... (Q-779), XVIII ს.

1003. ზღუა჻ გაიარა჻ ავთანდილ჻ მივა჻ ტანითა჻ მჭევრითა ნახეს჻ მოცული჻ ქალაქი჻ გარე჻ ბაღისა჻ ტევრითა გუარად჻ უცხონი჻ ყუავილნი჻ ფერითა჻ ბევრის჻ ბევრითა მის჻ ქუეყანისა჻ სიტურფე჻ რა჻ გაგაგონო჻ ენითა

1004. მათ჻ ბაღთა჻ პირსა჻ დააბეს჻ ნავი჻ საბლითა჻ სამითა ავთანდილ჻ ტანსა჻ ჯუბანი჻ ჩაიცუნა჻ დაჯდა჻ სკამითა მოასხნეს჻ კაცნი჻ მზიდავნი჻ დამიზდებულნი჻ დრამითა იგი჻ ყმა჻ ვაჭრობს჻ თავადობს჻ და჻ თავსა჻ მალავს჻ ამითა

1005. მოვიდა჻ მისი჻ მებაღე჻ ბაღსა჻ იახლნეს჻ რომელსა მას჻ ყმასა჻ უჭურეტს჻ შეფრფინვით჻ პირსა჻ ელვათა჻ მკრთომელსა ავთანდილ჻ უჴმო჻ ეუბნა჻ კაცსა჻ არ჻ სიტყუა჻ მცთომელსა ვისნი჻ ხართ჻ ვინ჻ ხართ჻ რა჻ ჰქუიან჻ მეფესა჻ აქა჻ მჯდომელსა

1006. წურილად჻ მითხარ჻ ყუელაკაი჻ ყმა჻ მას჻ კაცსა჻ ეუბნების რა჻ ლარია჻ უფრო჻ ძუირად჻ ან჻ იეფად჻ რა჻ იჴსნების ჰკადრა჻ ვხედავ჻ პირსა჻ მზისა჻ პირად჻ მე჻ მეცნების რაცა჻ ვიცი჻ მართლად჻ გკადრებ჻ მრუდი჻ არა჻ არ჻ გემცნების

1007. ესეა჻ ზღუათა჻ სამეფო჻ თვისა჻ ათისა჻ სავლითა თუით჻ გულანშაროს჻ ქალაქი჻ სავსე჻ ტურფითა჻ მრავლითა აქ჻ მოდის჻ ტურფა჻ ყუელაი჻ ნავითა჻ ზღუაზღუა჻ მავლითა მელიქ჻ სურხავი჻ ჴელმწიფობს჻ სრული჻ სუითა჻ და჻ დავლითა

1008. აქა჻ მოსულითა჻ გაყმდების჻ კაციცა჻ იყო჻ ბერები სუმა჻ გახარება჻ თამაში჻ ნიადაგ჻ სიმღერაები ზამთარ჻ და჻ ზაფხულ჻ სწორად჻ გუაქვს჻ ყუავილი჻ ფერადფერები ვინცა჻ გუიცნობენ჻ გუნატრიან჻ იგიცა჻ ვინ჻ ა჻ მტერები

1009. დიდვაჭარნი჻ სარგებელსა჻ ამისებრსა჻ ვერ჻ ჰპოებენ იყიდიან჻ გაჰყიდიან჻ მოიგებენ჻ წააგებენ გლახა჻ თუე჻ ერთ჻ გამდიდრდების჻ სავაჭროსა჻ ყოვლგნით჻ ჰკრებენ უქონელნი჻ წელიწადსა჻ საქონელსა჻ დაიდებენ

1010. მე჻ ვარ჻ მებაღე჻ უსენის჻ ვაჭართა჻ უხუცესისა ესეცა჻ გკადრო჻ ამბავი჻ საქმე჻ მისისა჻ წესისა თუით჻ ესე჻ ბაღი჻ მისია თქუენი სადგომი჻ დღესისა პირველ჻ მას჻ მართებს჻ ჩუენება჻ ყოვლისა჻ უტურფესისა

1011. რა჻ შემოვლენ჻ დიდვაჭარნი჻ მას჻ ნახვენ჻ და჻ ძღუენსა჻ სძღუნიან უჩუენებენ჻ რაცა჻ ჰქონდეს჻ სხუაგან჻ ლარსა჻ ვერ჻ გაჴსნიან უტურფესსა჻ სეფედ჻ დასხმენ჻ ფასსა჻ მუნვე჻ დაუთულიან მათ჻ მაშინვე჻ ააზატებს჻ ვითა჻ სწადდეს჻ დაჰყიდიან

1012. თქუენებრთა჻ საბატიოთა჻ მას჻ მართებს჻ გამოსუენება დამყენებელთა჻ უბრძანებს჻ მართებდეს჻ ვის჻ დაყენება აწ჻ იგი჻ აქა჻ არ჻ არის჻ რას჻ მარგებს჻ მისი ჴსენება გამოგება჻ და჻ წაყუანა჻ მას჻ ჰმართებს჻ თქუენი჻ ქენება

1013. ფატმან჻ ხათუნ჻ შინა჻ არის჻ ხათუნი჻ და჻ ცოლი჻ მისი პურად჻ კარგი჻ მასპინძელი჻ საყუარელი჻ არ჻ თუ჻ მქისი მას჻ ვაცნობო჻ მოსულა჻ თქუენი჻ წაგიყვანოს჻ ვითა჻ თუისი წინა჻ კაცსა჻ მოგაგებებს჻ ქალაქს჻ შეხუალ჻ ნათლივ჻ დღისი

1014. ავთანდილ჻ უთხრა჻ წადიო჻ აგრე჻ ქმენ჻ რაცა჻ გწადიან მებაღე჻ მირბის჻ ახარებს჻ ოფლი჻ ქუე჻ მკრდამდის჻ ჩასდიან ხათუნსა჻ უთხრა჻ ამბავი჻ მე჻ ესე჻ დამიქადიან ყმა჻ მოვა჻ მისთა჻ მჭურეტელთა჻ შუქნი჻ მზედ჻ გაიცადიან

1015. ვაჭარი჻ ვინმე჻ პატრონი჻ არს჻ ქარავნისა჻ დიდისა საროსა჻ მსგავსი჻ ნაზარდი჻ და჻ მთუარე჻ დღისა჻ შუიდისა შუენის჻ ჯუბა჻ და჻ მოხუევა჻ ძოწეულისა჻ რიდისა მე჻ მიჴმო჻ მკითხა჻ ამბავი჻ და჻ ნირი჻ ლართა჻ სყიდისა

1016. ფატმან჻ ხათუნს჻ გაეხარნეს჻ გააგება჻ მონა჻ ათი მოუკაზმეს჻ ქარვანსრანი჻ დააყენა჻ ბარგი჻ მათი შემოვიდა჻ ღაწუი ვარდი჻ ბროლ ბადახში჻ მინასათი მისთა჻ მჭურეტთა჻ დაასახეს჻ ვეფხსა჻ ტოტი჻ ლომსა თათი

1017. ზარი჻ გაჰჴდა჻ შემოაკრბეს჻ ქალაქისა჻ ერნი჻ სრულად იქით აქათ჻ იჯარვოდეს჻ უჭურიტოთო჻ ამას჻ რულად ზოგნი჻ ნდომით჻ შეჰფრფინვიდეს჻ ზოგნი჻ იყუნეს჻ სულ წასრულად მათთა჻ ცოლთა჻ მოიძულვეს჻ ქმარნი჻ დარჩეს჻ გაბასრულად

1018. ფატმან჻ ცოლი჻ უსენისი჻ გაეგება჻ კართა჻ წინა მხიარულად჻ უსალამა჻ სიხარული჻ დაიჩინა ერთმანერთი჻ მოიკითხეს჻ შევიდეს჻ და჻ დასხდეს჻ შინა ფატმან჻ ხათუნს჻ მოსულა჻ მისი჻ შევითვატყე჻ არ჻ ეწყინა

1019. ფატმან჻ ხათუნ჻ თუალად჻ მარჯვე჻ არ჻ ყმაწვილი჻ მაგრა჻ მზმელი ნაკუთად჻ კარგი჻ შავგრემანი჻ პირმსუქანი჻ არპირჴმელი მუტრიბთა჻ და჻ მომღერალთა჻ მოყუარული჻ ღუინის მსმელი დია჻ ედვა჻ სასალუქო჻ დასაბურავჩასაცუმელი

1020. მას჻ ღამესა჻ ფატმან჻ ხათუნ჻ უმასპინძლა჻ მეტად჻ კარგა ყმამან჻ უძღუნა჻ ძღუენი჻ ტურფა჻ მიმღებელთა჻ თქუეს჻ თუ჻ ვარგა ფატმანს჻ მისი჻ მასპინძლობა჻ უღირს჻ ღ~თო჻ არ჻ დაჰკარგა სუეს჻ და჻ ჭამეს჻ დასაწოლად჻ ყმა჻ გავიდა჻ ღამით჻ გარ჻ გა

1021. დილასა჻ ლარი჻ ყუელაი჻ უჩვენა჻ გაახსნევინა ტურფანი჻ სეფედ჻ გარდასხნეს჻ ფასიცა჻ დაათულევინა ვაჭართა჻ უთხრა჻ წაიღეთ჻ აჰკიდა჻ გააწევინა თქუა჻ ვითა჻ გინდა჻ ვაჭრობდით჻ ნუ჻ გამაცხადებთ჻ მე჻ ვინა

1022. ყმა჻ ვაჭრულად჻ იმოსების჻ არ჻ ჩაიცუამს჻ არას჻ მისსა ზოგჯერ჻ უჴმის჻ ფატმან჻ მისსა჻ ზოგჯერ჻ იყუის჻ ფატმანისსა ერთგან჻ სხდიან჻ უბნობდიან჻ საუბარსა჻ არა჻ მქისსა ფატმანს჻ ჰკლვიდა჻ უმისობა჻ რამინისა჻ ვითა჻ ვისსა