... (Q-779), XVIII ს.

ფატმანისან ავთანდილის გამიჯნურება და წიგნის მიწერა჻

1023. სჯობს჻ სიშორე჻ დიაცისა჻ ვისგან჻ ვითა჻ დაითმობის გილიზღებს჻ და჻ შეგიკვეთებს჻ მიგინდობს჻ და჻ მოგენდობის მართ჻ ანაზდად჻ გიღალატებს჻ გაჰკუეთეს჻ რაცა჻ დაესობის მით჻ დიაცსა჻ სამალავი჻ არასთანა჻ არ჻ ეთხრობის

1024. ფატმან჻ ხათუნს჻ ავთანდილის჻ გულსა჻ ნდომა჻ შეუვიდა სიყვარული჻ მეტის მეტი჻ მოემატა჻ ცეცხლებრ჻ სწვიდა დამალვასა჻ ეცდებოდა჻ მაგრა჻ ჭირთა჻ ვერ჻ მალვიდა იტყუის჻ რა჻ ვქნა჻ რა჻ მერგების჻ აწუიმებდა჻ ცრემლთა჻ ღურიდა

1025. მიღმა჻ ვუთხრა჻ ვაი჻ თუ჻ გაწყრეს჻ შეხედვაცა჻ დამიძუირდეს თუ჻ არა჻ ვთქუა჻ ვეღარ჻ გავსძლებ჻ ცეცხლი჻ უფრო჻ გამიჴშირდეს ვთქუა჻ და჻ მოვკუდე჻ ანუ჻ დავრჩე჻ ერთი჻ რამე჻ გამიპირდეს მას჻ მკურნალმან჻ ვერა ჰკურნოს჻ თუ჻ არ჻ უთხრას჻ რაცა჻ სჭირდეს

1026. დაწერა჻ წიგნი჻ საბრალო჻ მის჻ ყმისა჻ მისართუმეველი მისისა჻ მიჯნურობისა჻ მისთა჻ პატიჟთა჻ მცნეველი მისთა჻ მსმენელთა჻ გულისა჻ შემძრველი჻ შემარყეველი უსტარი჻ შესანახავი჻ არცუდად჻ დასახეველი

წიგნი ფატმანისა ავთანდილს თანა სამიჯნურო დია შიშითა჻

1027. ჰე჻ მზეო჻ ღმერთსა჻ ვინათგან჻ მზედ჻ სწადდი჻ დასაბადებლად მით჻ შეგქნა჻ მოშორვებულთა჻ ლხინად჻ არ჻ ჭირთა჻ მწადებლად ახლოს჻ შემყრელთა჻ დამწუელად჻ მათად჻ ცეცხლისა჻ მადებლად მნათობთა჻ შენი჻ შეხედვა჻ ტკბილად჻ უჩს჻ დასაქადებლად

1028. შენ჻ გტრფიალობენ჻ მჭურეტელნი჻ შენთუის჻ საბრალოდ჻ ბნდებიან ვარდი჻ ხარ჻ მიკუირს჻ ბულბულნი჻ რად჻ არა჻ შენზედ჻ კრფებიან შენი჻ შუენება჻ ყუავილთა჻ აჭკნობს჻ და჻ ჩემნიც჻ ჭკნებიან სრულად჻ დამწუარვარ჻ თუ჻ მზისა჻ შუქნი჻ არ჻ მომესწრებიან

1029. ღ~თი჻ მყავს჻ მოწმად჻ ვიშიშვი჻ თქუენსა჻ ამისსა჻ თხრობასა მაგრა჻ რა჻ ვირგო჻ დღეკრულმან჻ სრულად჻ გავჰყრივარ჻ თმობასა გული჻ ვერ჻ გასძლებს჻ ნიადაგ჻ შავთა჻ წამწამთა჻ სობასა თუ჻ რას჻ მეწევი჻ მეწივე჻ თვარა჻ მივჴუდები჻ ცნობასა

1030. მე჻ ვირე჻ ამა჻ წიგნისა჻ პასუხი჻ მომივიდოდეს ვსცნობდე჻ გინდოდე჻ საკლავად჻ ან჻ ჩემი჻ რა჻ გავიდოდეს მუნამდის჻ გავსძლო჻ სულთა჻ დგმა჻ გული჻ რაზომცა჻ მტკიოდეს სიცოცხლე჻ ანუ჻ სიკუდილი჻ გარდმიწყდეს჻ ნეტარძი჻ ოდეს

1031. დიაცმან჻ უთხრაჰე჻ ლომო჻ ხელი჻ ვარ჻ ცრემლთა჻ დენითა ნურას჻ ნუ჻ მკითხავ჻ ამბავსა჻ ვერცა჻ რას჻ გითხრობ჻ ენითა დავჰჴოცენ჻ შვილნი჻ ჴელითა჻ მით჻ ვარ჻ აღარას჻ ლხენითა თავი჻ მოვიკალ჻ უთმინოდ჻ სიყუარულითა჻ შენითა

1032. ესე გუარი჻ დია჻ მიხუდეს჻ სიტყვამცდარსა჻ ენამეტსა ხუაშიადის჻ ვერ჻ მმალავსა჻ უჭკუოსა჻ შმაგსა჻ რეტსა ვაგლახითა჻ მეწივენით჻ გეტყუი჻ ყოვლსა჻ ჩემსა჻ მჭურეტსა მკურნალმანცა჻ ვერა჻ ჰკურნოს჻ თავისისა჻ სისხლის჻ მხურეტსა

1033. ორისაგან჻ ერთი ქენით჻ ამის჻ მეტსა჻ ნურას჻ ჰლამით მოვითაჰკლავ჻ იმა჻ კაცსა჻ წადი჻ მოკალ჻ მალვით჻ ღამით მე჻ და჻ სრულად჻ სახლი჻ ჩემი჻ დაჴოცასა჻ დაგჴუსენ჻ ამით მოხუალ჻ გითხრობ჻ ყუელაკასა჻ მოვით მითხარ჻ ცრემლთა჻ ლამით

1034. თუარა჻ ღამითვე჻ ტუირთები჻ შენი჻ წაიღე჻ ვირითა დააგდე჻ ჩემი჻ მიდამო჻ სრულად჻ მიკრიფე჻ მირითა ვეჭუ჻ რომე჻ ჩემთა჻ ცოდვათა჻ შენცა჻ აგავსონ჻ ჭირითა თუ჻ დარბაზს჻ მივა჻ ისი჻ ყმა჻ შვილთა჻ დამაჭმევს჻ პირითა

1035. რა჻ ესე჻ ესმა჻ ავთანდილს჻ ლაღსა჻ ბუნება ზიარსა ადგა჻ და჻ ლახტი჻ აიღო჻ რა჻ ტურფა჻ რამე჻ მჴნე჻ არსა ამა჻ საქმისა჻ ვერ჻ ცნობა჻ თქუა჻ ჩემი჻ სიძუნტე჻ არსა ნუ჻ ეჭუ჻ სულდგმულსა჻ მისებრსა჻ სხუა჻ არცა჻ მისებრი჻ არსა

1036. ფატმანს჻ უთხრა჻ კაცი჻ მომეც მასწავლელად წინამძღუარად გზასა჻ მართლად჻ წამიყუანოს჻ თუარა჻ მეშულად჻ მინდა჻ არად იმას჻ კაცსა჻ ვერა჻ ვხედავ჻ მეომრად჻ და჻ ჩემად჻ დარად რაცა჻ უყო჻ მოგანახუებ჻ მომიცადე჻ იყავ჻ წყნარად

1037. მას჻ მისცა჻ მონა჻ დიაცმან჻ წინამძღვრად჻ წაცამყვანელად კულავე჻ შეჰყივლა ვინათგან჻ ცეცხლი჻ აწ჻ ცხელია჻ ნელად თუ჻ მოვითაჰკლა჻ იგი჻ ყმა჻ ჩემად჻ გულისა჻ მფხანელად ბეჭედი჻ ჩემი჻ აცუია჻ მას჻ გვედრებ჻ მოსატანელად

1038. ავთანდილ჻ გავლო჻ ქალაქი჻ მით჻ უებროთა჻ ტანითა ზღუის჻ პირსა჻ სახლი჻ ნაგები჻ დგეს ქუითა჻ წითელ მწუანითა ქუეშეთკენ჻ სრითა჻ ტურფითა჻ კულა჻ ზედათ჻ ბანისბანითა დიდროანითა჻ ტურფითა჻ მრავლითა჻ თანის჻ თანითა

1039. მუნ჻ მიჰყავს჻ პირმზე჻ ავთანდილ჻ მას჻ მისსა჻ წინამძღომელსა ყმამდაბლად჻ ჰკადრებს჻ ისია჻ სრა჻ მისი჻ ეძებ჻ რომელსა უჩუენებს჻ ეტყუის჻ ხედაო჻ ბანსა჻ ზედა ქუე჻ მდგომელსა იქი჻ წევს჻ ძილად჻ იცოდი჻ ანუ჻ ქუე჻ ჰპოვებ჻ მჯდომელსა

1040. კარსა჻ წინა჻ დარაჯანი჻ ორნი჻ უწუეს჻ მას჻ გლახ჻ ყმასა ყმა჻ გავიდა჻ გაეპარა჻ დააგდებდეს჻ ვირე჻ ჴმასა თუითო჻ ჴელი჻ ყელსა჻ მიჰყო჻ მუნვე჻ მისცა჻ სულთა჻ ჴდასა თავი჻ თავსა჻ შეუტაკა჻ გაურია჻ ტუინი჻ თმასა