... (Q-779), XVIII ს.

906. აწ჻ გულსა჻ ეტყუის჻ ვითამცა჻ გდის჻ ცრემლი჻ არ჻ გაგჴმობია რას჻ გარგებს჻ მოკულა჻ თავისა჻ ეშმა჻ ძმად჻ თურე჻ გძმობია მეც჻ ვიცი჻ ჩემსა჻ ხელმქმნელსა჻ თმად჻ ყორნის჻ ბოლო჻ სთმობია მაგრა჻ თუ჻ ჭირსა჻ არ჻ დასთმობ჻ ლხინი჻ რა჻ დასათმობია

907. თუ჻ დავრჩეო჻ ესე჻ მიჯობს჻ სიცოცხლისა჻ იტყუის჻ თუსა჻ ნუთუ჻ მომხუდეს჻ ნახვა჻ მზისა჻ ნუ჻ ვიზახი჻ მიწყივ჻ უსა მიიმღერის჻ ჴმასა჻ ტკბილსა჻ არ჻ დასწყუეტდის჻ ცრემლთა჻ რუსა მისსა჻ ჴმასა჻ თანა჻ ჴმაცა჻ ბულბულისა჻ ჰგუანდის჻ ბუსა

908. რა჻ ესმოდის჻ მღერა჻ ყმისა჻ სმენად჻ მჴეცნი჻ მოვიდიან მისვე჻ ჴმისა჻ სიტკბოსაგან჻ წყლით჻ ქვანიცა჻ გამოსხდიან ისმენდიან჻ გაჰკუირდიან჻ რა჻ ატირდის჻ ატირდიან იმღერს჻ ლექსთა჻ საბრალოთა჻ ღუარისაებრ჻ ცრემლნი჻ სდიან

909. მოვიდიან჻ შესამკობლად჻ ქუეყნით჻ ყოვლნი჻ სულიერნი კლდით჻ ნადირნი჻ წყალშიგ჻ თევზნი჻ ზღუით჻ ნიანგნი჻ ცით჻ მფრინველნი ჰინდო არაბ საბერძნეთით჻ მაშრიყით჻ და჻ მაღრიბულნი რუსნი სპარსნი჻ მოფრანგენი჻ და჻ მისრეთით჻ მეგვიპტელნი

ავთანდილისაგან ფრიდონისას მისულა ტარიელს რომ გაეყარა჻

910. ყმა჻ მტირალი჻ სამოცათ჻ დღე჻ ზღუისა჻ პირსა჻ მივა჻ გზასა შორით჻ ნახა჻ მენავენი჻ მოდიოდეს჻ შიგან჻ ზღუასა მოიცადნა჻ ჰკითხა჻ ვინ჻ ხართ჻ თქუენ჻ ამისსა჻ გნუკევ჻ თქმასა ეს჻ სამეფო჻ ვისი჻ არის჻ ან჻ ჰმორჩილობს჻ ვისსა჻ ჴმასა

911. მათ჻ მოაჴსენეს჻ ტურფაო჻ სახითა჻ და჻ ნაგებითა გუეუცხოვე჻ და჻ გუეკეთე჻ მით჻ გეუბნებით჻ ქებითა აქამდის჻ ზღუარი჻ თურქთაა჻ მომძღურე჻ ფრიდონის჻ ზღურებითა ჩუენცა჻ ვისნი჻ ვართ჻ გიამბობთ჻ თუ჻ ჭურეტით჻ არ჻ დავბნდებითა

912. ნურადინ჻ ფრიდონ჻ მეფეა჻ ამა჻ ქუეყნისა჻ ჩუენისა მოყმე჻ მჴნე჻ უხვი჻ ძლიერი჻ ფიცხლად჻ მამხლტომი჻ ცხენისა ვნება჻ არავის჻ არ჻ ძალუც჻ მის჻ მზისა჻ ოდნად჻ მშუენისა იგია჻ ჩუენი჻ პატრონი჻ მსგავსი჻ ცით჻ შუქთა჻ მფენისა

913. ყმამან჻ უთხრა჻ ძმანო჻ ჩემნო჻ კარგთა჻ კაცთა჻ გარდგეკიდე მე჻ მეფესა჻ თქუენსა჻ ვეძებ჻ მასწავლეთ჻ თუ჻ სით჻ წავიდე რა჻ ვიარო჻ ოდეს჻ მივალ჻ ან჻ გზასა჻ აქუს჻ რა჻ სიდიდე მენავეთა჻ უწინამძღურეს჻ არ჻ დააგდეს჻ გზამდის჻ კიდე

914. მოაჴსენეს჻ ესე჻ გზაა჻ მულღაზანზარს჻ მიმავალი მუნ჻ დაგვჴუდების჻ მეფე჻ ჩუენი჻ მშვილდფიცხელი჻ მახუილჴრმალი აქადაღმე჻ ათ჻ დღე჻ მიხუალ჻ ნაკუთად჻ სარო჻ ფერად჻ ლალი ვაი჻ რად჻ დაგუწუენ჻ უცხოს჻ უცხო჻ რად჻ მოგუიდევ჻ ცეცხლებრ჻ ალი

915. ყმამან჻ უთხრა჻ მიკვირს჻ ძმანო჻ რად჻ ხართ჻ ჩემთუის჻ გულმოკლულნი ანუ჻ ეგრე჻ ვით჻ გეკეთნეს჻ ზამთრის჻ ვარდნი჻ ფერნაკლულნი თქუენმცა჻ მაშინ჻ გენახენით჻ ლაღნი჻ ვდეგით჻ არ჻ საპყრულნი ჩუენნი჻ მჭურეტნი჻ დავაშუენნით჻ ჩუენგან჻ სხდიან჻ მხიარულნი

916. იგი჻ წავიდეს჻ დაბრუნდა჻ ყმა჻ გზასა჻ თავის჻ წინასა ვისი჻ ჰგავს჻ ტანი჻ საროსა჻ და჻ ვისი჻ გული჻ რკინასა მიაცორვებს჻ და჻ მიუბნობს჻ მოსთქუამს჻ მისსავე჻ ლხინასა ნარგისნი჻ ქუხან჻ ცრემლსა჻ წვიმს჻ ჩარცხის჻ ბროლსა჻ და჻ მინასა

917. ვინცა჻ გზას჻ ნახნის჻ უცხონი჻ ჰმსახურებდიან჻ ჰყმობდიან მოეხუივნიან჻ საჭურეტლად჻ მას჻ ზედა჻ სტრფიალობდიან ეძნელებოდის჻ გაშუება჻ გაყრასა჻ ძლივ჻ დასთმობდიან გზის჻ ყოლაოზი჻ მისციან჻ ჰკითხის჻ რა჻ უამბობდიან

918. მულღაზანზარს჻ მიეახლა჻ ადრე჻ დალევს჻ გზასა჻ გრძელსა მინდორს჻ ნახა჻ სპა჻ ლაშქართა჻ და჻ ნადირთა჻ ჰგვანდეს჻ მსრველსა ყოვლგნით჻ ალყა჻ შემოეკრა჻ მოსდგომოდეს჻ გარე჻ ველსა ისვრიან჻ და჻ იზახიან჻ მჴეცთა჻ სჭრიან჻ ვითა჻ მჭელსა

919. კაცი჻ ემთხვია჻ მას჻ ჰკითხა჻ ამბავი჻ მის჻ ლაშქარისა უბრძანა჻ ისი჻ ვისია჻ ჴმა჻ ზათქისა჻ და჻ ზარისა მან჻ უთხრა჻ ფრიდონ჻ ჴელმწიფე჻ მეფე჻ მულღაზანზარისა იგი჻ ნადირობს჻ შეუკრავს჻ ნაპირი჻ ველ შამბნარისა

920. მათ჻ ლაშქართაკე჻ წავიდა჻ მით჻ უსახოთა჻ ქცევითა გამხიარულდა჻ შუენება჻ მის჻ ყმისა჻ ვჰთქუიმცა჻ მე჻ ვითა მისთა჻ გამყრელთა჻ დააზრობს჻ შემყრელთა჻ დასწუავს჻ მზე჻ ვითა ნახოს჻ მჭურეტელთა჻ ახელებს჻ ტანი჻ ლერწამობს჻ ხე჻ ვითა

921. მათ჻ ლაშქართა჻ ყოლბსა჻ შუა჻ ორბი჻ სითმე჻ გარდმოფრინდა ყმამან჻ ცხენი჻ შეუტევა჻ გაამაყდა჻ არ჻ შეშინდა შესტყორცნა჻ და჻ ჩამოაგდო჻ დაეცა჻ და჻ სისხლი჻ სდინდა გარდაჴდა჻ და჻ ფრთენი჻ დასჭრა჻ წყნარად჻ შეჯდა჻ არ჻ აქშინდა

922. იგი჻ რა჻ ნახეს჻ მესროლთნი჻ სროლასა჻ მოეშლებოდეს ალყა჻ დაშალეს჻ მოვიდეს჻ მოეხუეოდეს჻ ბნდებოდეს იქით჻ და჻ აქათ჻ უვლიდეს჻ ზოგნი჻ უკანა჻ ჰყუებოდეს ვერცა჻ ჰკადრებდეს჻ ვინ჻ ხარო჻ ვერცა჻ რას჻ ეუბნებოდეს

923. მინდორსა჻ შუა჻ გორი჻ დგა჻ ფრიდონ჻ მას჻ ზედა჻ დგებოდა ღირსი჻ მას჻ თანა჻ სროლასა჻ ორმოცი჻ კაცი჻ ხლებოდა მუნ჻ დაემართა჻ ავთანდილ჻ მას჻ თანა჻ ყოლბი჻ ჰყუებოდა ფრიდონს჻ უკვირდა჻ რა჻ ჰქნესო჻ მისთა჻ სპათათუის჻ წყრებოდა

924. ფრიდონ჻ მონა჻ გამოგზავნა჻ წა჻ ნახეო჻ ისი჻ სპანი რა჻ ქნეს჻ ალყა჻ რად჻ დაშალეს჻ სად჻ წადიან჻ ვითა჻ ბრმანი მონა჻ ფიცხლა჻ მოეგება჻ ნახა჻ სარო჻ მორჩი჻ ტანი დადგა჻ თუალნი჻ გაურეტდეს჻ დაავიწყდეს჻ სიტყუის჻ თქმანი