... (Q-779), XVIII ს.

837. სამჴრე჻ გაბია჻ ოქროსა჻ ოქრომჭედლისა჻ დნობილი უასაკო჻ და჻ უსულო჻ არ჻ სიტყუიერი჻ ცნობილი აღარად჻ გინდა჻ ასმათი჻ ნახე჻ მათალი჻ ბრჭობილი პირველ჻ გლახ჻ მისი჻ ნაჭურეტი჻ თუით჻ მერმე჻ შენი჻ დობილი

838. თქუენს჻ შუა჻ მქნელი჻ საქმისა჻ შენგან჻ ნახმობი჻ დობისა თქუენი჻ შემყრელი჻ მსახური჻ შენგან჻ ღირსქმნილი჻ ჴმობისა მისი჻ გამზრდელი჻ გაზრდილი჻ მისთუინ მიჴდილი჻ ცნობისა გლახ჻ დაგიგდია჻ არ჻ ნახავ჻ შაბაშ჻ მართლისა჻ ბრჭობისა

839. მან჻ უბრძანა჻ რაცა჻ გითქუამს჻ უმართლე჻ ხარ჻ მეტისმეტად საბრალოა჻ ასმათ჻ მისად჻ მგონებლად჻ და჻ ჩემად ჭურეტად მე჻ სიცოცხლე჻ არ჻ მეგონა჻ შენ჻ მომესწარ჻ ცეცხლთა჻ შრეტად რადგან჻ დავრჩი჻ გუალე჻ ვნახოთ჻ თუცავე჻ ვარ჻ ჯერცა჻ რეტად

840. დაჰმორჩილდა჻ გაემართნეს჻ ავთანდილ჻ და჻ ამირბარი ვერ჻ მიგია჻ ქება჻ მათი჻ ვერა჻ ქება჻ საქებარი კბილნი ვითა჻ მარგალიტნი჻ ბაგე ვარდი჻ ნაპობარი გუელსა჻ ჴურელით჻ ამოიყუანს჻ ენა჻ ტკბილად჻ მოუბარი

841. ამას჻ ეტყუის჻ შენთუის჻ დავსდებ჻ გონებასა჻ სულსა჻ გულსა მაგრა჻ შენცა჻ ნუ჻ აგრე჻ ხარ჻ ნუ჻ იწყლულებ჻ ახლად჻ წყლულსა არას჻ გარგებს჻ სწავლებული჻ თუ჻ არა჻ იქბრძენთა჻ თქმულსა არ჻ იჴმარებ჻ რას჻ ჴელსა჻ ჰხდი჻ საუნჯესა჻ დაფარულსა

842. არას჻ გარგებს჻ შეჭირვება჻ რომ჻ სჭმუნვიდე჻ რა჻ გერგების არ჻ თურ იცი჻ უგანგებოდ჻ არათ჻ კაცი჻ არ჻ მოკუდების მზისა჻ შუქთა჻ მომლოდინე჻ ვარდი჻ სამ჻ დღე჻ არ჻ დაჭნების ბედი჻ ცდაა჻ გამარჯუება჻ ღ~თსა჻ უნდეს჻ მოცაგჴუდების

843. მოაჴსენა჻ ეგე჻ სწავლა჻ ჩემთუის჻ ყოვლად჻ სოფლად჻ ღირდეს გონიერსა჻ მწურთელი჻ უყვარს჻ უგუნურსა჻ გულსა჻ ჰგუმირდეს მაგრა჻ რა჻ ვქნა჻ რაგუარ჻ გავსძლო჻ მეტისმეტი჻ რა჻ მიმჭირდეს შენცა჻ გჭირან჻ ჭირნი჻ ჩემნი჻ არ჻ მამართლო჻ არ჻ მიკუირდეს

844. ცუილსა჻ ცეცხლის჻ სამჴურვალე჻ უგავს჻ ამად჻ აენთების მაგრა჻ წყალსა჻ არსით჻ ახლავს჻ თუ჻ ჩავარდეს჻ დაცაშრტების რაცავისცა჻ საქმე჻ თუით჻ სჭირს჻ სხვათათუისცა჻ ევარგების თავიდაღმა჻ რად჻ არ჻ იცი჻ ჩემი჻ გული჻ რაგუარ჻ დნების

მბობა ტარიელისა და ავთანდილისათვის ლომვეფხვის დაჴოცა

845. რა჻ წამეკიდა჻ ყველაი჻ წურილად჻ გიამბო჻ ენითა მერმეღა჻ გაპრჭევ჻ მართალი჻ მაგა჻ გულითა჻ ბრძენითა შენ჻ მოგელოდი჻ მიმჭირდა჻ მოლოდინითა჻ შენითა ქუაბს჻ ვეღარ჻ გავძელ჻ მინდორთა჻ მოვლა჻ მამინდა჻ ცხენითა

846. იმა჻ ქედსა჻ გარდავადეგ჻ იგი჻ შამბნი჻ მომეარნეს ერთი჻ ლომი჻ ერთი჻ ვეფხი჻ შეკრბეს჻ ერთად჻ შეიყარნეს ჰგუანდეს჻ რათმე჻ მოყუარულთა჻ მათი჻ ნახუა჻ გამეხარნეს მათ჻ რა჻ უყვეს჻ ერთმანერთსა჻ გამიკუირდეს჻ შემეზარნეს

847. ქედსა჻ გარდავდეგ჻ ლომვეფხი჻ მოვიდეს჻ ერთგან჻ რებულნი სახედ჻ ვამსგავსე჻ მიჯნურთა჻ ცეცხლნი჻ დამევსნეს჻ დებულნი შეიყარნეს჻ და჻ შეიბნეს჻ იბრძოდეს჻ გამწარებულნი ლომი჻ სდევს჻ ვეფხი჻ მიურბის჻ იყუნეს჻ არ჻ ჩემგან჻ ქებულნი

848. პირველ჻ ამოდ჻ ილაღობეს჻ მერმე჻ მედგრად჻ წაიკიდნეს თუითო჻ ტოტი჻ ერთმანეთსა჻ ჰკრეს჻ სიკუდილსა჻ არ჻ დარიდნეს გამოჰრიდა჻ ვეფხმან჻ გული჻ დედათამცა჻ განა჻ იდნეს ლომი჻ მედგრად჻ გაეკიდა჻ იგი჻ ვერვინ჻ დაამშვიდნეს

849. ლომსა჻ დაუგმე჻ ნაქმარი჻ ვარქუი჻ არა჻ ხარ჻ ცნობასა შენ჻ საყუარელსა჻ რად჻ აწყენ჻ ფუ჻ მაგა჻ მამაცობასა ჴრმალგამოწვდილი჻ გაუჴე჻ მივეც჻ ლახუართა჻ სობასა჻ თავსა჻ გარდავჰკარ჻ მოცავჰკალ჻ დაჴსენ჻ სოფლისა჻ თმობასა

850. ჴრმალი჻ გავჰტყორცე჻ გარდვიჭერ჻ ვეფხი჻ შევიპყარ჻ ჴელითა მის჻ გამო჻ კოცნა჻ მომინდა჻ ვინ჻ მწუავს჻ ცეცხლითა჻ ცხელითა მიღრინვიდა჻ და჻ მაწყენდა჻ ბრჭკალითა჻ სისხლთა჻ მღურელითა ვეღარ჻ გავუძელ჻ იგიცა჻ მოვკალ჻ გულითა჻ ხელითა

851. რაზომსაცა჻ ვამშვიდებდი჻ ვეფხი჻ ვერა჻ დავამშვიდე გავგულისდი჻ მოვიქნივე჻ ვჰკარ჻ მიწასა჻ დავაწყვიდე მამეგონა჻ ოდეს჻ ჩემსა჻ საყუარელსა჻ წავეკიდე სული჻ სრულად჻ არ჻ ამომჴდეს჻ რას჻ გიკუირს჻ რომ჻ ცრემლსა჻ ვღურიდე

852. აჰა჻ ძმაო჻ მითხრობია჻ ჭირი჻ ჩემი჻ რაცა჻ მჭირდა სულთა჻ დგმაცა჻ არა჻ მმართებს჻ ასრე჻ გასულა჻ რად჻ გიკუირდა სიცოცხლესა჻ გავეყარე჻ სიკუდილიცა჻ დამიძუირდა ესე჻ სიტყუა჻ დაასრულა჻ ყმამან჻ სულთქნა჻ აცატირდა

აქა ტარიელისა და ავთანდილისაგან ქუაბს მისვლა და ასმათის ნახვა჻

853. ავთანდილცა჻ მასთანავე჻ ტიროდა჻ და჻ ცრემლსა჻ ღურიდა უთხრა჻ დათმე჻ ნუ჻ მოჰკუდები჻ გულსა჻ სრულად჻ ნუ჻ დასჭრი჻ და ღ~თი჻ მაგას჻ მოწყალეობს჻ თუცა჻ ჭირმან჻ არ჻ გაგრიდა თუმც჻ უნდოდით჻ გასაყრელად჻ პირველ჻ ერთად჻ არ჻ შეგყრიდა

854. სდევს჻ მიჯნურსა჻ ფათერაკი჻ საწუთროსა჻ დაანაღულებს მაგრა჻ ბოლოდ჻ ლხინსა჻ მისცემს჻ ვინცა჻ პირველ჻ ჭირსა჻ გასძლებს მიჯნურობა჻ საჭიროა჻ მით჻ სიკუდილსა჻ მიგვაახლებს გასწავლულსა჻ გააშმაგებს჻ უსწავლელსა჻ გაასწავლებს