ ენისა ძალი჻ არა჻ მაქუს჻ ხელქმნილსა჻ შენთა჻ სიტყუათა჻ სმენისა რა჻ ადვილად჻ გიჩს჻ მოთმენა჻ ჩემთა჻ სასჯელთა჻ თმენისა჻ აწ჻ მივსწურვილვარ჻ სიკუდილსა჻ დრო჻ მომეახლა჻ ლხენისა

821. ამას჻ მოკუდავი჻ ვილოცავ჻ აროდეს჻ ვითხოვ჻ არ჻ ენით აქა჻ გაყრილნი჻ მიჯნურნი჻ მუნამცა჻ შევიყარენით მუნ჻ ერთმანერთი჻ კულა჻ ვნახნეთ჻ კულა჻ რამე჻ გავიხარენით მოი მოყუარეთა჻ დამმარხეთ჻ მიწანი჻ მომაყარენით

822. საყუარელმან჻ საყუარელი჻ ვით჻ არ჻ ნახოს჻ ვით჻ გაწიროს მისკენ჻ მივალ჻ მხიარული჻ მერმე჻ იგი჻ ჩემ჻ კერძ჻ იროს მივეგებვი჻ მომეგებოს჻ ამიტირდეს჻ და჻ ამატიროს ჰკითხე჻ ასთა ქენ჻ გულისა჻ რა჻ გინდ჻ რა჻ ვინ჻ გივაზიროს

823. მართ჻ გარდაწყუეტით჻ იცოდი჻ გეტყუი჻ მართალსა჻ პირასა სიკუდილი჻ მახლავს჻ დამეხსენ჻ ხანსაღა჻ დავჰყოფ჻ მცირასა არ჻ ცოცხალ჻ ვიყო჻ რას჻ მაქნევ჻ რა჻ დავრჩე჻ ჴელსა჻ მჴდი჻ რასა დამშლიან჻ ჩემი჻ კავშირნი჻ შევრთვივარ჻ სულთა჻ სირასა

824. რა჻ სთქუი჻ რას჻ იტყუი჻ არ჻ მესმის჻ არცა჻ მცალს჻ სმენად჻ მაგისად სიკუდილი჻ მახლავს჻ ხელქნილსა჻ სიცოცხლე჻ არის჻ წამისად აწ჻ გამიარმდა჻ სიცოცხლე჻ მეტად჻ ყოვლისა჻ ჟამისად მუნ჻ მეცა჻ მივალ჻ ცრემლისა჻ მიწად჻ სად჻ გამდის჻ ლამი჻ სად

825. ბრძენი჻ ვინ჻ ბრძენი჻ რა჻ ბრძენი჻ ხელი჻ ვითა჻ იქს჻ ბრძნობასა ეგ჻ საუბარი჻ მაშინ჻ ჴამს჻ თუმცაღა჻ ვიყავ჻ ცნობასა ვარდი჻ ვერ჻ არის჻ უმზეოდ჻ იყოს჻ დაიწყებს჻ ჭკნობასა მაწყენ დამეხსენ჻ არა჻ მცალს჻ არცაღა჻ ვახლავ჻ თმობასა

826. კულა჻ ეუბნების჻ ავთანდილ჻ სიტყუითა჻ მრავალფერითა ეტყუის თუ჻ მოჰკუდე჻ გერგების჻ სიტყუითა჻ რა჻ ოხერითა ნუ჻ იქ჻ არა჻ სჯობს჻ საქმითა჻ ნუ჻ ხარ჻ თავისა჻ მტერითა ვერ჻ წაიყუანა჻ ვერა჻ ქნა჻ სიტყუითა჻ ვერა჻ ვერითა

827. მერმე჻ უთხრა჻ აჰა჻ რადგან჻ არ჻ მომისმენ჻ არას჻ არა აღარ჻ გაწყენს჻ ენა჻ ჩემი჻ აქამდისცა჻ ცუდად჻ მცთარა თუ჻ სიკუდილი჻ გიჯობს჻ მოკუე჻ ვარდი჻ დაჭკნეს჻ დაცამჭკნარა ერთსა჻ რასმე჻ გეაჯები჻ მიყავ ცრემლი჻ ამდუღარა

828. სადა჻ ჰინდონი჻ ბროლ ვარდსა჻ სარვენ჻ გიშრისა჻ სარითა მას჻ მოვეშორვე჻ წამოვე჻ სიჩქარით჻ არ჻ სიწყნარითა ვერ჻ დამიჭირა჻ მეფემან჻ მშობლურად჻ საუბარითა შენ჻ არ჻ შემიყრი჻ გამიყრი჻ აწ჻ ჩემი჻ ლხინი჻ ვთქუა჻ რითა

829. ნუ჻ გამგზავნი჻ გულმოკლულსა჻ ერთი჻ მიყავ჻ საწადელი ერთხელ჻ შეჯე჻ ცხენოსანი჻ გნახო჻ ჩემი჻ სულთა჻ მჴდელი ნუთუ჻ მაშინ჻ მოვიქარვო჻ სევდა჻ ესე჻ აწინდელი მე჻ წავალ჻ და჻ შენ჻ დაგაგდებ჻ იქნას჻ შენი჻ საწადელი

830. ეხუეწებოდა჻ შეჯეო჻ აჯას჻ ხუეწნითა჻ არვებდა იცოდა჻ რომე჻ შეჯდომა჻ კაეშანს჻ მოაქარვებდა ლერწმისა჻ სარსა჻ დასდრეკდა჻ გიშერსა჻ დაიკარვებდა დაიმორჩილა჻ იამა჻ არ჻ ივაგლახა჻ არ჻ ვებდა

831. ცხადად჻ უთხრა჻ შევჯდებიო჻ მომიყუანე჻ ცხენი჻ წინა მან჻ მოგუარა჻ წყნარად჻ შესუა჻ არ჻ სიჩქარით჻ ააქშინა მინდორთაკენ჻ წაიყუანა჻ ტანი჻ მჭევრი჻ აძრუევინა ხანი჻ წავლეს჻ სიარულმან჻ მოჯობება჻ დააჩნინა

832. შეაქცევს჻ და჻ ეუბნების჻ საუბართა჻ შუენიერთა მისთუის჻ ძრვიდა჻ სასაუბროდ჻ მათ჻ ბაგეთა჻ ძოწის჻ ფერთა მისი჻ სმენა჻ გააყრმობდა჻ მსმენელისა჻ ყურთა჻ ბერთა მოიშორვა჻ კაეშანი჻ დათმობავე჻ შეაერთა

833. რა჻ შეატყუა჻ მოჯობება჻ მან჻ სევდისა჻ მუფარახმან გაანათლა჻ პირი ვარდი჻ სიხარულმან჻ დაუსახმან ცნობიერთა჻ დასტაქარმან჻ უცნობოთა჻ ოხრვა ახმან ცნობიერი჻ სიტყუა჻ უთხრა჻ უცნობოსა჻ რასმე჻ მზრახმან

834. შერასმეჰყვეს჻ საუბარსა჻ სიტყუა჻ ჰკადრა჻ არ მალული ერთსა჻ რასმე჻ მოგახსენებ჻ გამიცხადე჻ დაფარული ეგე჻ სამჴრე჻ მისეული჻ შენ჻ გაჩნია჻ ვისგან჻ წყლული რაგუარ჻ გიყუარს჻ რაგუარ჻ გიღირს჻ თქუი჻ დავიღო჻ მერმე჻ სული

835. მან჻ უთხრა჻ სახე჻ რა჻ გითხრა჻ მის჻ უსახოსა჻ სახისა ესეა჻ ჩემი჻ სიცოცხლე჻ ჩემი჻ მომცემი჻ ახისა მჯობი჻ ყოვლისა჻ სოფლისა჻ წყლისა჻ მიწისა჻ და჻ ხისა არსასმენლისა჻ მოსმენა჻ არს჻ უმჟავესი჻ წმახისა

836. ავთანდილ჻ უთხრა჻ ვლამოდი჻ მართ჻ მაგისისა჻ თქმევასა აწ჻ რადგან჻ გითქუამს჻ პასუხსა჻ გკადრებ჻ და჻ ნუ჻ მეჭუ჻ თნევასა სჯობს჻ ასმათისა჻ არ჻ ლევა჻ მაგა჻ სამჴრისა჻ ლევასა ამად჻ არ჻ გიქებ჻ საქმისა჻ უარესისა჻ რჩევასა