... (Q-779), XVIII ს.

945. შენი჻ მან჻ მითხრა჻ ამაბავი჻ მისგან჻ ძმობისა჻ შენისა აწ჻ მიპოვნიხარ჻ უებრო჻ შენ჻ საქებელი჻ ენისა გამომირჩიე჻ სით჻ მიჯობს჻ ძებნა჻ მის჻ მზისა჻ ზენისა მისთა჻ მჭურეტელთა჻ ლხინისა჻ ვერ მჭურეტთა჻ ამაზრზენისა

946. აწ჻ ფრიდონ჻ იტყუის჻ სიტყუითა჻ მის჻ ყმისა჻ ნაუბარითა ორნივე჻ სწორად჻ მოსთქუმიდეს჻ მოთქმითა჻ საქებარითა გულ ამოსკუნილნი჻ გულითა჻ ტირან჻ ვერ჻ დამთმობარითა მუნ჻ ვარდსა჻ წყლითა჻ ცხელითა჻ რწყუენ჻ ტევრთა჻ საგუბარითა

947. ლაშქართა჻ შიგან჻ შეიქნა჻ ჴმა჻ ტირილისა჻ დიდისა ზოგთაგან჻ ხოკა჻ პირისა჻ ზოგთაგან჻ სრევა჻ რიდისა ფრიდონ჻ ტირს჻ მოთქუამს჻ ჴმა჻ მაღლად჻ გაყრილი჻ წლისა჻ შუიდისა უხანობა჻ და჻ სიცრუვე჻ ვაი საწუთროსა჻ ფლიდისა

948. ფრიდონ჻ მოსთქუამს჻ რა჻ შეგასხათ჻ ვერსაქებო჻ ვერ სათქუმელო ჴმელთა჻ მზეო჻ სამყაროსა჻ მზისა჻ ეტლთა჻ გარდამსხუმელო მოახლეთა჻ სალხინოო჻ სიცოცხლეო჻ სულთა჻ მდგუმელო ცისა჻ ეტლთა჻ სინათლეო჻ დამწუელო჻ და჻ დამანთქმელო

949. რა჻ მოგეშორვე჻ მას჻ აქათ჻ სიცოცხლე჻ მომძულვებია თუცა჻ შენ჻ ჩემად჻ არა჻ გცალს჻ მე჻ შენთუის჻ მომსურვებია შენ჻ უჩემობა჻ ლხინად჻ გიჩს჻ მე჻ დია჻ მიმჭირვებია ოჴერ჻ სიცოცხლე჻ უშენოდ჻ სოფელი჻ გამარმებია

950. ფრიდონ჻ თქუნა჻ ესე჻ სიტყუანი჻ მოთქუმითა჻ შუენიერითა გული჻ დაიღეს჻ დადუმდეს჻ მივლენ჻ არ჻ თურე჻ მღერითა ავთანდილ჻ მჭურეტთა჻ აშუენებს჻ ტურფითა჻ არეფერითა მელნისა჻ ტბათა჻ მიჯარვით჻ ჰბურავს჻ გიშრისა჻ ჭერითა

951. ქალაქს჻ შევიდეს჻ მუნ჻ დახუდა჻ სრა჻ მოკაზმული჻ სრულითა საჴელმწიფოთა჻ ყოვლითა჻ გასაგებლითა჻ სრულითა მონანი჻ ტურფად჻ მოსილნი჻ წესითა჻ იყუნეს჻ რულითა შეჰფრფინევდიან჻ ავთანდილს჻ გულითა჻ სულ წასრულითა

952. შევიდეს჻ და჻ დიდი჻ შექმნეს჻ ჯალაბობა჻ არ჻ ხალვათი იქით აქათ჻ დიდებულნი჻ წარიგებით჻ ათჯერ჻ ათი თუით჻ ორნივე჻ ერთგან჻ დასხდეს჻ ვითა ვინ თქუას ქება჻ მათი ბროლ ბალახშსა჻ აშუენებდა჻ ზოგან჻ მინა჻ ზოგან჻ სათი

953. დასხდეს჻ შეიქმნა჻ პურობა჻ გაამრავლებდეს჻ მახალსა უმასპინძლებდეს჻ ავთანდილს჻ ვითა჻ მზახალი჻ მზახალსა მოიღებდიან჻ ჭურჭელსა჻ ტურფასა჻ ახალ ახალსა მაგრა჻ მის჻ ყმისა჻ მჭურეტელსა჻ გული჻ მიეცა჻ გლახ჻ ალსა

954. მას჻ დღე჻ სუეს჻ ჭამეს჻ გარდაჴდა჻ ნადიმი჻ მსმელთა჻ დასისა გათენდა჻ ბანეს჻ ავთანდილ჻ რიცხუი჻ ძეს჻ მუნ჻ ატლასისა შესამოსელი჻ შემოსეს჻ დრაჰკნისა჻ ბევრ ათასისა შეარტყეს჻ წელთა჻ სარტყელი჻ დაუდებელი჻ ფასისა

955. ყმამან჻ დაყუნა჻ დღენი჻ რამე჻ თუც჻ ყოვნასა჻ ვერა჻ სთმობდა ფრიდონს჻ თანა჻ ნადირობას჻ გავიდეს჻ და჻ თამაშობდა სწორად჻ ჰჴოცდის჻ შორს჻ და჻ ახლოს჻ თუ჻ რას჻ ჴელსა჻ მიაპყროდა მისი჻ სროლა჻ მშვილდოსანსა჻ ყუელაკასა჻ აწბილობდა

956. ქალაქს჻ შევიდეს჻ ჴმა჻ გაჰჴდა჻ მუნ჻ ზათქნი჻ იქებოდიან ქალნი჻ და჻ ყმანი჻ დაჯარვით჻ მისად჻ საჭურეტლად჻ რბოდიან იგი჻ ნახიან჻ დაბნდიან჻ ჭკუითა჻ მიჰჴდებოდიან ახლოს჻ შეყრისა჻ უღირსთა჻ რამცა჻ ქნეს჻ ისჯებოდიან

957. ყმა჻ ფრიდონს჻ ეტყუის჻ გესმოდეს჻ ჩემი჻ აწ჻ მონაჴსენები მე჻ თქუენი჻ გაყრა჻ სიკუდილად჻ მიჩს჻ და჻ მით჻ თავსა჻ ვევნები მაგრა჻ არა჻ მცალს჻ დღეკრულსა჻ ცეცხლი჻ მე჻ სხუაცა჻ მედების გზა჻ გრძელი჻ საქმე჻ სასწრაფო჻ მიც჻ დია჻ დამეყოვნები

958. მართალა჻ შენი჻ გამყრელი჻ თუალი჻ თუ჻ ცრემლსა჻ ღურიდესა დღეს჻ წაუვალი჻ ვერა჻ ვარ჻ მით჻ ცეცხლი჻ სხუაცა჻ მწუიდესა დგომა჻ მგზავრისა჻ ცთომაა჻ კარგსა჻ იქს჻ თავსა჻ სწურთიდესა სადა჻ გინახავს჻ იგი჻ მზე჻ წამომყევ჻ ზღუისა჻ კიდესა

959. ფრიდონ჻ უთხრა჻ დასაშლელი჻ ჩემგან჻ არა჻ არ჻ გეთხრობის ვიცი჻ რომე჻ აღარა჻ გცალს჻ შენ჻ ლახუარი჻ სხუა჻ გესობის წადი჻ ღ~თი჻ გიწინამძღვრებს჻ შენი჻ მტერი჻ დაემჴობის მაგრა჻ თქუი჻ თუ჻ უშენობა჻ ჩემგან჻ ვითა჻ დაითმობის

960. ამას჻ გკადრებ჻ არ჻ ეგების჻ მარტოსაგან჻ წასულა჻ შენი თანა჻ ყმათა჻ წამოგატან჻ იმსახურენ჻ იახლენი აბჯარი჻ და჻ საგებელი჻ ერთი჻ ჯორი჻ ერთი჻ ცხენი არ჻ წაიტან჻ გაირჯები჻ ღაწუი ვარდი჻ ცრემლთა჻ მდენი

961. მოასხნა჻ ოთხნი჻ მონანი჻ მისანდობელნი჻ გულითა სრული჻ აბჯარი჻ საკაცო჻ ქაფითა჻ საბარკულითა სამოცი჻ ლიტრა წითელი჻ აწონით჻ არნაკლულითა ერთი჻ ტაიჭი჻ უებრო჻ მით჻ უნაგრითა჻ სრულითა

962. ერთსა჻ ჯორსა჻ წუივ მაგარსა჻ საგებელი჻ აუკიდა წავიდა჻ და჻ ფრიდონ჻ შეჯდა჻ მასთანავე჻ გამოვიდა აწ჻ გაყრისა჻ მომლოდნესა჻ ედებოდა჻ ცეცხლი჻ სწუვიდა მოსთქუამს჻ თუმცა჻ მზე჻ გუიახლა჻ ჩუენ჻ ზამთარი჻ ვერ჻ დაგუზრვიდა

963. ზარი჻ მის჻ ყმისა჻ წასულისა჻ გაჰჴდა჻ მიეცნეს჻ წუხილსა მოატყდეს჻ მოქალაქენი჻ ლარსა჻ ვინ჻ ჰყიდდა჻ თუ჻ ხილსა ჴმა჻ ზახილისა჻ მათისა჻ ჰგუანდა჻ ჰაერთა჻ ქუხილსა იტყოდეს჻ მზესა჻ მოვშორდით჻ მო჻ თუალნი჻ მივსცნეთ჻ წუხილსა

964. ქალაქი჻ გავლეს჻ მივიდეს჻ პირსა჻ დიდისა჻ ზღუისასა მაშინ჻ ფრიდონის჻ ნახულსა჻ ნასაჯდომევსა჻ მზისასა მუნ჻ დაადენდეს჻ ნაკადსა჻ სისხლისა჻ ცრემლთა჻ ტბისასა ფრიდონ჻ უამბობს჻ ამბავსა჻ მის჻ მნათობისა჻ ტყუისასა