... (Q-779), XVIII ს.

798. დაო჻ მეტსა჻ საუბარსა჻ აღარ჻ მომცემს჻ ჟამი჻ და჻ დრო არ჻ ვინანი჻ გარდასრულსა჻ ბრძენთა჻ სიტყუა჻ დავაღადრო წავალ჻ ვძებნი჻ ანუ჻ ვჰპოვებ჻ ან჻ სიკუდილი჻ მოვიადრო თუარა჻ ბედი჻ აზომ჻ თურე჻ მიკვეთს჻ ღმერთსა჻ რაღა჻ ვჰკადრო

799. ამის჻ მეტი჻ აღარა჻ თქუა჻ ატირდა჻ და჻ წამოვიდა ქუაბი჻ ჩავლო჻ წყალსა჻ გაჴდა჻ შამბი჻ ჩავლო჻ ველს჻ გავიდა ქარი჻ ველთა჻ მონაქროლი჻ ლალის჻ ფერსა჻ ვარდსა჻ ზრვიდა რად჻ მიმეცო჻ ამა჻ ჭირსა჻ ბედსა჻ ამას჻ უზრახვიდა

800. იტყუის჻ ღ~თო჻ რა჻ შეგცოდე჻ შენ჻ უფალსა჻ არსთა჻ მხედსა რად჻ გამყარე჻ მოყუარეთა჻ რად჻ შემასწარ჻ ამა჻ ბედსა ერთი჻ ორთა჻ მგონებელი჻ ვარ჻ საქმესა჻ წარსაწყმედსა მოვჰკუდე჻ თავი჻ არ჻ მეწყალვის჻ სისხლი჻ ჩემი჻ ჩემსა჻ ქედსა

801. მოყუარემან჻ ვარდის჻ კონა჻ გულსა჻ მკრა჻ და჻ დამიწყლულა იგი჻ ფიცი჻ ჩემგან჻ სრული჻ მან჻ აღარა჻ გამისრულა მას჻ თუ჻ გამყრი჻ საწუთროო჻ ჩემი჻ ლხინი჻ გარდასრულა სხუა჻ მოყუარე჻ ჩემსა თუალსა გაკიცხულა჻ გაბასრულა

802. კულა჻ იტყუის჻ მიკუირს჻ ნაღველი჻ კაცისა჻ მე჻ ჭკუიანისა რა჻ მჭმუნვარებდეს჻ რას჻ არგებს჻ ნაკადი჻ ცრემლთა჻ ბანისა სჯობს჻ გამორჩევა჻ აზრობა჻ საქმისა჻ დასაგვანისა აწ჻ მეცა჻ მიჯობს჻ მონახვა჻ მის჻ მზისა჻ ლერწამტანისა

803. ყმა჻ გაემართა჻ საძებრად჻ მტირალი჻ ცრემლთა჻ მფქუეველი ეძებს჻ უზახის჻ უყივის჻ დღეებრ჻ ღამეთა჻ მთეველი სამ჻ დღემდი჻ მოვლო჻ მრავალი჻ ჴევი჻ შამბნარი჻ ტყე჻ ველი ვერ჻ პოვა჻ მივა჻ მჭუნვარე჻ ვერას჻ ამბისა჻ მცნეველი

804. იტყუის჻ ღ~თო჻ რა჻ შეგცოდე჻ ეგზომ჻ დიდი჻ რა჻ გაწყინე რად჻ შემასწარ჻ ამა჻ ბედსა჻ რა჻ სასჯელი჻ მომივლინე გამკითხველო჻ გამიკითხე჻ აჯა჻ ჩემი჻ შეისმინე დაამოკლე჻ დღენი჻ ჩემნი჻ ჭირნი჻ ჩემი჻ გამილხინე

პოვნა ავთანდილისაგან ტარიელისა ლომ ვეფხვნი რომ დაეჴოცნა჻

805. მივიდოდა჻ მიუბნობდა჻ ყმა჻ მტირალი჻ ფერშეცულილი ქედსა჻ რასმე჻ გარდაადგა჻ ველი჻ აჩნდა჻ მზიან ჩრდილი ნახა჻ შავი჻ შამბთა჻ პირსა჻ დგა჻ სადავე჻ უკუყრილი თქუა჻ უცილოდ჻ იგიაო჻ არა჻ უნდა჻ ამას჻ ცილი

806. რა჻ შეხედნა჻ ყმასა჻ გულმან჻ გაუფეთქნა჻ გაუნათდა აქა჻ ლხინი჻ დაღრეჯილსა჻ უათასდა჻ არ჻ უათდა ვარდმან჻ ფერი჻ გაანათლა჻ ბროლი჻ ბროლდა჻ სათი჻ სათდა ვით჻ გრიგალმან჻ ჩაირბინა჻ არ჻ მოსცალდა჻ მჭურეტად჻ მათდა

807. რა჻ ტარიელ჻ დაინახა჻ განაღამცა჻ დაეღრიჯა ახლოს჻ მყოფი჻ სიკუდილისა჻ ჯდა჻ და჻ პირი჻ დაებღნიჯა საყელონი჻ გარდეხივნეს჻ თავი჻ სრულად჻ გაეგლიჯა მას჻ აღარა჻ შეესმოდა჻ სოფლით჻ გაღმა჻ გაებიჯა

808. ერთკე჻ უც჻ ლომი჻ მოკლული჻ და჻ ჴრმალი჻ სისხლმოცხებული კულა჻ სხუაგნით჻ ვეფხი჻ უსულო჻ მკუდარი჻ ქუე დანარცხებული მას჻ წყაროსაებრ჻ თვალთაგან჻ ცრემლი჻ სდის჻ გაფიცხებული მუნ჻ აგრე჻ გულსა჻ უნთებდა჻ ცეცხლი჻ მცხინვარე჻ ცხებული

809. თუალთა჻ ახმადცა჻ ზარედვა჻ სრულად჻ მიჰჴდოდა჻ ცნობასა მიახლებოდა჻ სიკუდილსა჻ მოჰშორვებოდა჻ ნობასა ყმა჻ სახელდობით჻ უყივის჻ ლამის჻ სიტყუითა჻ კრთობასა ვეღარ჻ ასმინა჻ გარდიჭრა჻ ძმა჻ გამოაჩენს჻ ძმობასა

810. ჴელითა჻ ცრემლსა჻ უწურავს჻ თვალთა჻ ავლებდა჻ სახელსა ახლოს჻ უზის჻ და჻ უზახის჻ მართ჻ სახელდობით჻ სახელსა ეტყუის჻ ვერ჻ მიცნობ჻ ავთანდილს჻ შენთუის჻ გაჭრილსა჻ და჻ ჴელსა მას჻ არა჻ დია჻ შეესმის჻ რეტსა჻ თუალ დაუფახველსა

811. ესე჻ ყუელაი჻ ასრეა჻ რაცა჻ აწ჻ ჩემგან჻ თხრობილა ცრემლნი჻ მოსწურნა჻ თუალთაგან჻ ცოტადრე჻ მოაცნობილა მაშინღა჻ იცნა჻ აკოცა჻ მოეჭდო჻ მოეძმობილა ვიმოწმებ჻ ღ~თსა჻ ცხოველსა჻ მათებრივ჻ არა჻ შობილა

812. უთხრა჻ ძმაო჻ არ჻ გიტყუვე჻ გიყავ჻ რაცა჻ შემოგფიცე გნახე჻ სულთა჻ გაუყრელმან჻ ფიცი჻ ასრე჻ დავამტკიცე აწ჻ დამეჴსენ჻ სიკუდილამდის჻ ვიტირო჻ და჻ თავსა჻ ვიცე მაგრა჻ გვედრებ჻ დამარხვასა჻ მჴეცთა჻ საჭმლად჻ არ჻ მივიცე

813. ყმამან჻ უთხრა჻ რაშიგან჻ ხარ჻ შენ჻ საქმესა჻ რად჻ იქ჻ ავსა ვინ჻ მიჯნური჻ არ჻ ყოფილა჻ ვის჻ საჴუმილი჻ არა჻ სწუავსა ვის჻ უქნია჻ შენი჻ მსგავსი჻ სხუასა჻ კაცთა჻ ნათესავსა რად჻ სატანას჻ წაუღიხარ჻ რად჻ მოიკლავ჻ ნებით჻ თავსა

814. თუ჻ ბრძენი჻ ხარ჻ ყოვლნი჻ ბრძენნი჻ აპირებენ჻ ამა჻ პირსა ჴამს჻ მამაცი჻ მამაცური჻ სჯობს჻ რაზომცა჻ ნელად჻ ტირსა ჭირსა჻ შიგან჻ გამაგრება჻ ასრე჻ უნდა჻ ვით჻ ქვითკირსა თავისისა჻ ცნობისაგან჻ ჩავარდების჻ კაცი჻ ჭირსა

815. ბრძენი჻ ხარ჻ და჻ გამორჩევა჻ არა჻ იცი჻ ბრძენთა჻ თქმულებ მინდორს჻ სტირ჻ და჻ მჴეცთა჻ ახლავ჻ არას჻ წადილსა჻ აისრულებ ვისთვის჻ ჰკუდები჻ ვერ჻ მიხუდები჻ თუ჻ სოფელსა჻ მოიძულებ თავსა჻ მრთელსა჻ რად჻ შეიკრავ჻ წყლულსა჻ ახლად჻ რად჻ იწყლულებ

816. ვინ჻ არ჻ ყოფილა჻ მიჯნური჻ ვის჻ არ჻ საჴმილნი჻ სდებიან ვის჻ არ჻ უნახვან჻ პატიჟნი჻ ვისთუის჻ ვინ჻ არა჻ ბნდებიან მითხარ჻ უსახო჻ რა჻ ქნილა჻ სულნი჻ რად჻ ამოგჴდებიან არ჻ იცი჻ ვარდნი჻ უეკლოდ჻ არავის჻ მოუკრებიან