... (H-1090), XIX ს.

872. რა ჰსთქვი რას იტყჳ არ მესმის, არცა მცალს სმენად მაგისად჻ სიკუდილი მახლავს ჴელქნილსა, სიცოცხლე არის წამისად჻ აწ გამიარმდა სიცოცხლე, მეტად ყოვლისა ჟამისად჻ მუნ მეცა მივალ ცრემლისა, მიწად სად გამდის ღამი სად჻

873. ბრძენი ვინ ბრძენი რა ბრძენი, ჴელი ვითა იქმს ბრძნობასა჻ ეგ საუბარი მაშინ ჰხამს, თუცაღა ვიყო ცნობასა჻ ვარდი ვერ არის უმზეოდ, იყოს დაიწყებს ჭკნობასა჻ მაწყენ დამეხსენ არა მცალს, არცაღა ვახლავ თმობასა჻

874. კულა ეუბნების ავთანდილ, სიტყჳთა მრავალ ფერითა჻ ეტყჳს რამ მოჰკუდე გერგების, სიტყვითა რა ოხერითა჻ ნუ იქ არა ჰსჯობს საქმითა, ნუ ხარ თავისა მტერითა჻ ვერ წაიყუანა ვერა ქმნა, სიტყჳთა ვერა ვერითა჻

875. მერმე უთხრა აჰა რადგან, არ მამისმენ არას არა჻ არას გაწყენს ენა ჩემი, აქამდისცა ცუდად მცდარა჻ თუ სიკვდილი გიჯობს მოჰკვდე, ვარდი დაჭკნეს დაცამჭკნარა჻ ერთსა რასმე გიაჯები, მიყავ ცრემლი ამდუღარა჻

876. სადა ჰინდონი ბროლ ვარდსა, სარვენ გიშრისა სარითა჻ მას მოვეშორვე წამოვე, სიჩქარით არ სიწყნარითა჻ ვერ დამიჭირა მეფემან, მშობლურად საუბარითა჻ შენ არ შემიყრი გამიყრი, აწ ჩემი ლხინი ვჰსთქვა რითა჻

877. ნუ გამგზავნი გულ მოკლულსა, ერთი მიყავ საწადელი჻ ერთჴელ შეჯე ცხენოსანი, გნახო ჩემი სულთა მდგმელი჻ ნუთუ მაშინ მოვიქარვო, სეუდა ესე აწინდელი჻ მე წავალ და შენ დაგაგდებ, იქნას შენი საწადელი჻

878. ეხვეწებოდა შეჯეო, აჯას ხვეწნითა არვებდა჻ იცოდა რომე შეჯდომა, კაეშანს მოაქარვებდა჻ ლერწმისა სარსა დაჰსდრეკდა, გიშერსა დააკარვებდა჻ დაიმორჩილა იამა, არ ივაგლახა არ ვებდა჻

879. ცხადად უთხრა შევსჯდებიო, მამიყვანე ცხენი წინა჻ მან მოჰგვარა წყნარად შესვა, არ სიჩქარით ააქშინა჻ მინდორთაკენ წაიყუანა, ტანი მჭევრი აძრვევინა჻ ხანი წავლეს სიარულმან, მოჯობება დააჩნინა჻

880. შეაქცეუს და ეუბნების, საუბართა შვენიერთა჻ მისთვის ძვრიდა სასაუბროდ, მათ ბაგეთა ძოწის ფერთა჻ მისთჳს სმენა გააყმობდა, მსმენელისა ყურთა ბერთა჻ მოიშორვა კაეშანი, დათმობავე შეაერთა჻

881. რა შეატყვა მოჯობება, მუნ სევდისა მუფარახმან჻ გაანათლა პირი ვარდი, სიხარულმან დაუსახმან჻ ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხრა ახმან჻ ცნობიერი სიტყუა უთხრა, უცნობოსა რასმე მძრახმან჻

882. შერასმეჰყუეს საუბარსა, სიტყვა ჰკადრა არ მალული჻ ერთსა რასმე მოგახსენებ, გამიცხადე დაფარული჻ ეგე სამხრე მისეული, შენ გაჩნია ვისგან წყლული჻ რაგვარ გიყუარს რაგვარ გიღირს, თქუი დავიღო მერმე სული჻

883. მან უთხრა სახე რა გითხრა, მის უსახოსა სახისა჻ ესეა ჩემი სიცოცხლე, ჩემი მამცემი ახისა჻ მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა მიწისა და ხისა჻ არ სასმენლისა მოსმენა, არს უმჟავესი წმახისა჻

884. ავთანდილ უთხრა ელმოდი, მართ მაგისავე თქმევასა჻ აწ რადგან გითქვამს პასუხსა, გკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა჻ ჰსჯობს ასმათისა არ ლევა, მაგა სამხრისა ლევასა჻ ამად არ გიქებ საქმისა, უარესისა რჩევასა჻

885. სამხრე გაბია ოქროსა, ოქრომჭედლისა დნობილი჻ უასაკო და უსულო, არ სიტყჳერი ცნობილი჻ აღარათ გინდა ასმათი, ნახე მათალი ბრჭობილი჻ პირველ გლახ მისი ნაჭვრეტი, და მერმე შენი დობილი჻

886. თქვენს შუა მქმნელი საქმისა, შენგან ნაჴმობი დობისა჻ თქვენი შემყრელი მსახური, შენგან ღირს ქნილი ცნობისა჻ მისი გამზრდელი გაზრდილი, მისთჳს მიხდილი ცნობისა჻ გლახ დაგიგდია არ ნახავ, შაბაშ მართლისა ბრჭობისა჻

887. მან უბრძანა რაცა გითქვამს, უმართლე ხარ მეტის მეტად჻ საბრალოა ასმათ მისად, მგონებლად და ჩემად ჭვრეტად჻ მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მამესწარ ცეცხლთა შრეტად჻ რადგან დავრჩი გვალე ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერცა რეტად჻

888. დაჰმორჩილდა გაემართნეს, ავთანდილ და ამილბარი჻ ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი჻ კბილნი ვითა მარგალიტი, ბაგე ვარდი ნაპობარი჻ გველსა ხურელით ამოიყუანს, ენა ტკბილად მოუბარი჻

889. ამას ეტყჳს შენთჳს დავდებ, გონებასა სულსა გულსა჻ მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა჻ არას გარგებს სწავლულობა, თუ არა იქ ბრძენთა თქმულსა჻ არ იხმარებ რას ჴელსა, ჰჴდი საუნჯესა დაფარულსა჻

890. არას გარგებს შეჭირვება, რომ ჰსჭმუნვიდე რა გერგების჻ არ თუ იცი უგანგებოდ, არათ კაცი არ მოჰკუდების჻ მზისა შუქთა მომლოდინე, ვარდი სამ დღე არ დაჰსჭნების჻ ბედი ცდა და გამარჯვება, ღ~თსა უნდეს მოცაგხვდების჻

891. მოახსენა ეგე ჰსწავლა, ჩემთჳს ყოვლად სოფლად ღირდეს჻ გონიერსა მწვრთელი უყუარს, უგუნურსა გულსა გმირდეს჻ მაგრა რა ვქნა რაგვარ გავსძლო, მეტის მეტი რა მიმჭირდეს჻ შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო არ მიკვირდეს჻