... (A-859), 1841 წ.

782. შეაქცევს და ეუბნების, საუბართა შვენიერთა. მისთჳს სძვრიდა სასაუბროდ, მათ ბაგეთა ძოწის ფერთა. მისთჳს სმენა გააყმობდა, მსმენელისა ყურთა ბერთა. მოიშორვა კაეშანი, დათმობავე შეაერთა:-

783. რა შეატყვა მოჯობება, მუნ სევდისა მუფარაჴმან. გაანათლა პირი ვარდი, სიხარულმან დაუსაჴმან. ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხრა აჴმან. ცნობიერი სიტყვა უთხრა, უცნობოსა რასმე მძრაჴმან:-

784. შერასმეჰყვეს საუბარსა, სიტყვა ჰკადრა არ მალული. ერთსა რასმე გიაჯები, გამიცხადე დაფარული. ეგე სამხრე მისეული, შენ გაჩნია ვისგან წყლული. რაგვარ გიყვარს რაგვარ გიღირს, თქვი დავიღო მერმე სული:-

785. მან უთხრა სახე რა გითხრა, მის უსახოსა სახისა. ესეა ჩემი სიცოცხლე, ჩემი მამცემი ახისა. მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა მიწისა და ხისა. არ სასმენლისა მოსმენა, არს უმჟავესი წმახისა:-

786. ავთანდილ უთხრა ვლმოდი, მართ მაგისავე თქმევასა. აწ რადგან გითქვამს პასუხსა, გკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა. სჯობს ასმათისა არ ლევა, მაგა სამხრისა ლევასა. ამად არ გიქებ საქმისა, უარესისა რჩევასა:-

787. სამხრე გაბია ოქროსა, ოქრომჭედლისა დნობილი. უასაკო და უსულო, არ სიტყვიერი ცნობილი. აღარათ გინდა ასმათი, ნახე მართალი ბრჭობილი. პირველ გლახ მისი ნაჭვრეტი, და მერმე შენი დობილი:-

788. თქვენს შუა მქმნელი საქმისა, შენგან ნახმობი დობისა. თქვენი შემყრელი მსახური, შენგან ღირს ქნილი ცნობისა. მისი გამზრდელი გაზრდილი, მისთჳს მიხდილი ცნობისა. გლახ დაგიგდია არ ნახავ, შაბაშ მართლისა ბრჭობისა:-

789. მან უბრძანა რაცა გითქვამს, უმართლე ხარ მეტის მეტად. საბრალოა ასმათ მისად, მგონებლად და ჩემად ჭვრეტად. მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მამესწარ ცეცხლთა შრეტად. რადგან დავრჩი ხვალე ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერცა რეტად:-

790. დამორჩილდა გაემართნეს, ავთანდილ და ამილბარი. ვერ მიქია ქება მათი, ვერა ქება საქებარი. კბილნი ვითა მარგალიტი, ბაგე ვარდი ნაპობარი. გველსა ჴვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი:-

791. ამას ეტყჳს შენთჳს დავდებ, გონებასა სულსა გულსა. მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა. არას გარგებს სწავლულობა, თუ არა იქ ბრძენთა თქმულსა. არ იჴმარებ რას ჴელსა ხდი, საუნჯესა დაფარულსა:-

792. არას გარგებს შეჭირვება, რომ სჭმუნვიდე რა გერგების. არ თუ იცი უგანგებოდ, არათ კაცი არ მოკუდების. მზისა შუქთა მომლოდინე, ვარდი სამ დღე არ დასჭნების. ბედი ცდა და გამარჯვება, ღ~თსა უნდეს მოცაგხვდების:-

793. მოახსენა ეგე სწავლა, ჩემთჳს ყოვლად სოფლად ღირდეს. გონიერსა მწვრთელი უყვარს, უგუნურსა გულსა გმირდეს. მაგრამ რა ვქნა რაგვარ გავსძლო, მეტის მეტი რა მიმჭირდეს. შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო არ მიკვირდეს:-

794. ცჳლსა ცეცხლის სიმხურვალე, უგავს ამად აენთების. მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს დაცაშრტების. რაცა ვისცა საქმე თჳთ სჭირს, სხვათათჳსცა ეკარგების. თავიდაღმა რად არ იცი, გული ჩემი რაგვარ დნების:-

მბობა ტარიელისაგან ავთანდილისაგან ლომ ვეფხვის დახოცვისა.

795. რა წამეკიდა ყველაი, წვრილად გიამბო ენითა. მერმეღა გაბრჭევ მართალი, მაგა გულითა ბრძენითა. შენ მოგელოდი მიმჭირდა, მოლოდინითა შენითა. ქვაბს ვეღარ გავსძელ, მინდორად მოვლა მამინდა ცხენითა:-

796. იმა ქედსა გარდავადეგ, იგი შამბნი მამეარნეს. ერთი ლომი ერთი ვეფხი, შეკრბეს ერთად შეიყარნეს. გვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს. მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს შემეზარნეს:-

797. ქედსა გარდავდეგ ლომ ვეფხი, მოვიდეს ერთგან რებულნი. სახედ ვამსგავსე მიჯნურთა, ცეცხლნი დამევსნეს დებულნი. შეიყარნეს და შეიბნეს, იბრძოდეს გამწარებულნი. ლომი სდევს ვეფხი მიურბის, იყუნეს არ ჩემგან ქებულნი:-

798. პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს. თითო ტოტი ერთმანეთსა ჰკრეს, სიკუდილსა არ დარიდნეს. გამორიდა ვეფჴმან გული, დედათამცა გამორიდნეს. ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს:-

799. ლომსა დაუგმე ნაქმარი, ვარქვი არა ხარ ცნობასა. შენ საყვარელსა რად აწყენ, ფუ მაგა მამაცობასა. ჴრმალ ამოწუდილი გაუხე, მივეც ლახვართა სობასა. თავსა გარდავკარ მოცავკალ, დავხსენ სოფლისა თმობასა:-

800. ჴრმალი გავტყორცე გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა. მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა. მიღრინვიდა და მაწყენდა, ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა. ვეღარ გაუძელ გულითა, იგიცა მოვკალ ხელითა:-