... (Q-779), XVIII ს.

984. კიოდეს჻ იგი჻ ლაშქარნი჻ ჴმა჻ მათი჻ არ჻ გაწყდებოდა აძგერეს჻ ძელი჻ რომელსა჻ ზედა჻ საჴნისი჻ ჰგებოდა ყმა჻ ნავის჻ თავსა჻ უშიშრად჻ ქუე჻ დგა჻ არ჻ თურე჻ ჰკრთებოდა კეტი჻ ჰკრა჻ ძელი჻ მოსტეხა჻ სხუით჻ არათ჻ არ჻ მოსტყდებოდა

985. ძელი჻ მოსტყდა჻ და჻ ავთანდილ჻ დარჩა჻ ნავდაულეწელი შეშინდეს჻ იგი჻ ლაშქარნი჻ გზა჻ ძებნეს჻ გარდსახუეწელი ვეღარ჻ გაესწრნეს჻ გარდუხლტა჻ მტერთა჻ მი჻ და჻ მო჻ მლეწელი არ჻ დარჩა჻ კაცი჻ ცოცხალი჻ მუნ჻ მისგან჻ დაუფრეწელი

986. მათ჻ ლაშქართა჻ გულუშიშრად჻ ასრე჻ ჰჴოცდა჻ ვითა჻ თხასა ზოგი჻ ნავსა჻ შეანარცხის჻ ზოგსა჻ ჰყრიდა჻ შიგან჻ ზღუასა ერთმანერთსა჻ შემოსტყორცის჻ რვა჻ ცხრასა჻ და჻ ცხრა჻ ჰკრის჻ რუასა დაკოდილნი჻ მკუდართა჻ შუა჻ იმალვიან჻ მალვენ჻ ჴმასა

987. გაუმარჯუდა჻ ომი჻ მათი჻ ვითა჻ სწადდა჻ მისსა჻ გულსა ზოგთა჻ ჰკადრეს჻ ზენაარი჻ ნუ჻ დაგუჴოცო჻ შენსა჻ სჯულსა არ჻ დაჰჴოცნა჻ დაიმონნა჻ დარჩომოდა჻ რაცა჻ წყლულსა მართლად჻ იტყუის჻ მოციქული შიში჻ შეიქს჻ სიყვარულსა

988. კაცო჻ ძალსა჻ ნუ჻ იქადი჻ ნუცა჻ მოჰკვეხ჻ ვითა჻ მთურალი არას჻ გარგებს჻ ძლიერება჻ თუ჻ არ჻ შეგწევს჻ ღ~თისა჻ ძალი დიდთა჻ ხეთა჻ მოერევის჻ მცირე჻ დასწუავს჻ ნაბერძკალი ღ~თი჻ გფარავს჻ სწორად჻ გაჰკუეთს჻ შეშა჻ ვის჻ ჰკრა჻ თუნდა჻ ჴრმალი

989. მუნ჻ ავთანდილ჻ საჭურჭლენი჻ მათეულნი჻ დიდნი჻ ნახნა ნავი჻ ნავსა჻ შეატყუბნა჻ ქარავანსა჻ დაუზახნა უსამ჻ ნახა჻ მხიარულმან჻ გაეხარნეს჻ არ჻ იახნა ჰკადრეს ხოტბა჻ ქებად჻ მისად჻ სასახავნი჻ დიდნი჻ სახნა

990. ავთანდილის჻ მაქებელად჻ ათასიმცა჻ ენა჻ ენდა ვერცა჻ მათ჻ თქუეს჻ ნაომრობა჻ რაგუარ჻ ტურფად჻ დაუშუენდა ქარავანმან჻ იზრიალა჻ თქუეს჻ უფალო჻ მადლი჻ შენდა მზემან჻ შუქნი჻ შემოგუადგნა჻ ღამე჻ ბნელი჻ გაგუითენდა

991. მოეგებნეს჻ აკოცებდეს჻ თავსა჻ პირსა჻ ფერჴთა჻ ჴელსა ჰკადრეს჻ ქება჻ უსაზომო჻ მას჻ ტურფასა჻ საქებელსა მისი჻ ჭურეტა჻ გააშმაგებს჻ კაცსა჻ ბრძენსა჻ ვითა჻ ხელსა჻ შენგან჻ დავრჩით჻ ჩუენ჻ ყოველნი჻ ფათერაკსა჻ ეზომ჻ ძნელსა

992. ყმამან჻ უთხრა჻ მადლი჻ ღ~თსა჻ შემოქმედსა჻ არსთა჻ მხადსა ვისგან ძალნი჻ ზეციერნი჻ განაგებენ჻ აქა჻ ქნადსა იგი჻ იქმან჻ ყუელაკასა჻ იდუმალსა჻ ზოგსა჻ ცხადსა ჴამს჻ ყოვლისა჻ დაჯერება჻ ბრძენი჻ სჯერა჻ მოწევნადსა

993. ღ~თნ჻ სულსა჻ ეგოდენსა჻ თქუენ჻ გათნივა჻ სისხლი჻ თქუენი მე჻ გლახ჻ რა჻ ვარ჻ მიწა჻ ცუდი჻ თავით჻ ჩემით჻ რამცა჻ ვქენი აწ჻ დავჴოცენ჻ მტერნი჻ თქუენნი჻ გავასრულე჻ რაცა჻ ვთქუენი ნავი჻ სრულად჻ საქონლითა჻ მიმიღია჻ ვითა჻ ძღუენი

994. ამოა჻ კარგსა჻ მოყმესა჻ რა჻ ომი჻ გამარჯუებოდეს ამხანაგთაგან჻ ეჯობნოს჻ ვისცა჻ მას჻ თანა჻ ჰხლებოდეს მიულოცვიდენ჻ აქებდენ჻ მათ჻ აგრე჻ მყოფთა჻ სწბებოდეს ჰშუენოდეს჻ დაკოდილობა჻ ცოტაი჻ რამე჻ ვნებოდეს

995. იგი჻ ნავი჻ მეკობრეთა჻ მას჻ დღე჻ ნახეს჻ არა჻ ხვალეს მუნ჻ დებულთა჻ საჭურჭლეთა჻ ამარიმცა჻ ვით჻ დათუალეს მათსა჻ ნავსა჻ გარდმოიღეს჻ ნავი჻ სრულად჻ გარდმოსცალეს დალეწეს჻ და჻ ზოგი჻ დაწუეს჻ შეშა჻ დრამად჻ არ჻ გაცვალეს

996. ავთანდილს჻ უსამ჻ მოართუა჻ ვაჭართა჻ შემოთულილობა შენგან჻ ვართ჻ გამაგრებულნი჻ ჩუენ჻ ვიცით჻ ჩუენი჻ ფლიდობა რაცა჻ გუაქვ჻ იგი჻ შენია჻ ამას჻ არ჻ უნდა჻ ცილობა რასაცა჻ მოგუცემ჻ გუიბოძე჻ გუიქნია჻ აქა჻ ყრილობა

997. ყმამან჻ შესთუალა჻ ჰე჻ ძმანო჻ წეღანცა჻ მოგისმენია ღ~თსა჻ შეესმა჻ ნაკადი჻ რაცა჻ თქუენ჻ თუალთა჻ გდენია მან჻ დაგარჩინნა჻ მე჻ რა჻ ვარ჻ მე჻ გლახ჻ რა჻ მომილხენია რა჻ გინდა჻ მომცეთ჻ რას჻ ვაქნევ჻ მე჻ ვარ჻ და჻ ჩემი჻ ცხენია

998. მე჻ თუმცა჻ რამცა჻ მინდოდა჻ საჭურჭლე჻ დასადებელი ჩემსაცა჻ მქონდა჻ ურიცხუი჻ უსახო჻ ლარსაგებელი რას჻ ვაქნევ჻ თქუენსა჻ რად჻ გინდა჻ ოდენ჻ ვარ჻ თანამხლებელი სხუაგან჻ რამე჻ მიც჻ სხუა჻ საქმე჻ თავისა჻ წასაგებელი

999. აწ჻ რაცა჻ აქა჻ ვიშოვე჻ საჭურჭლე჻ დაუთუალავი რაცა჻ ვის჻ გინდა჻ წაიღეთ჻ არვისი჻ ვიყო჻ მლალავი ერთსა჻ ვიაჯი჻ მიაჯეთ჻ სააჯო჻ არსაკრძალავი საქმე჻ რამე჻ მიც჻ თქუენ შიგა჻ თავისა჻ დასამალავი

1000. ჟამამდის჻ ჩემსა჻ ნუ჻ იტყუით჻ არ჻ თქუენსა჻ პატრონობასა თუით჻ თავადია჻ ჩუენი჻ თქო჻ ნუ჻ მიჴმობთ჻ ჭაბუკობასა მე჻ სავაჭროსა჻ ჩავიცუამ჻ დავიწყებ჻ ჩუბაჩობასა თქუენ჻ შემინახეთ჻ ნამუსი჻ თქუენსა჻ და჻ ჩემსა჻ ძმობასა

1001. ესე჻ საქმე჻ ქარავანსა჻ გაეხარნეს჻ მეტად჻ დია მოვიდეს჻ და჻ თაყუანის჻ სცეს჻ ჰკადრეს჻ ჩუენი჻ იმედია რაცა჻ აჯა჻ ჩუენ჻ გუმართებდა჻ იგი჻ თქუენვე჻ გიაჯია მას჻ ვმსახუროთ჻ ვისი჻ პირი჻ მზისა჻ პირად჻ გაგუიცდია

1002. მუნით჻ წავიდეს჻ იარეს჻ არ჻ თურე჻ ხანსა჻ ზმიდიან მიხუდეს჻ ტაროსსა჻ ამოსა჻ ნიადაგ჻ ამოდ჻ ვლიდიან შეჰფრფინვიდიან჻ ავთანდილს჻ ქებასა჻ შეასხმიდიან მას჻ მარგალიტსა჻ მას჻ ყმასა჻ კბილთავე჻ ფერსა჻ სძღუნიდიან

ამბავი ავთანდილისა გულანშაროს მისულისა჻