... (H-1090), XIX ს.

ამა ამბისა დასაწყისი პირველი ამო და სასმენელად შუჱნიერი სწავლისათჳს მოშაირეთა რომელთაცა უჴმობენ ტარიელს და ნესტან დარეჯანს ვეფხის ტყაოსნობით჻

1. რომელმან შეჰქმნა სამყარო, ძალითა მით ძლიერითა჻ ზეგარდმო არსნი სულითა, ყუნა ზეცით მონაბერითა჻ ჩვენ კაცთა მოგუცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა჻ მისგან არს ყოვლი ჴელმწიფე, სახითა მის მიერითა჻

2. ჱე ღ~თო ერთო შენ შექმენ, სახე ყოვლისა ტანისა჻ შენ დამიფარე ძლეუა მეც, დათრგუნვად მე სატანისა჻ მომეც მიჯნურთა სურჳლი, სიკვდიდმდე გასატანისა჻ ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წარსატანისა჻

3. ვის შვენის ლომსა ჴმარება, შუბისა ფარ შიმშერისა჻ მეფისა მზის თამარისა, ღაწვ ბალახშ თმა გიშერისა჻ მას არა ვიცი შევჰკადრო, შესხმა ხოტბისა ხშირისა჻ მისთა მჭურეტელთა ყანდისა, მირთმა ხამს მართ მშიერისა჻

4. თამარს ვაქებდეთ მეფესა, სისხლისა ცრემლ დათხეული჻ ვსთქვენი ქებანი ვისნიმე, არ ავად გამორჩეული჻ მელნად ვიხმარე გიშრის ტბა, და კალმად მინა რხეული჻ ვინცა ისმინოს დაესვას, ლახვარი გულსა ხეული჻

5. მიბრძანეს მათად საქებრად, თქმა ლექსებისა ტკბილისა჻ ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე კბილისა჻ ბროლ ბალახშისა თლილისა, მით მიჯრით მიწყობილისა჻ გასტეხს ქუასაცა მაგარსა, გრდემლი ტყჳისა ლბილისა჻

6. აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ჴელოვანება჻ ძალი მამეც და შეწევნა, შენგნით მაქვს მივჰსცე გონება჻ მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ჴსენება჻ მათ სამთა გმირთა მნათობთა, ჰსჭირს ერთმანერთის მონება჻

7. მო დავსხდეთ ტარიელისთჳს, ცრემლი გვდის შეუშრობილი჻ მისებრი მართ დაბადებით, ვინცა ყოფილა შობილი჻ დავჰსჯე რუსთველმან გავლექსე, მისთჳს გულ ლახვარ სობილი჻ აქამდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი჻

8. მიჯნურსა თვალად სიტულფე, მართებს მართ ვითა მზეობა჻ სიბრძნე სიმდიდრე სიუხვე, სიყმე და მოცალეობა჻ ენა გონება დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა჻ ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა჻

9. მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი჻ მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძჳსა დასადარი჻ იგი სხუა არს სიძუა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი჻ ნურვინ გარევთ ერთმანერთსა, გესმის ჩემი ნაუბარი჻

10. ჴამს მიჯნური ჴანიერი, არ მეძავი ბილწი მრუში჻ რა მოშორდეს მოყუარესა, გაამრავლოს სულთქმა უში჻ გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჰხვდეს თუნდა ქუში჻ მძულს უგულოდ სიყუარული, ხვევნა კოცნა მტლაშა მტლუში჻

11. ამა საქმესა მიჯნური, ნუ უჴმობს მიჯნურობასა჻ დღეს ერთი უნდეს ხვალე სხვა, ჰსთმობდეს გაყრისა თმობასა჻ ესე მღერასა ბედითსა, ჰგავს ვაჟთა ყმაწვილობასა჻ კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა჻

12. არს პირველი მიჯნურობა, არ დაჩენა ჭირთა მალვა჻ თავის წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა჻ შორით ბნედა შორით კუდომა, შორით დაგვა შორით ალვა჻ დაჰსთმოს წყრომა მოყვრისაგან, მისი ჰქონდეს შიში კრძალვა჻

13. ჰჴამს თავისსა ხვაშიადსა, არვისთანა ამჟღავნებდეს჻ არ ბედითად ჰაი ზმიდეს, მოყუარესა აყივნებდეს჻ არსით აჩნდეს მიჯნურობა, არა სადა იფერებდეს჻ მისთჳს ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთჳს ცეცხლსა მოიდებდეს჻

14. მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გააშმაგოს჻ ამის მეტი რამცა ირგოს, მას ავნოს და თჳთანც ივნოს჻ რათამცაღა ასახელოს, რა სიტყჳთა მოაყივნოს჻ რა გავა თუ მოყუარესა, კაცმან გული არ ატკივნოს჻

15. მე რუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი჻ ვის მორჩილობს ჯარი სპათა, მისთჳს ვხელობ მისთვის მკუდარი჻ დაუძლურდი მიჯნურთათჳს, კულავ წამალი არსით არი჻ ანუ მამცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი჻

16. ესე ანბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები჻ ვით მარგალიტი წყობილი, ჴელის ჴელ საგოგმანები჻ ვჰპოვე და ლექსად გარდაქმენ, საქმე ვქენ საჭოჭმანები჻ ჩემან ჴელმქმნელმან დამმართოს, ლაღმან და ლამაზმა ნები჻

17. თუალთა მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა჻ აჰა გული გამიჯნურდა, მიხდომია ველთა რბენა჻ მიაჯეთ ვინ ჴორცთა დაწვა, კმარის მისცეს სულთა ლხენა჻ სამთა ფერთა საქებელთა, ჰლამის ლექსთა უნდა ლევნა჻

18. რაცა ვის რა ბედმან მიჰსცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს჻ მუშა მიწყივ მუშაობდეს, მეომარი გულოვნობდეს჻ კულავ მიჯნურსა მიჯნურობა, უყუარდეს და გამოსცნობდეს჻ არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხუათა უწუნობდეს჻

19. შაირობა პირველადვე, სიბრძნისაა ერთი დარგი჻ საღ~თო საღ~თოდ გასაგონი, მსმენელთათჳს დიდი მარგი჻ კულავ აქაცა იამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი჻ გრძელი სიტყუა მოკლედ ითქმის, შეირია ამად კარგი჻