... (Q-779), XVIII ს.

925. ავთანდილ჻ ცნა჻ თუ჻ ისია჻ მოამბედ჻ ჩემად჻ რებული უთხრა჻ არქუი჻ შენსა჻ პატრონსა჻ ეს჻ ჩემი჻ დავედრებული ვარ჻ უცხო჻ ვინმე჻ ღარიბი჻ საყოფთა჻ მოშორვებული ძმადფიცი჻ ტარიელისი჻ თქუენს჻ წინა჻ მომგზავრებული

926. მონა჻ წავიდა჻ ფრიდონის჻ თხრობად჻ ამბვისა჻ მისისად უთხრა჻ მზე჻ ვნახე჻ მოსრული჻ ჩანს჻ მანათობლად჻ დღისისად ვაზრობ჻ იგიცა჻ დაშმაგდენ჻ თუ჻ ბრძენთა჻ ნახონ჻ ისი჻ სად ვარ჻ ძმაო჻ ტარიელისი჻ შეყრად჻ ფრიდონის჻ მქისისად

927. რა჻ ტარიელ჻ მოისმინა჻ ფრიდონს჻ ჭირი჻ უსუბუქდა თუალთა჻ ცრემლნი჻ გარდმოსცუივდეს჻ გული჻ უფრო჻ აუჩუქდა მონაქროლმან჻ ვარდი჻ დაზრა჻ წამწამთაგან჻ ბუქი჻ ბუქდა შეიყვარნეს჻ ერთმანერთი჻ მათგან჻ იქო჻ არ჻ გაუქდა

928. ფიცხლა჻ იგი჻ ქედი჻ ჩავლო჻ ჩაეგება჻ ფრიდონ჻ წინა რა჻ შეხედნა჻ მან჻ ესე჻ თქუა჻ თუ჻ არ჻ მზეაო჻ ისი჻ ვინა მას჻ ჰმეტობდა჻ რაცა჻ ქება჻ მონისაგან჻ მოესმინა჻ ერთმანერთსა჻ გარდაუჴდეს჻ ლხინმან჻ ცრემლი჻ აფრქევევინა

929. მოეხუივნეს჻ ერთმანერთსა჻ უცხოობით჻ არ჻ დარიდონ თუით჻ უსახოდ჻ ფრიდონს჻ ყმა჻ და჻ მოეწონა჻ ყმასა჻ ფრიდონ რა჻ მჭურეტელთა჻ იგი჻ ნახონ჻ მზე჻ მათთანა჻ გააფლიდონ მომკალ჻ ბაზარს჻ სხუა჻ მათებრი჻ ივაჭრონ჻ რა჻ ანუ჻ ჰყიდიან

930. ფრიდონისებრნი჻ მოყმენი჻ ვინმცა჻ ვით჻ ვინ჻ ეგებიან მაგრა჻ მას჻ ახლვან჻ ქებანი჻ მართ჻ მეტნი჻ არ჻ მიხუდებიან მზე჻ უჩინო჻ იქს჻ მნათობთა჻ რა჻ ახლოს჻ შეიყრებიან დღისით჻ ვერ჻ ნათობს჻ სანთელი჻ და჻ ღამით჻ შუქნი჻ ჰკრთებიან

931. ცხენთა჻ შესხდეს჻ გაემართნეს჻ ფრიდონისსა჻ მივლენ჻ სრასა დაიშალა჻ ნადირობა჻ მოეშალნეს჻ მჴეცთა჻ სრვასა ავთანდილის჻ ჭურეტად჻ სპანი჻ იქით აქათ჻ იქმან჻ ჯრასა თქუეს჻ ასეთი჻ ჴორიცელი჻ შეუქმნია რაგუარ რასა

932. ყმა჻ ფრიდონს჻ ეტყუის჻ ისწრაფი჻ ვიცი჻ ამბისა჻ თხრობასა გიანბო჻ ვინ჻ ვარ჻ სით჻ მოვალ჻ ვინათგან჻ ჰლამი჻ ცნობასა ანუ჻ სით჻ ვიცნობ჻ ტარიელს჻ ანუ჻ რად჻ ვიტყუი჻ ძმობასა იგი჻ ძმად჻ მიჴმობს჻ ძმა჻ ხარო჻ თუცა჻ ძლივ჻ ღირს჻ ვარ჻ ყმობასა

933. მე჻ ვარ჻ ყმა჻ როსტან჻ მეფისა჻ მოყმე჻ არაბეთს჻ ზრდილობით დიდი჻ სპასპეტი჻ სახელად჻ მიჴმობენ჻ ავთანდილობით მე჻ დიდებულთა჻ დიდგვართა჻ ზრდილი჻ მეფეთა჻ შვილობით საკრძალავი჻ და჻ უკადრი჻ მყოფი჻ არვისგან჻ ცილობით

934. დღესა჻ ერთსა჻ მეფე჻ შეჯდა჻ ნადირობას჻ გამოვიდა მინდორს჻ ვნახეთ჻ ტარიელ჻ ცრემლთა჻ ღურიდა჻ ველთა჻ რწყვიდა გაგუიკვირდა჻ გუეუცხოვა჻ ვაწვიეთ჻ და჻ არ჻ მოვიდა ჩუენ჻ გუეწყინა჻ არ჻ ვიცოდით჻ მას჻ თუ჻ ცეცხლი჻ რაგუარ჻ სწვიდა

935. მეფემან჻ სპანი჻ შეპყრობად჻ შეუზახნა჻ და჻ წყრებოდა მან჻ უჭირველად჻ დაჰჴოცნა჻ ომი჻ არ჻ მისჭირდებოდა ზოგსა჻ მჴართეძო჻ დალეწა჻ და჻ ზოგსა჻ სული჻ ჰჴდებოდა მუნღა჻ ცნეს჻ ეტლი჻ მთუარისა჻ რომე჻ არ჻ დაბრუნდებოდა

936. მან჻ სპათაგან჻ ვერ჻ შეპყრობა჻ ცნეს჻ მეფეთა჻ მეტად჻ მწყრალთა თუით჻ შესხდეს჻ და჻ შეუტიეს჻ ამაყთა჻ და჻ არას჻ მკრთალთა რა჻ ტარიელ჻ მეფე჻ იცნა჻ მუნღა჻ დაჰკრთა჻ მათთა჻ ჴრმალთა ცხენსა჻ მისცნა჻ სადავენი჻ დაგუეკარგა჻ წინა჻ თუალთა

937. ვძებნეთ჻ და჻ კუალი჻ ვერ჻ ვპოვეთ჻ დავსწამეთ჻ ეშმაურობა მეფე჻ დაჭმუნდა჻ დაშალა჻ სუმა჻ ნადიმობა჻ პურობა მე჻ ვეღარ჻ გავსძელ჻ მისისა჻ ამბისა჻ არდასტურობა გამოვიპარე჻ საძებრად჻ მწუიდა჻ ცეცხლი჻ და჻ მურობა

938. იგი჻ ვძებნე჻ წელსა჻ სამსა჻ არ჻ ვიამე჻ არცა჻ ძილი მათ჻ მასწავლეს჻ ხატაელნი჻ ვნახენ჻ მისგან჻ დაკოდილი ვჰპოვე჻ ვარდი჻ მოყუითანე჻ შუქმკრთალი჻ და჻ ფერმიჴდილი შემიტკბო჻ და჻ შემიყუარა჻ ვითა჻ ძმა჻ და჻ ვითა჻ შვილი

939. ქუაბნი჻ წაუხმან჻ დევთათვის჻ სრულად჻ გამესისხლებია მუნ჻ ასმათ჻ ახლავს჻ მარტოსა჻ სხუა჻ არვინ჻ უახლებია მას჻ მუდამ჻ ძველი჻ ცეცხლი჻ სწუავს჻ არახალ჻ არახლებია ვაი჻ ჰმართებს჻ მისსა჻ გაყრილსა჻ შავი჻ ხლა჻ თავსა჻ ხლებია

940. ქალი჻ მარტო჻ ქუაბსა჻ შიგან჻ ზის჻ მტირალი჻ ცრემლ჻ ნაწთომი ყმა჻ ნადირსა჻ უნადირებს჻ ლომის჻ ლეკუსა჻ ვითა჻ ლომი მიართუამს჻ და჻ იმით჻ არჩენს჻ იგი჻ ერთგან჻ ვერ჻ დამდგომი მისგან჻ კიდე჻ სანახავად჻ არა჻ უნდა჻ კაცთა჻ ტომი

941. მე჻ უცხოს჻ უცხო჻ მანატრა჻ მოსმენა჻ სანატრელისა მითხრა჻ ამბავი჻ მისი჻ და჻ მისისა჻ სასურველისა რა჻ ჭირნი჻ დასთმნა჻ ვერ჻ იტყუის჻ აწ჻ ენა჻ ესე჻ ხელისა ჰკლავს჻ სურვილი჻ და჻ ვერ ჭურეტა჻ მისისა჻ დამმარხველისა

942. ვითა჻ მთუარე჻ დაუდგრომლად჻ იარების჻ არ჻ დადგების მასვე჻ ცხენსა჻ შენეულსა჻ ზის჻ აროდეს჻ გარდაჴდების არას჻ ნახავს჻ პირმეტყუელსა჻ ვით჻ ნადირი჻ კაცთა჻ ჰკრთების ვაი჻ მე჻ მისსა჻ მგონებელსა჻ ვაი჻ მას჻ ვინცა჻ მისთუის჻ კუდების

943. მის჻ ყმისა჻ ცეცხლი჻ მედების჻ დამწუა჻ ცეხლითა჻ მისითა შემებრალნეს჻ და჻ გავშმაგდი჻ გაჰვჴე჻ ცნობითა჻ ვისითა მომინდა჻ მისთა჻ წამალთა჻ ძებნა჻ ზღუითა჻ და჻ ქუიშითა შევიქეც჻ ვნახენ჻ მეფენი჻ მყოფნი჻ გულითა჻ მქისითა

944. დავეთხოვე჻ და჻ გამიწყრეს჻ მეფე჻ მიეცა჻ ჭმუნვასა დავყარენ჻ ჩემნი჻ ლაშქარნი჻ მით჻ იზახიან჻ მუნ჻ ვასა გამოვიპარე჻ დავეჴსენ჻ სისხლისა჻ ცრემლთა჻ წურვასა აწ჻ ვეძებ჻ მისთა჻ წამალთა჻ ვიქ჻ იქით აქათ჻ ბრუნვასა