... (Q-779), XVIII ს.

875. ამის჻ მეტსა჻ არას჻ გნუკევ჻ წელიწადსა჻ ერთსა჻ მსგეფსა აქა჻ ქუაბსა჻ მომნახვიდე჻ მე჻ ამბავთა჻ ყოვლგნით჻ მკრეფსა ამა჻ ჟამსა჻ ნიშნად჻ მოგცემ჻ დროსა჻ ამას჻ ვარდ იეფსა ვარდთა჻ ნახუა჻ გაგაკრთობდეს჻ მართ჻ ვითამცა჻ ძაღლი჻ ყეფსა

876. ვირ჻ ვარდი჻ იყოს჻ და჻ მზეს჻ ჯდეს჻ კირჩხიბსა჻ და჻ საროტანსა აქა჻ ქუაბსვე჻ მომნახევდი჻ მოარებდი჻ ლომო჻ ტანსა ვერას჻ ვპოვებ჻ ეგრე჻ მოვალ჻ თუ჻ რას჻ ვჰპოვებ჻ მოსატანსა უაქაოდ჻ არ჻ დავდგები჻ ერანს჻ ვარ჻ თუ჻ ზულისტანსა

877. ამა჻ დროსა჻ გარდავსცილდე჻ აქა჻ ქუაბსა჻ არ჻ მოვიდე ცან჻ ცოცხალი჻ არ჻ თურე჻ ვარ჻ უღონიოდ჻ მოვკუე჻ კიდე ეს჻ ამისად჻ ნიშნად჻ კმარის჻ შენ჻ თუ჻ ჩემთუის჻ ცრემლსა჻ ღურიდე მაშინ჻ გწადდეს჻ იხარებდი჻ გწადდეს჻ ჭმუნვა჻ გაადიდე

878. აწ჻ რაცა჻ გკადრე჻ ამისთუის჻ ნუთუ჻ შენ჻ იყო჻ მჭმუნავი მოგშორდები჻ და჻ არ჻ ვიცი჻ თუ჻ ცხენი჻ დამცემს჻ თუ჻ ნავი არ჻ უთქმელობა჻ არ჻ ვარგა჻ არ჻ პირუტყვი჻ ვარ჻ მჩმუნავი არ჻ ვიცი჻ ღ~თი჻ რას჻ მიზამს჻ ანუ჻ ცა჻ მიწყივ჻ მბუნავი

879. მან჻ უბრძანა჻ აღარ჻ გაწყენ჻ არცა჻ სიტყუა჻ გამეტადდეს არ჻ მომისმენ჻ რაზომიცა჻ საუბარი჻ მიდიადდეს თუ჻ არ჻ მოგყუეს჻ საყუარელი჻ შენ჻ მას჻ მიჰყევ჻ რაცა჻ სწადდეს ბოლოდ჻ ყოვლი჻ დამალული჻ საქმე჻ ცხადად჻ გამოცხადდეს

880. არ჻ დაიჯერო჻ მაშინ჻ სცნა჻ ჩემთა჻ საქმეთა჻ ძნელობა ჩემთუის჻ ყუელაი჻ სწორია჻ გაჭრა჻ და჻ გაუჭრელობა შენ჻ რაცა჻ გითქუამს჻ მაგას჻ ვიქ჻ მრჯის჻ რაზომ჻ გინდა჻ ხელობა უშენოდ჻ მომხუდეს჻ რაღა჻ ვქნა჻ არ჻ დია჻ დღეთა჻ გრძელობა

881. საუბარი჻ გარდასწყუიტეს჻ დააპირეს჻ ესე჻ პირი ცხენსა჻ შესხდეს჻ მოიარეს჻ თვითო჻ მოკლეს჻ ველს჻ ნადირი შემოიქცეს჻ აატირეს჻ გული჻ კულაცა჻ ანატირი ხუალ჻ გაყრისა჻ გონებამან჻ სხუა჻ მიმატა჻ ჭირსა჻ ჭირი

882. ლექსთა჻ მკითხველო჻ შენიმცა჻ თუალი჻ ცრემლისა჻ მღურელია გულმან჻ გლახ჻ რა჻ ქნას჻ უგულოდ჻ თუ჻ გული჻ გულსა჻ ელია მოშორვება჻ და჻ მოყურისა჻ გაყრა჻ კაცისა჻ მკულელია ვინცა჻ არ჻ იცის჻ არ჻ ესმის჻ ესე჻ დღე჻ რაგუარ჻ ძნელია

883. დილა჻ გათენდა჻ შესხდეს჻ და჻ მას჻ ქალსა჻ გაესალამნეს ტარიელ჻ ასმათ჻ ავთანდილ჻ თუალთაგან჻ ცრემლნი჻ დალამნეს სამთავე჻ ღაწუთა჻ ალამნი჻ არღავნის჻ ფერად჻ ალამნეს მათ჻ ლომთა჻ მიწყივ჻ მჴეცქმნილნი თავნი჻ მჴეცთავე჻ ალამნეს

884. ქუაბი჻ ჩავლეს჻ და჻ წავიდეს჻ ზახილით჻ ცრემლთა჻ მდენანი ასმათ჻ ტირს჻ მოთქუამს჻ ჰე჻ ლომნო჻ ვისნი჻ ვით჻ მოგთქმენ჻ ენანი მზემან჻ დაგწუნა჻ და჻ დაგდაგნა჻ ცისა჻ მნათობნი჻ ზენანი ვაი჻ ჩემნი჻ ჭირნი჻ ეზომნი჻ ვაი჻ სიცოცხლისა჻ თმენანი

885. მათ჻ ყმათა჻ მუნით჻ წასრულთა჻ იგი჻ დღე჻ ერთგან჻ იარეს ზღუის჻ პირს჻ მივიდეს჻ მუნ჻ დადგეს჻ არ჻ ჴმელთა჻ არე჻ იარეს არ჻ გაიყარნეს჻ მას჻ ღამეს჻ კულავ ცეცხლი჻ გაიზიარეს ერთმანერთისა჻ შორს჻ ყოფნა჻ იტირეს჻ იმგლოვიარეს

886. ტარიელს჻ ეტყუის჻ ავთანდილ჻ რუ჻ გაჴმა჻ ცრემლთა჻ დენისა რად჻ მოიშორე჻ შენ჻ ფრიდონ჻ მომცემი჻ მაგა჻ ცხენისა მუნით჻ იცნობის჻ ამბავი჻ ღონე჻ მის჻ მზისა჻ ლხენისა აწ჻ მე჻ მუნ჻ მივალ჻ მასწავლე჻ გზა჻ ძმადფიცისა჻ შენისა

887. ტარიელ჻ სიტყუით჻ ასწავლის჻ მჴარსა჻ ფრიდონის჻ გზისასა მართ჻ გააგონა჻ რაც჻ ოდენ჻ შეეძლო჻ ძალსა჻ თქუმისასა აღმოსავლითკენ჻ წადიო჻ პირსა჻ იარე჻ ზღუისასა თუ჻ ნახო ჩემი჻ უამბე჻ გკითხავს჻ ამბავსა჻ ძმისასა

888. თხა჻ მოკლეს჻ და჻ მიითრიეს჻ ცეცხლი჻ შექნეს჻ ზღუისა჻ პირსა სუეს჻ და჻ ჭამეს჻ რაცა჻ ჭამა჻ შეჰფეროდა჻ მათსა჻ ჭირსა მას჻ ღამესა჻ ერთად჻ იყუნეს჻ ერთგან჻ მიწუეს჻ ხეთა჻ ძირსა ვჰგმობ჻ მუხთალსა჻ საწუთროსა჻ ზოგჯერ჻ უხუსა჻ ზოგჯერ჻ ძუირსა

889. ცისკრად჻ ადგეს჻ გასაყრელად჻ ერთმანერთსა჻ მოეხუივნეს მაშინ჻ მათგან჻ ნაუბარნი჻ დადნეს჻ ვინცა჻ მოისმინეს თუალთა჻ ვითა჻ წყაროს჻ თუალნი჻ ცრემლი჻ ველთა჻ მოადინნეს დიდხანს჻ დგანან჻ შეჭედილნი჻ მკერდი჻ მკერდსა჻ შეარკინნეს

890. გაიყარნეს჻ ტირილით და პირსა჻ ხოკით჻ თმათა჻ გლეჯით ერთი჻ აღმა჻ ერთი჻ ჩაღმა჻ უგზოდ჻ მივლენ჻ შამბთა჻ ეჯით ვირე჻ უჩნდა჻ ერთმანერთი჻ იზახდიან჻ პირსა჻ ბღნეჯით იგი჻ ნახნეს჻ დაღრეჯილნი჻ მზე჻ დაიღრეჯს჻ მისით჻ ღრეჯით

წასულა ავთანდილისაგან ფრიდონისასა ნახეთ გონიერება და კისკასობა მისი჻

891. ვაი჻ სოფელო჻ რაშიგან჻ ხარ჻ რას჻ გვაბრუნვებ჻ რა჻ ზნე჻ გჭირსა ყოვლი჻ შენი჻ მონდობილი჻ ნიადაგმცა჻ ჩემებრ჻ ტირსა სად჻ წაიყუან჻ სადაურსა჻ სად჻ აღუფხვრი჻ სადათ჻ ძირსა მაგრა჻ ღ~თი჻ არ჻ გასწირავს჻ კაცსა჻ შენგან჻ განაწირსა

892. ავთანდილ჻ მისი჻ გაყრილი჻ ტირს჻ ჴმა჻ მისწუდების჻ ცათამდის იტყუის჻ თუ჻ ღუარი჻ სისხლისა჻ კულაცა჻ მდენია჻ კულაცა჻ მდის აწ჻ აგრე჻ გაყრა჻ ძნელია჻ ვით჻ მაშინ჻ შეყრა჻ ცათამდის კაცი჻ არ჻ ყუელა჻ სწორია჻ დიდი჻ ძეს჻ კაცით჻ კაცამდის

893. ველს჻ მაშინ჻ მჴეცნი჻ ძღებოდეს჻ სისხლითა჻ მუნ჻ ნატირითა ვერ჻ დაივსებდა჻ საჴუმილსა჻ იწვის჻ ცეცხლითა჻ ჴშირითა კულა჻ თინათინის჻ გონება჻ ავსებს჻ უფრორე჻ ჭირითა ბაგეთათ჻ ვარდსა჻ ანათობს჻ ბროლი჻ ძოწისა჻ ძირითა