... (H-1090), XIX ს.

834. კულა ქალი ეტყჳს, მართლა ხარ მაგისა დამძიმებასა჻ მაგრა რა გაბრჭო მართალი, ნუ მეჭუ რასაცა თნებასა჻ არ გული უნდა ფიცის, და პირისა გასრულებასა჻ იგი უგულო მოელის, მართ დღეთა შემოკლებასა჻

835. გული ცნობა და გონება, ერთმანერთზედან ჰკიდიან჻ რა გული წავა იგიცა, წავლენ და მისკენ მიდიან჻ უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან჻ შენ არ გინახავნ არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწვიდიან჻

836. შენ უმართლე ხარ ემდურვი, შენ გაეყარე ძმობილსა჻ მაგრა ვით ითქმის ვით გახდა, ვითა გიამბობ ცნობილსა჻ ენა დაშვრების გაცვდების, გულსა შეელმის ლმობილსა჻ ამას მით ვაზრობ მინახავს, მე უბედურსა შობილსა჻

837. ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი, არცა ვის ამბად სმენია჻ თუ არა კაცთა სასჯელი, ქვათაცა შენაძრწენია჻ დიჯლადცა ჰკმარის მას რომე, თვალთაგან ცრემლი სდენია჻ თჳთ რაცა ბრძანოთ მართალ ხართ, სხვა სხვისა ომსა ბრძენია჻

838. მას წამავალსა ვჰკითხევდი, დამწვარსა ცეცხლ მოდებულსა჻ მოვიდეს რა ჰქმნას ავთანდილ, მისსა დამვედრე დობულსა჻ მიბრძანა მოღმა მნახჳდეს, მე მისთვის გაცუდებულს჻ ამათ არ დავჰყრი არეთა, არ გავსტეხ მის ქათებულსა჻

839. მას ზენაარსა არ გაუტეხ, მას ფიცსა არ ვერცუები჻ მად პაემნამდის მოვიცდი, რაზომცა გამჰსდის რუები჻ თუ მკვდარი მნახოს დამმარხოს, თქვას ვაგლახი და უები჻ ცოცხალი დავხვდე უკვირდეს სიცოცხლე არს სათუები჻

840. ჩემთჳს გარდახდა მას აქათ, გაყრა მზისა და ქედისა჻ ოდენ მოდენა ცრემლისა, მოჰსჭირს ველთა მოსალბედისა჻ მსჯის გამრავლება ჴელქმნისა, სულთქმისა ზედა ზედისა჻ დავვიწყებივარ სიკუდილსა, ნახე ნაქმარი ბედისა჻

841. ესე აარაკი მართალი, ჩინს ქვასა ზედა ჰსწერია჻ ვინ მოყუარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია჻ აწ ზაფრანია ვის წინა, ვერ ვარდი გვანდის ვერ ია჻ თუღა მონახავ მონახე, ქენ რაცა შენი ფერია჻

842. ყმამან უთხრა უმართლე ხარ, არ მამართლო მდურვად მისად჻ მაგრამ გაბჭევ რა მიქნია, სამსახური ტყუესა ტყუისად჻ გამოჭრილ ვარ სახლით ჩემით, ვით ირემი ძებნად წყლისად჻ მას ვეძებ და მას ვიგონებ, ვიარები ველთა ვლისად჻

843. ბროლ სადაფნი მარგალიტსა, ლალის ფერსა სცვენ და ბურვენ჻ მას მოვშორდი ვერ ვიახელ, ვერ ვისურვენ ვერ ვასურვენ჻ გამოპარვით წამოსვლითა, ღ~თისა სწორნი მოვიმდურვენ჻ ნაცვლად მათად წყალობათა, მათნი გულნი შევაურვენ჻

844. პატრონი ჩემი გამზრდელი, ღ~თსაგან დიდად ცხოველი჻ მშობლური ტკბილი მოწყალე, ცა წყალობისა მთოველი჻ მას უორგულე წამოველ, მართ დავივიწყე ყოველი჻ მისი შემცოდე ღ~თისაგან, კარგსა არაღას მოველი჻

845. ესე ყუელაი ასრე მჭირს, დაო ბედითა მისითა჻ არ უტყუვე და მოვსულვარ, მგზავრი ღამით და დღისითა჻ აწ იგი სადმე წასულა, ვიწვი ცეცხლითა ვისითა჻ ცუდ მაშვრალი და მტირალი, ქვე ვჰზი პირითა მქისითა჻

846. დაო მეტსა საუბარსა, აღარ მამცემს ჟამი და დრო჻ არ ვინანი გარდასრულსა, ბრძენთა სიტყუა გავაადრო჻ წავალ ვსძებე ანუ ვპოვებ, ან სიკვდილი მოვიადრო჻ თვარამ ბედი აზომ თურმე, მიკვეთს ღ~თსა რაღა ვკადრო჻

847. ამის მეტი აღარა ჰსთქვა, ატირდა და წამოვიდა჻ ქვაბი ჩავლო წყალსა გახდა, შამბი გავლო ველს გავიდა჻ ქარი ველთა მონაქროლი, ლალის ფერსა ვარდსა ზრვიდა჻ რად მიმეცო ამა ჭირსა, ბედსა ამას უზრახვიდა჻

848. იტყჳს ღ~თო რა შეგცოდე, შენ უფალსა არსთა მხედსა჻ რად გამყარე მოყუარეთა, რად შემასწარ ამა ბედსა჻ ერთი ორთა მგონებელი, ვარ საქმესა წარსაწყმედსა჻ მოვჰკვდე თავი არ მეწყალვის, სისხლი ჩემი ჩემსა ქედსა჻

აქა ავთანდილისაგან ტარიელის ძებნა მოთქმა და ტირილი:

849. მოყუარემან ვარდის კონა, გულსა მკრა და დამიწყლულა჻ იგი ფიცი ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა჻ მას თუ გამყრი საწუთროვო, ჩემი ლხინი გარდასრულა჻ სხვა მოყუარე თვალსა ჩემსა, გაკიცხულა გაბასრულა჻

850. კულა იტყჳს მიკვირს ნაღველი, კაცისა მე ჭკვიანისა჻ რა ჭმუნვარებდეს რას არგებს, ნაკადი ცრემლთა ბანისა჻ ჰსჯობს გამორჩევა აზრობა, საქმისა დასაგვანისა჻ აწ მეცა მიჯობს მონახვა, მის მზისა ლერწამ-ტანისა჻

851. ყმა გაემართა საძებრად, მტირალი ცრემლთა მფქვეველი჻ ეძებს უძახის უყივის, დღეებრ ღამეთა მთეველი჻ სამ დღემდი მოვლო მრავალი, ხევი შამბნარი ტყე ველი჻ ვერ ჰპოვა მივა მჭმუნვარე, ვერას ამბისა მცნეველი჻

852. იტყჳს ღ~თო რა შეგცოდე, ეგზომ დიდი რა გაწყინე჻ რად შემასწარ ამა ბედსა, ჩემსა რა სასჯელი მამივლინე჻ განმკითხველო გამიკითხე, აჯა ჩემი შეისმინე჻ დაამოკლე დღენი ჩემნი, ჭირნი ჩემი გამილხინე჻