... (H-1090), XIX ს.

815. მოახსენა საწოლს ვპოვე, ესე მისგან დანაწერი჻ ჰსდგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წვერი჻ იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს არცა ბერი჻ მე თუ მამკლავთ მემართლებით, სიცოცხლე მჭირს შეუფერი჻

816. რა ანდერძი წაიკითხეს, კულა იტირეს დიდი ხანი჻ მერმე ჰბრძანა მხიარულსა, ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი჻ ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქვრივნი სხვანი჻ შევეწივნეთ მშვიდობისა, ნუთუ მისცეს მისცეს ღ~თნ გზანი჻

აქა ავთანდილისაგან მეორედ წასვლა, გაპარვით და ტარიელის შეყრა:

817. მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება გაანათლებს჻ რა იახლოს შუქი დასწვავს, გაეყრების ვერ იახლებს჻ მაგრამ ვარდსა უმზეობა, გააჴმობს და ფერსა აკლებს჻ ჩვენ ვერ ჭვრეტა საყუარლისა, ჭირსა ძველსა გაგვიახლებს჻

818. აწყა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა჻ მივა და მისტირს გულმდუღრად, ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა჻ წამ წამ მობრუნდის იაჯდის, მისთვის მზისავე მზობასა჻ უჭვრეტდის თვალნი ვერ მოხსნის, თუ მოხსნის მიხდის ცნობასა჻

819. რა მიიახლის დაბნედად, ვერ ჴელჰყვის გაძვრად ენისად჻ მაგრა ჰსდის ცრემლი თვალთაგან, მსგავსად წყაროსა დენისად჻ ზოგჯერ დაბრუნდის იჭურეტდის, ღონედ პატიჟთა თმენისად჻ რა გაემართის არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად჻

820. თქვა ჩემო შენი შორს მყოფი, კრულია ვინცა დადუმდეს჻ რადგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს჻ თვალთა მტირალთა შეხედვა, შენივე სწადდეს და უნდეს჻ ჰსჯობს საყვარელსა მოყვარე, რაზომცა დაუძაბუნდეს჻

821. მე რა ვქნა შენად შეყრამდე, ანუ რას მეჭვდე ლხენასა჻ თავსა მოვიკლავ მე თუმცა, შენგან არ ვეჭვდე წყენასა჻ მაგრა შენ გაწყენ ჩემისა, არ სიცოცოხლისა სმენასა჻ მოდი და მივსცნე ცოცხალმან, თვალნი ცრემლისა დენასა჻

822. ჰსტირს იტყვის დადვა კეშანი, ლახვარმან ჩემთვის ათმანო჻ ჰინდოთა რაზმან ჩემად კულად, თქვა ესე ტევრი ვთხზა თმანო჻ თვალთა გიშერი აშვენებს, მამცემდი პატიჟთა თმანო჻ ბაგე კბილო და თვალ წარბო, სათმან რად მამკლა სათმანო჻

823. იტყვის ჱე მზეო ვინ ხატად, გთქვის მზიანისა ღამისად჻ ერთარსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად჻ ვის მორჩილობენ ციერნი, ერთის იოტის წამისად჻ ბედსა ნუ მიქცევ მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად჻

824. ვის ხატად ღ~თისად გიტყჳან, ფილასოფოსნი წინანი჻ შენ მიშველე რა ტყვექმნილსა, ჯაჭვნი მაბიან რკინანი჻ ბროლ ბალახშისა მძებნელმან, სათნი დავჰკარგე, მინანი჻ მაშინ ვერ გავსძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი჻

825. ამას მოჰსქმიდის იწოდის, ვითა სანთელი დნებოდის჻ დაყოვნებისა მოშიში, ისწრაფდის იარებოდის჻ რა შეუღამდის ვარსკულავთა, ამოსულა იამებოდის჻ მას ამჰგზავსებდის ილხენდის, უჭვრეტდის ეუბნებოდის჻

826. მთვარესა ეტყჳს იფიცე, სახელი ღ~თისა შენისა჻ შენ ხარ მამცემი მიჯნურთა, მიჯნურობისა სენისა჻ შენ გაქვს წამალი მისისა, მოთმინებისა თმენისა჻ მიაჯე შეყრა პირისა, შენ გამო შენებრ მშვენისა჻

827. ღამე ალხენდის დღე ჰსჯიდის, ელის ჩასვლასა მზისასა჻ რა წყალი ნახის გარდიხდის, უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა჻ მას თანა ჰრთვიდის ნაკადსა, სისხლისა ცრემლთა ტბისასა჻ კულა გაემართის ისწრაფდის, წასლვასა მისვე გზისასა჻

828. მარტო მოჰსთქმიდის ტიროდის, ტანად ალვისა ხიანი჻ მინდორს თხა მოჰკლის სადაცა, ადგილი დახვდის კლდიანი჻ შეწვის ჰსჭამის და წავიდის, პირ მზე გულ მარიხიანი჻ იტყჳს დავჰყარენ ვარდნი, და აჰა მე ვაგლახიანი჻

829. აწ ვერ ვიტყჳ მაშინდელსა, მე მის ყმისა ნაუბარსა჻ მიუბნობდის რას მოჰსთქმიდის, რას ტურფასა რაზომ გვარსა჻ ზოგან თოვლი გაეწითლის, ვარდსა ბრჭლითა ნახოკარსა჻ ქვაბნი ნახნა გაეხარნეს, ზე გავიდა ქვაბთა კარსა჻

830. რა ასმათმან დაინახა, მოეგება ცრემლი სწვთების჻ ვით იამა სიხარულსა, მართ ვეღარას ვერ მიხვდების჻ ყმა გარდახდა მოეხვია, აკოცებს და ეუბნების჻ კაცი კაცსა მოელოდეს, მოსლვა უცხო იამების჻

831. ყმა ქალსა ეტყჳს პატრონი, ნეტარ სად არის და ვითა჻ ქალი ასტირდა ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა჻ ეტყჳს რა წახველ გაიჭრა, ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა჻ აწ მისი არა არ ვიცი, არ ნახვით არ ამბავითა჻

832. ყმა დაჭმუნდა ვითამც რამე, ჰკრეს ლახვარი გულსა შუა჻ ქალსა ეტყჳს აჰა დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა჻ იგი ფიცი ვით გასტეხა, არ ვეცრუე ვით მეცრუა ჻ ვერ იქმოდა რად მიქადა, თუ მიქადა რად მიტყუა჻

833. თუ უმისოდ სოფელს ყოფა, რადგან ჭირად არ მიღირდა჻ რად დავვიწყდი რად მივსცილდი, რად ვერ გაძლო რა მისჭირდა჻ მან გატეხა ზენაარის, რად შემართა ვით გაპირდა჻ მაგრა ავის ბედისაგან, ჩემი რამცა გამიკვირდა჻