... (Q-779), XVIII ს.

778. მარტო჻ მოსთქმიდის჻ ტიროდის჻ ტანად჻ ალვისა჻ ხიანი მინდორს჻ თხა჻ მოკლის჻ სადაცა჻ ადგილი჻ დახუდის჻ კლდიანი შეწვის჻ ჭამის჻ და჻ წავიდის჻ პირ჻ მზე჻ გულმარიხიანი იტყუის჻ დავჰყარენ჻ ვარდნი჻ და჻ აჰა჻ მე჻ ვაგლახ჻ იანი

779. აწ჻ ვერ჻ ვიტყუი჻ მაშინდელსა჻ მე჻ მის჻ ყმისა჻ ნაუბარსა მიუბნობდის჻ რას჻ მოთქმიდის჻ რას჻ ტურფასა჻ რაზომ჻ გუარსა ზოგან჻ თოვლი჻ გაეწითლის჻ ვარდსა჻ ბრჭკლითა჻ ნახოკარსა ქუაბნი჻ ნახნა჻ გაეხარნეს჻ ზე჻ გავიდა჻ ქუაბთა჻ კარსა

780. რა჻ ასმათმან჻ დაინახა჻ მოეგება჻ ცრემლი჻ სწუთების ვით჻ იამა჻ სიხარულსა჻ მართ჻ ვეღარას჻ ვერ჻ მიხუდების ყმა჻ გარდაჴდა჻ მოეხუია჻ აკოცებს჻ და჻ ეუბნების კაცი჻ კაცსა჻ მოელოდეს჻ მოსულა჻ დია჻ იამების

781. ყმა჻ ქალსა჻ ეტყუის჻ პატრონი჻ ნეტარ჻ სად჻ არის჻ და჻ ვითა ქალი჻ ატირდა჻ ცრემლითა჻ ზღუათაცა჻ შესართავითა ეტყუის჻ რა჻ წახუელ჻ გაიჭრა჻ ქუაბს჻ ყოფა჻ მისჭირდა჻ ვითა აწ჻ მისი჻ არა჻ არ჻ ვიცი჻ არ჻ ნახვით჻ არ჻ ამბავითა

782. ყმა჻ დაჭმუნდა჻ ვითამც჻ რამე჻ ჰკრეს჻ ლახუარი჻ გულსა჻ შუა ქალსა჻ ეტყუის჻ აჰა჻ დაო჻ ეგეთიმცა჻ კაცი჻ ნუა იგი჻ ფიცი჻ ვით჻ გატეხა჻ არ჻ ვეცრუე჻ ვით჻ მეცრუა ვერ჻ იქმოდა჻ რად჻ მიქადა჻ თუ჻ მიქადა჻ რად჻ მიტყუა

783. თუ჻ უმისოდ჻ სოფელს჻ ყოფა჻ რადგან჻ ჭირად჻ არ჻ მიღირდა რად჻ დავვიწყდი჻ რად჻ მივსცილდი჻ რად჻ ვერ჻ გაძლო჻ რა჻ მისჭირდა მან჻ გატეხა჻ ზენარისა჻ რად჻ შემართა჻ ვით჻ გაპირდა მაგრა჻ ავის჻ ბედისაგან჻ ჩემი჻ რამცა჻ გამიკუირდა

784. კულა჻ ქალი჻ ეტყუის჻ მართლაც჻ ხარ჻ მაგისსა჻ დამძიმებასა მაგრა჻ რა჻ გავბრჭო჻ მართალი჻ ნუ ეჭუ჻ რასაცა჻ თნებასა არ჻ გული჻ უნდა჻ ფიცის჻ და჻ პირისა჻ გასრულებასა იგი჻ უგულო჻ მოელის჻ მართ჻ დღეთა჻ შემოკლებასა

785. გული჻ ცნობა჻ და჻ გონება჻ ერთმანერთზედა჻ ჰკიდიან რა჻ გული჻ წავა჻ იგიცა჻ წავლენ჻ და჻ მისკენ჻ მიდიან უგულო჻ კაცი჻ ვერ჻ კაცობს჻ კაცთაგან჻ განაკიდიან შენ჻ არ჻ გინახავნ჻ არ჻ იცი჻ მას჻ რომე჻ ცეცხლნი჻ წვიდიან

786. შენ჻ უმართლე჻ ხარ჻ ემდურვი჻ შენ჻ გაეყარე჻ ძმობილსა მაგრა჻ ვით჻ ითქუმის჻ ვით჻ გაჴმა჻ ვითა჻ გიამბობ჻ ცნობილსა ენა჻ დაშურების჻ გაცუდების჻ გულსა჻ შელამის჻ ლმობილსა ამას჻ მით჻ ვაზრობ჻ მინახავს჻ მე჻ უბედურსა჻ შობილსა

787. ჯერთ჻ მისი჻ მსგავსი჻ სასჯელი჻ არცა჻ ვის჻ ამბად჻ სმენია თუ჻ არა჻ კაცთა჻ სასჯელი჻ ქვათაცა჻ შესაძრწენია დიჯლადცა჻ კმარის჻ მას჻ რომე჻ თუალთაგან჻ ცრემლი჻ სდენია თუით჻ რაცა჻ ჰბრძანოთ჻ მართალ჻ ხართ჻ სხუა჻ სხუისა჻ ომსა჻ ბრძენია

788. მას჻ წამავალსა჻ ვჰკითხევდი჻ დამწუარსა჻ ცეცხლმოდებულსა მოვიდეს჻ რა჻ ქნას჻ ავთანდილ჻ მისსა჻ დამვედრე჻ დებულსა მიბრძანა჻ მოღმა მნახვიდეს჻ მე჻ მისთუის჻ გაცუდებულსა ამათ჻ არ჻ დავჰყრი჻ არეთა჻ არ჻ გავჰსტეხ჻ მისს჻ ქადებულსა

789. მას჻ ზენაარსა჻ არ჻ გავჰტეხ჻ მას჻ ფიცსა჻ არ჻ ვერცუები მად჻ პაემნამდის჻ მოვიცდი჻ რაზომცა჻ გამდის჻ რუები თუ჻ მკუდარი჻ მნახოს჻ დამმარხოს჻ თქუას჻ ვაგლახი჻ და჻ უები ცოცხალი჻ დავხუდე჻ უკუირდეს჻ სიცოცხლე჻ არს჻ სათუები

790. ჩემთუის჻ გარდახდა჻ მას჻ აქათ჻ გაყრა჻ მზისა჻ და჻ ქედისა ოდენ჻ მოდენა჻ ცრემლისა჻ მჭირს჻ ველთა჻ მოსალბედისა მსჯის჻ გამრავლება჻ ჴელქნილსა჻ სულთქუმისა჻ ზედაზედისა დავვიწყებივარ჻ სიკუდილსა჻ ნახეთ჻ ნაქმარი჻ ბედისა

791. ესე჻ არაკი჻ მართალი჻ ჩინს჻ ქუასა჻ ზედა჻ სწერია ვინ჻ მოყუარესა჻ არ჻ ეძებს჻ იგი჻ თავისა჻ მტერია აწ჻ ზაფრანია჻ ვის჻ წინას჻ ვერ჻ ვარდი჻ ჰგუანდის჻ ვერ჻ ია თუღა჻ მონახავ჻ მონახე჻ ქენ჻ რაცა჻ შენი჻ ფერია

792. ყმამან჻ უთხრა჻ უმართლე჻ ხარ჻ არ჻ მამართლო჻ მდურვად჻ მისად მაგრა჻ გაბჭე჻ რა჻ მიქნია჻ სამსახური჻ ტყუისა჻ ტყუისად გამოჭრილვარ჻ სახლით჻ ჩემით჻ ვით჻ ირემი჻ ძებნად჻ წყლისად მას჻ ვეძებ჻ და჻ მას჻ ვიგონებ჻ ვიარები჻ ველთა჻ ვლისად

793. გამოჭრილვარ჻ საძებარად჻ ვერვის჻ ძალაქუს჻ ჩემოდნება჻ უდაბურთა჻ ტყეთა჻ ვლაჴავ჻ ჭირი჻ მაქუს჻ და჻ მრავლად჻ ვნება მემცა჻ ვითა჻ დავეურჩე჻ რა჻ მოვიდეს჻ ღ~თისა჻ ნება჻ მისგან჻ კიდე჻ არვის჻ ძალუც჻ ამა჻ ჩემთა჻ ცეცხლთა჻ გზნება

794. ვიარები჻ ღ~თსა჻ სადა჻ ცის჻ კიდენი჻ დაემყაროს გარდვიკარგუი჻ სხუათა჻ გზათა჻ ვერვინ჻ მნახოს჻ მე჻ აქ჻ მაროს ვენუკევ჻ თუ჻ ტანსა჻ ჩემსა჻ ტკბილი჻ სული჻ გაეყაროს მას჻ ვერ჻ ვნახავ჻ სიმრგულე჻ ცისა჻ ჩემთუის჻ რისხუით჻ მოიყაროს

795. ბროლსადაფნი჻ მარგალიტსა჻ ლალის჻ ფერსა჻ სცვენ჻ და჻ ბურვენ მას჻ მოვშორდი჻ ვერ჻ ვიახლენ჻ ვერ჻ მისურეს ვერ჻ ვასურვენ გამოპარვით჻ წამოსულთა჻ ღ~თისა჻ სწორნი჻ მოვიმდურვენ ნაცვლად჻ მათთა჻ წყალობათა჻ მათნი გულნი მოვაურვენ

796. პატრონი჻ ჩემი჻ გამზრდელი჻ ღ~თი჻ და჻ ღ~თულებრ჻ ცხოველი მშობლური჻ ტკბილი჻ მოწყალე჻ ცა჻ წყალობისა჻ მთოველი მას჻ უორგულე჻ წამოველ჻ მართ჻ დავივიწყე჻ ყოველი მისი჻ შემცოდე჻ ღ~თისაგან჻ კარგსა჻ რაღასა჻ მოველი

797. ესე჻ ყუელაი჻ ასრე჻ მჭირს჻ დაო჻ ბედითა჻ მისითა არ჻ უტყუვე჻ მოსრულვარ჻ მგზავრი჻ ღამით჻ და჻ დღისითა აწ჻ იგი჻ სადმე჻ წასრულა჻ ვიწვი჻ ცეცხლითა჻ ვისითა ცუდ მაშურალი჻ და჻ მტირალი჻ ქუე჻ ვზივარ჻ პირითა჻ მქისითა