... (Q-779), XVIII ს.

965. აქა჻ მათ჻ ზანგთა჻ მონათა჻ მზე჻ მოიყუანეს჻ ნავითა კბილ თეთრი჻ ბაგე ბალახში჻ სახედავითა჻ შავითა ცხენი჻ გავქუსლე჻ გავაგე჻ წაგურა჻ ჴრმლითა჻ და჻ მკლავითა შორს჻ მნახეს჻ ადრე჻ გამექცეს჻ ნავი჻ მფრინველე჻ ჩნდა჻ ვითა

966. მოეხუივნეს჻ ერთმანერთსა჻ გაამრავლნეს჻ ცრემლთა჻ ღურანი აკოცეს჻ და჻ გაუახლდეს჻ მათ჻ ორთავე჻ მათნი჻ წუანი გაიყარნეს჻ გაუყრელნი჻ ძმადფიცნი჻ და჻ ვითა჻ ძმანი ფრიდონ჻ დადგა჻ ყმა჻ წავიდა჻ შემხედველთა჻ მკულელი჻ ტანი

წასვლა ავთანდილისაგან ნესტან დარეჯანის საძებრად ფრიდონისით჻

967. ყმა჻ მიმავალი჻ მიუბნობს჻ მსგავსი჻ მთუარისა჻ სრულისა არს჻ თინათინის჻ გონება჻ მისად჻ სალხენად჻ გულისა იტყუის჻ მოგშორდი სიცრუვე჻ ვაი საწუთროსა჻ კრულისა჻ შენ჻ გაქუს჻ წამალი჻ ჩემისა჻ მამრთელებელი჻ წყლულისა

968. რად჻ სიცხე჻ გულსა჻ ნიადაგ჻ მწუავს჻ გმირსა჻ სამს჻ ალებისა რად჻ გული჻ კლდისა჻ ტინისა჻ შემქმნია჻ სამ჻ სალებისა არ჻ შეუძლია჻ ლახუარსა჻ დაჩენა჻ სამსა჻ ლებისა჻ შენ჻ ხარ჻ მიზეზი჻ სოფლისა჻ ასრე჻ გასამსალებისა

969. ავთანდილ჻ მარტო჻ ზღუის჻ პირსა჻ მივა჻ ოთხითა჻ მონითა წამალსა჻ ტარიელისსა჻ ეძებს჻ ყოვლითა჻ ღონითა დღისით჻ და჻ ღამით჻ მტირალი჻ იღურების჻ ცრემლთა჻ ფონითა ჩალად჻ უჩს჻ ყოვლი჻ ქუეყანა჻ მისვე჻ ჩალისა჻ წონითა

970. სადაცა჻ ნახნის჻ ეუბნის჻ მგზავრნი჻ ზღუის჻ პირსა჻ რებულნი ჰკითხის჻ მის჻ მზისა჻ ამბავი჻ დღენი჻ ვლნა჻ გაასებულნი ქედსა჻ გარდადგეს჻ აქლემნი჻ აუჩნდეს჻ ლარ კიდებულნი მოქარავნენი჻ ზღუის჻ პირსა჻ დაყრით჻ დგეს჻ შეჭირვებულნი

971. მუნ჻ ქარავანი჻ ურიცხუი჻ მოსდგმოდა჻ ზღუისა჻ კიდესა შეიჭირვებდეს჻ ჭმუნვიდეს჻ ვერცა჻ დგეს჻ ვერცა჻ ვლიდესა ყმამან჻ სალამი჻ უბრძანა჻ ქებასა჻ შეასხმიდესა ჰკითხეს჻ თუ჻ ვაჭარნო჻ ვინ჻ ხართ მათ჻ საუბარი჻ ჰკიდესა

972. უსამ჻ იყო჻ ქარავნისა჻ უხუცესი჻ კაცი჻ ბრძენი მოაჴსენა჻ ხოტბო სრული჻ დალოცა჻ და჻ უქნა჻ ზნენი ჰკადრეს჻ მზეო სიცოცხლეო჻ შენ჻ ამოჰჴე჻ ჩუენი჻ მლხენი ჩამოჰჴე჻ და჻ მოგახსენოთ჻ ამბავი჻ და჻ საქმე჻ ჩუენი

973. გარდაჴდა჻ ჰკადრეს჻ ჩუენ჻ ვართო჻ მობაღდადენი჻ ვაჭარნი მაჰმადის჻ სჯულის჻ მჭირავნი჻ აროდეს჻ გუისმან჻ მაჭარნი ზღუათა჻ მეფისა჻ ქალაქსა჻ სავაჭროდ჻ გარმონაჭარნი საქონელ სრულნი჻ მდიდარნი჻ არ჻ ლარნი჻ გუქონან჻ ნაჭარნი

974. ჩუენ჻ აქა჻ ვპოვეთ჻ ზღუის჻ პირსა჻ კაცი჻ უსულოდ჻ მდებარე უშველეთ჻ ენა჻ მოეცა჻ სიტყუისა჻ გამომგებარე ვჰკითხეთ჻ თუ჻ ვინ჻ ხარ჻ ღარიბო჻ რასა჻ საქმისა჻ მდებარე გუითხრა჻ თუ჻ შეხვალთ჻ დაგჴოცენ჻ კიდე჻ ცოცხალვარ჻ მე჻ ბარე

975. თქუა჻ ქარავანი჻ ეგვიპტით჻ გამოვემართეთ჻ ერითა ზღუასა჻ შევედით჻ ტვირთულნი჻ ლარითა჻ მრავალფერითა მუნ჻ მეკობრეთა჻ დაგვჴოცნეს჻ ძელით჻ საჴნისის჻ წუერითა ყუელაი჻ წაჴდა჻ არ჻ ვიცი჻ აქა჻ მოსრულვარ჻ მე჻ რითა

976. ლომო჻ და჻ მზეო჻ ესეა჻ მიზეზი჻ აქა჻ დგომისა დაბრუნვებითა჻ გუეცემის჻ ზიანი჻ არსაზომისა შევიდეთ჻ ვაი჻ თუ჻ დაგვჴოცნენ჻ ძალი჻ არა჻ გუაქვს჻ ომისა ვერცა჻ ვდგათ჻ ვერცა჻ წასრულვართ჻ ღონე჻ წაგვსულია჻ რჩომისა

977. ყმამან჻ უთხრა჻ ვინცა჻ ჭმუნავს჻ ცუდია჻ და჻ ცუდად჻ სცთების რაცა჻ მოვა჻ საქმე჻ ზენა჻ მომავალი჻ არ჻ აგუცთების მე჻ მივინდობ჻ სისხლთა჻ თქუენთა჻ შემოვისხამ჻ დაცამწუთების ვინცა჻ გებრძუის჻ ჴრმალი჻ ჩემი჻ მბრძოლთა჻ თქუენთა჻ დააცუთების

978. მოქარავნენი჻ აივსნეს჻ სიხარულითა჻ დიდითა თქუეს჻ ყმა჻ ვინმეა჻ ჭაბუკი჻ არა჻ ჩუენებრვე჻ რიდითა აქუს჻ თავისაგან჻ იმედი჻ ვიყუნეთ჻ გულითა჻ მშვიდითა შევიდეს჻ ჩასხდეს჻ ჴუამალდსა჻ გამართეს჻ ზღუისა჻ კიდითა

979. სიამოვნისა჻ დარითა჻ იარეს჻ არ჻ სიძნელითა მათი჻ ბადრაგა჻ ავთანდილ჻ უძღუის჻ გულითა჻ ქუელითა გამოჩნდა჻ ნავი჻ მეკობრე჻ დროშითა჻ მეტად჻ გრძელითა მას჻ ნავსა჻ ნავთა჻ სალეწლად჻ საჴნისი჻ ჰგია჻ ძელითა

980. კიოდეს჻ და჻ მოდიოდეს჻ იზახდეს჻ და჻ ბუკსა჻ ჰკრესა შეუშინდა჻ ქარავანი჻ მათ჻ ლაშქართა჻ სიდიდესა ყმამან჻ უთხრა჻ ნუ჻ იშიშვით჻ თქუენ჻ იმათსა჻ სიალფესა ანუ჻ დავჰჴოც჻ იმ჻ ყუელასა჻ ან჻ სიკვდილი჻ ჩემი჻ დღესა

981. უგანგებოდ჻ ვერას჻ მიზმენ჻ შეცამებნენ჻ ჴმელთა჻ სპანი განგებაა჻ არ჻ დავრჩები჻ ლახუარნია჻ ჩემთუის჻ მზანი ვერ჻ დამჴსნიან჻ ვერ჻ ციხენი჻ ვერ჻ მოყუასნი჻ ვერცა჻ ძმანი ვინცა჻ იცის჻ ესე჻ ასრე჻ ჩემებრვეა჻ გულოვანი

982. თქუენ჻ ვაჭარნი჻ ჯაბანნი჻ ხართ჻ ომისაცა჻ უმეცარნი შორს჻ ისრითა჻ არ჻ დაგჴოცნენ჻ ჩაიჴრჩენით჻ თანა჻ კარნი მარტო჻ მნახეთ჻ ვით჻ შევიბა჻ ვით჻ ვიჴმარნე჻ ლომნი჻ მკლავნი მეკობრისა჻ ნავისანი჻ სისხლნი჻ ნახნეთ჻ მონაღუარი

983. ჩაიცუა჻ ტანსა჻ აბჯარი჻ ქცევითა჻ ვეფხებრ჻ მკრჩხალითა მას჻ ჴელთა჻ კეტი჻ რკინისა჻ ჰქონდა჻ ჴელითა჻ ცალითა ნავისა჻ თავსა჻ გულითა჻ წადგა჻ შიშშეუვალითა ვითა჻ მჭურეტელნი჻ ჭურეტითა჻ მტერნი჻ დაჴოცნა჻ ჴრმალითა