... (Q-779), XVIII ს.

855. იტირეს჻ და჻ გაემართნეს჻ ქუაბისაკენ჻ თავნი჻ არნეს რა჻ ასმათმან჻ დაინახა჻ განაღამცა჻ გაეხარნეს მოეგება჻ მოტიროდა჻ ცრემლმან჻ მისმან჻ კლდენი჻ ღარნეს აკოცეს჻ და჻ აცატირდეს჻ კულა჻ ცნობანი჻ ააჩქარნეს

856. ასმათ჻ თქუა჻ ღ~თო჻ რომელი჻ არ჻ ითქუმი჻ კაცთა჻ ენითა შენ჻ ხარ჻ სავსება჻ ყოველთა჻ აღგუავსებ჻ მზეებრ჻ ფენითა გაქო჻ ვით჻ გაქო჻ რა჻ გაქო჻ არ საქებელო჻ სმენითა დიდება჻ შენდა჻ არ჻ მომკალ჻ ამათთუის჻ ცრემლთა჻ დენითა

857. ტარიელ჻ იტყუის჻ აჰ჻ დაო჻ მით჻ ცრემლი჻ აქა჻ მდენია საწურთო჻ ნაცვლად჻ გუატირებს჻ რაც჻ ოდენ჻ გაგვიცინია ძველი჻ წესია჻ სოფლისა჻ არ჻ ახლად჻ მოსასმენია ვაი჻ შენი჻ ბრალი჻ და჻ თუ჻ არ჻ სიკუდილი჻ ჩემი჻ ლხინია

858. სწყუროდეს჻ წყალსა჻ ვინ჻ დაღურის჻ კაცი჻ უშმაგო჻ ცნობილი მე჻ თვალთა჻ ჩემთა჻ მით჻ მიკუირს჻ რად჻ ვარ჻ ცრემლითა჻ ლტობილი უწყლოობა჻ ჰკლავს჻ და჻ წყალი჻ სდის჻ არ჻ ოდეს჻ არ჻ გაჴმობილი ვაი჻ წაჴდა჻ ვარდი჻ პობილი჻ ვაი჻ მარგალიტი჻ წყობილი

859. ავთანდილსცა჻ მოეგონა჻ მისი჻ მზე჻ და჻ საყუარელი იტყუის჻ ჩემო჻ ვით჻ ვეგები჻ მე჻ უშენოდ჻ სულთა჻ მდგმელი შენ჻ არ჻ გახლავ჻ ჩემი჻ ჩემთუის჻ სიცოცხლეა჻ სანანელი გითხრამცა჻ ვინ჻ რა჻ მჭირს჻ ანუ჻ რა჻ ცეცხლი჻ მწუავს჻ რაგუარ჻ ცხელი

860. ვარდი჻ ამას჻ ვით჻ იაზრებს჻ მზე჻ მომშორდეს჻ არ჻ დავძრეო ანუ჻ ჩუენ჻ გლახ჻ რა჻ გუერგების჻ რა჻ ჩასუენდეს჻ გორსა჻ მზეო გულო჻ გიჯობს჻ გაუმაგრდე჻ თავი჻ სრულად჻ გაიკლდეო ნუთუ჻ მოგხუდეს჻ ნახვა჻ მისი჻ სულთა჻ სრულად჻ ნუ჻ დალეო

861. სული჻ დაიღეს჻ დადუმდეს჻ ორთავე჻ ცეცხლი჻ სდებოდა ასმათი჻ შეჰყუა჻ შევიდაცეცხლი მათებრვე჻ გზებოდა დაუგო჻ ტყავი჻ ვეფხისა჻ რომელ჻ კულავ მიწყივ჻ ჰგებოდა ორნივე჻ დასხდეს჻ უბნობდეს჻ რაცა჻ მათ჻ იამებოდა

862. მწუადი჻ შეიწუეს჻ შეიქმნა჻ პურობა჻ მსგავსი჻ ჟამისა მუნ჻ უპურობა჻ პურობა჻ არსიდიადე჻ ჯამისა მას჻ შეეხუეწნეს჻ ჭამეო჻ ძალი჻ არ჻ ჰქონდა჻ ჭამისა გაცოხნის჻ ლუკმა჻ გატყორცის჻ წონა჻ ძლივ჻ ჩანთქის჻ დრამისა

863. ამოა჻ რომე჻ კაცი჻ კაცს჻ ამოსა჻ ეუბნებოდეს მან჻ გაუგონოს჻ რაცა჻ თქუას჻ არ჻ ცუდად჻ წაუჴდებოდეს ცოტად჻ ეგრეცა჻ დაუვსებს჻ ცეცხლი჻ რაზომცა჻ სდებოდეს დიდი჻ ლხინია჻ ჭირთა჻ თქუმა჻ თუ჻ კაცსა჻ მოუჴდებოდეს

864. მას჻ ღამესა჻ ერთგან჻ იყუნეს჻ იგი჻ ლომნი჻ იგი჻ გმირნი იუბნეს჻ და჻ გააცხადნეს჻ თავთავისად჻ მათნი჻ ჭირნი რა჻ გათენდა჻ კულა჻ დაიწყეს჻ საუბარნი჻ სიტყუაჴშირნი ერთმანეთსა჻ გაუგონნეს჻ ფიცნი჻ პირველ჻ დანაპირნი

865. ტარიელ჻ ეტყვის჻ რად჻ უნდა჻ სიტყუისა჻ თქმა჻ მრავალისა რაცა჻ შენ჻ ჩემთუის჻ გიქნია჻ ღ~თი჻ მზღველია჻ ვალისა კმა჻ ზენაარი჻ ზენარად჻ არ჻ ნაქმარია჻ მთრვალისა არ჻ დავიწყება჻ მოყურობა჻ მოყურისა჻ წარმავალისა

866. აწ჻ შემიხვეწე჻ ნუ჻ დამწუავ჻ კულა჻ წვითა჻ უცხელესითა მე჻ რომე჻ ცეცხლი჻ მედების჻ არ჻ ნაგზებია჻ კუესითა ვერ჻ დაშრეტ჻ შენცა჻ დაიწვი჻ სოფლისა჻ ქნისა჻ წესითა წადი჻ დაბრუნდი჻ შეიქეც჻ მუნითვე჻ შენი჻ მზე჻ სითა

867. ვინ჻ დამბადა჻ განკურნება჻ ჩემი჻ უჩანს჻ მასცა჻ ძნელად ვისცა჻ გესმის჻ გაიგონეთ჻ მით჻ გაჭრილვარ჻ ხელი჻ ველად რაცა჻ ჰმართებს჻ გონიერთა჻ ერთხელ჻ ვიყავ჻ მეცა჻ მქმნელად აწ჻ ნობათი჻ ხელობისა჻ მამხვდომია჻ მით჻ ვარ჻ ხელად

868. ავთანდილ჻ ეტყუის჻ რა჻ გითხრა჻ პასუხი჻ მაგა჻ თქმულისა შენვე჻ სთქუი჻ ეგეა჻ სიტყვა჻ კაცისა჻ ბრძნად჻ სწავლულისა ღ~თსამცა჻ ვით჻ არ჻ შეეძლო჻ კვლა჻ განკურნება჻ წყლულისა იგია჻ მზრდელი჻ ყოვლისა჻ დანერგულ დათესულისა

869. ღ~თსამცა჻ ესე჻ რად჻ ექნა჻ ეგეთნი჻ დაებადენით აღარ჻ შეგყარნა჻ გაგყარნა჻ თუალნი჻ ცრემლთა჻ დადენით სდევს჻ ფათერაკი჻ მიჯნურსა჻ გასჭურიტეთ჻ გაიცადენით თქუენ჻ ერთმანერთი჻ არ჻ მოგხუდეთ჻ მე჻ სულნი჻ ამომხადენით

870. ნეტარ჻ მამაცი჻ სხუა჻ რაა჻ არ჻ გასძლოს჻ რაცა჻ ჭირია ჭირსა჻ გადრეკა჻ რად჻ უნდა჻ რა჻ სასაუბრო჻ პირია ნუ჻ გეშის჻ ღ~თი჻ უხუია჻ თუცა჻ სოფელი჻ ძუირია რასცა჻ მიწურთიხარ჻ იწუართე჻ გკადრო჻ უწვრთელი჻ ვირია

871. თუ჻ რა჻ გესმის჻ გაიგონე჻ ესე჻ კმარის჻ სწავლა჻ სწავლად ჩემსა჻ მზესა჻ დავეთხოვე჻ თქუენს჻ წინაშე჻ წამოსავლად მოვაჴსენე჻ რადგან჻ ჩემი჻ შეუქმნია჻ გული჻ ავლად არას჻ ვარგებ჻ არ჻ დავდგები჻ სხუად ვიუბნო჻ რაღა჻ მრავლად

872. მან჻ მიბრძანა჻ მადლიერ჻ ვარ჻ კარგად჻ ხარ჻ და჻ მამაცურად მაგა჻ შენსა჻ გავლენასა჻ მე჻ დავიჩენ჻ სამსახურად მისის჻ კითხუით჻ წამოსრულვარ჻ არ჻ მთრუალურად჻ არ჻ მახმურად მივბრუნდე჻ და჻ რა჻ უამბო჻ რად჻ მოხველო჻ ჯაბან ჴრდლურად

873. მაგ჻ საუბარსა჻ ესე჻ სჯობს჻ ისმინე჻ ჩემი჻ თხრობილი მქნელი჻ საქმისა჻ ძნელისა჻ კაციმცა჻ იყო჻ ცნობილი ვერას჻ ვერ჻ იქს჻ ნაყოფსა჻ ვარდი჻ უმზეოდ჻ ჭკნობილი შენ჻ ვერას჻ ირგებ჻ მე჻ გარგებ჻ ძმა჻ ძმისა჻ უნდა჻ ძმობილი

874. სადაცა჻ გწადდეს჻ მუნ჻ იყავ჻ მითვე჻ წესითა჻ მაგითა გწადდეს჻ გულითა჻ ბრძენითა჻ გწადდეს჻ ცნობითა჻ შმაგითა მაგა჻ ქცევითა჻ ტურფითა჻ ანაგებითა჻ ნაგითა ოდენ჻ გამაგრდიარ჻ მოჰკუდე჻ არ჻ დასდნე჻ ცეცხლთა჻ დაგითა