... (H-1090), XIX ს.

797. ღ~თო ღ~თო გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა჻ შენ დაბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა჻ მე სოფელმან მამაშორვა, უკეთესსა ჩემსსა მზესა჻ ნუ ამოჰფხვრი სიყუარულსა, მისსა ჩემთჳს დანათესსა჻

798. ღ~თო ღ~თო მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე჻ შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვლიდე჻ მტერთა ძლევა ზღვათა ღელვა, ღამით მავნე გამარიდე჻ თუღა დავრჩე გმსახურებდე, შენდა მსხვერპლსა შევსწირდე჻

799. რა ილოცა ცხენსა შეჰსჯდა, მალვით კარნი გაიარნა჻ შერმადინცა დააბრუნა, თუმცა ვამნი ადიადნა჻ მონა ჰსტირს და მკერდსა იცემს, საბრალომან ცრემლი ღვარნა჻ პატრონისა ვერა მჭვრეტმან, ყმამან რამცა გაიხარნა჻

800. აწ ამბავი სხვა დავიწყოთ, ყმასა წავყვე წამავალსა჻ არ შეექნა დარბაზობა, მას დღეს როსტანს გულ გამწყრალსა჻ რა გათენდა შუქი ადგა, ჰგავს თუ ადენს პირით ალსა჻ ჴმობა ბრძანა ვეზირისა, მიიყუანდეს შიშით მკრძალსა჻

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის :

გაპარვით წასვლისა:

801. რა ვეზირი მოწიწებით, დარბაზს ნახა შემოსრული჻ როსტან უთხრა არა მახსოვს, გუშინდელი შენგან ქნილი჻ მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხანს სული჻ აზომ რომე გაგათხოვე, შენ ვაზირი გულის გული჻

802. თუ რად მახსოვს რად უნდოდა, ისრე ავად რად გაგჴადე჻ მართლად უთქვამს მეცნიერთა, წყენააო ჭირთა ბადე჻ ესე გვარსა ნუ ოდეს იქმ, საქმე ხოლე გაიცადე჻ აწ მითხარ თუ რას იტყოდი, თქვი და სიტყუა გააკულადე჻

803. კულა მოახსენა ვეზირმან, სიტყუა ნაგუშინდელევი჻ რა გაიგონა შესთვალა, პასუხი არ ნაგრძელევი჻ შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ურია მე ლევი჻ კულა მაგის მეტად ნუ მასმენ, თვარე მე სულად გელევი჻

804. რა გამოვიდა ვეზირი, ჰსძებნა ვერ პოვა მინანი჻ მართ გაპარვასა უთხრობდეს, მონანი ცრემლთა მდინანი჻ მან ჰსთქვა მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი჻ ვინცაღა ჰკადრებს მან ჰკადროს, რაცა ვსთქვი მასცა ვინანი჻

805. რა ვეზირი არ შევიდა, კულა მეფემან კაცი გზავნის჻ კაცმან ჰსცნის და გარეთ დადგის, წასვლა ვერვინ გაამჟღავნის჻ როსტანს ეჭჳ შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის჻ თქუა უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის჻

806. თავ დადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი჻ უში ჰქმნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას მიდი჻ შევიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი჻ რა ვეზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი჻

807. კულა შევა დარბაზს ვეზირი, დაღრეჯით არ მხიარულად჻ მეფემან ჰკითხა წასრულა, მზე დაუდგრომლად მთვარულად჻ მან მოახსენა ყუელაი, ვით წასრულიყო დარულად჻ მზე აღარ მზეობს ჩვეთანა, დარი არ დარობს დარულად჻

808. რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის მეტნი჻ მოჰსთქვამს იტყვის ვაი გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი჻ პირსა ხოჭით წვერსა გლეჯით, გააკჳრნა მისნი მჭვრეტნი ჻ სად წახე და სად დაჰკარგენ, სინათლენი ეგე სვეტნი჻

809. თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები჻ მაგრამ მე რა ვქმნა გაზრდილო, აწ სახლად მართებს სენები჻ გამაღარიბე დამაგდე, გულსა გლახ ვისთვის ენები჻ შენად შეყრამდის პატიჟთა, ჩემთა ვერ იტყვის ენები჻

810. ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა჻ ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა ჯავარ სრულსა჻ ვეღარ ვისმენ ჴმასა შენსა, სასმენელად მე მასულსა჻ აწ უშენოდ რა გლახ უყო, საჯდომსა და სრასა სრულსა჻

811. ვიცი არ მოგკლავს შიმშილი, რაზომცა დია ირები჻ შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები჻ ნუთუ კულა ღთ~ნ წყალობით, გაგიადვილოს ჭირები჻ მაგრა თუ მოვჰკუდე გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები჻

812. ზარი გაისმა შამოჰკრბა, ჯარი მრავალი კაცისა჻ დარბაზს ხასთაგან ჯარია, ჴელითა წვერთა ტაცისა჻ იგლეჯს და იცემს ყუელაი, ჴმა ისმის თავსა ტკაცისა჻ თქვეს ბნელი გვმართებს დღე კრულთა, რადგან მზე მიგვიდრკა ცისა჻

813. რა მეფემან დიდებულნი, ნახა სულთქმით შემოსტირნა჻ უთხრა ჰხედავთ მზემან ჩვენმან, შუქნი სრულად დაგვიძვირნა჻ რა ვაწყინეთ რა შევსცოდეთ, რად დაგვყარნა რად გაგვწირნა჻ სპანი მისგან დაჭირულნი, ვინცაღა ვით დაგვიჭირნა჻

814. ყოვლნი ტიროდეს მოთქმიდეს, მერმე დაწყნარდეს გვიანად჻ მეფემან ჰბრძანა იკითხეთ, მარტოა ანუ ყმიანად჻ მოვიდა მონა შერმადინ, მოშიშრედ სირცხვილიანად჻ ანდერძი ჰკადრა აჰსტირდა, სიცოცხლე უჩნდა ზიანად჻